პრემიერ ლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრად "ფულემს" დაუპირისპირდა და 0-3 დაამარცხა მეტოქე.
ანგარიში პოლ პოგბამ 14-ე წუთზე გახსნა, ფრანგმა მარსიალის გადაცემით ისარგებლა და მარცხენა მახვილი კუთხიდან ლამაზი დარტყმით აიღო მეტოქის კარი. საგოლე გადაცემის შემდეგ მარსიალმა გოლითაც გამოიჩინა თავი, ახალგაზრდა შემტევმა ბრწყინვალე სოლორეიდი გოლით დააგვირგვინა. მატჩის საბოლოო ანგარიში მეორე ტაიმის 65-ე წუთზე დაფიქსირდა, ხუან მატას წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი პოგბამ გოლად აქცია და დუბლი მიითვალა, 0-3.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე სეზონში პირველად მოხვდა ოთხეულში. იმ შემთხვევაში, თუ ხვალინდელ შეხვედრაში "ჩელსი" "სიტისთან" დამარცხდება, მანჩესტერელებბი ტურს მეოთხე ადგილზე დაასრულებენ.
პირველი ტაიმი
მეორე ტაიმი
სრული მატჩები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.