თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2019, 23:23
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1631,
კომენტარები: 10
პრემიერ ლიგის სამი ტოპ კლუბი ბეილისთვის იბრძოლებს
"წითელი ეშმაკების" საზაფხულო სამიზნე.
პრემიერ ლიგის სამი ტოპ კლუბი ბეილისთვის იბრძოლებს
მადრიდის "რეალის" უელსელი გარემარბი გარეთ ბეილი, შესაძლოა "ნისლიან ალბიონს" დაუბრუნდეს. მისით ინგლისის სამი ტოპ – კლუბი იბრძვის. იუწყება – Okdiario.

29 – წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს, მაურისიო პოჩეტინოს "ტოტენჰემი", მაურიციო სარის "ჩელსი" და ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოხატავენ. შეგხსენებთ, რომ გარეთი ლონდონის "ტოტენჰემის" ღირსებას უკვე იცავდა, საიდანაც მან მადრიდულ გრანდს მიაშურა.

კლუბების წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ, მათ სურთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაშია უელსელი სანტიაგო სოლარის გუნდსა და სქემებში.

მიმდინარე კონტრაქტი, გარეთ ბეილს პერესის კლუბთან 2022 წლმდე აკავშირებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "რეალიდან" კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ, ბევრი მოიზრებდა უელსელს გუნდის ახალ ლიდერად თუმცა, მარტივად გამოსაცნობია, რომ გარეთი რონალდუს როლს ვერ შეითავსებს გამომდინარე იქიდანაც, რომ ფეხბურთელს ტრავმები განუწყვეტლივ ახსენებს თავს.



წყარო: euro-football
სიახლეები
10 კომენტარი
№1
ავტორი: solskjaer
8 თებერვალი 2019 23:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
ეს გინდათ ვინმეს? სანჩესი 2 იქნება თან 29 წლის მინიმუმ 150 ს მოითხოვენ და არ ღირს ჩემი აზრით
1
№2
ავტორი: ikeoni
8 თებერვალი 2019 23:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
მოდი კარგად იყავი რაა საერთოდ არ გვჭირდება ამის ყიდვა
1
№3
ავტორი: giorgi_mg
9 თებერვალი 2019 00:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ფაქტია გაგვაძლიერებს და სანჩესზე მეტადაც გამოგვადგება, 70-80 ად გამოუშვან ღირს
1
№4
ავტორი: Mtiulo
9 თებერვალი 2019 08:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
როცა გვიჭირდა მაშინ არ მოვიდა.
ეხლა საერთოდ არ გვინდა.
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
9 თებერვალი 2019 09:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3198
ვინაიდან მარჯვნივ არავინ გვყავს ნომინალური ან ორო უნდა მოიყვანონ ანდა ერთი რომელიც ტრამვიანი არ იქნება და 250 დღეს ლაზარეთში არ გაატარებს წელიწადში.ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ.ფლანგზე გვჭირდება თავხედი ახალგაზრდა შემტევი რომელსაც ტვინი არ აქვს გამოტენილი ზედმეტად ტაქტიკური სქემებით,რომელიც იქნება ლაღი ისევე როგორც მბაპე ისევე როგორც რეში.ფეხბურთს სტრატეგია და ფილოსოფოსობა უნდა ცენტრში და უკან.წინ უნდა იყოს თავხედი თავის გადაწყვეტილებებში არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა რომ აუფ წინ ახლა ტოპ მცველები დამხვდებიან და ვაიმე იმათ რა გაცდებაო.სილაღე შეტევაში ეგაა ჩვენი სტილი და ეს ზუსტად ასეთი ნაგლი ახალგაზრდებით მიიღწევა ოღონდ მარტო წინ არა.დაცვის ფლანგებზეც კრეატიული ტექნიკური და რაც მთავარია სწრაფი მცველები გვჭირდება.ასე თუ ისე უკვე გამოიკვეთა საით მიყავს ოლეს გუნდი,თუ რა სტრატეგიით და ტაქტიკით ათამაშებს გუნდს.სწრაფი კონტრშეტევისთვის კი ზუსტად ასეთი ხალხი გვჭირდება და არა დარმიანები და დაჟე შოუც.შოუ არის ზამენაზე გადასარევი მეტი არაფერი.იანგისა და ვალესადმი პატივისცემის მიუხედავად მაგ პოზიციაზე უნდა დადგეს დალო მინიმუმ 5 თანაში და დავინახავთ მაგის ბევრ პლიუსებსაც და მერე ჯობია განსაზღვრა ეგეც ზამენის კაცია თუ ძირითადის.მე მჯერა დალო ლონდელოფივით ათამაშდება ბავშვია და პრაქტიკა ჭირდება
3
№6
ავტორი: gaga1987
9 თებერვალი 2019 10:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
Aranairad arvetanxmebi amis yidvas. Tyuilad gadavyrit fuls.
0
№7
ავტორი: shotkin
9 თებერვალი 2019 10:52
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
აუ გადააგდეთ ეს კაცი რა და ზოადად მე თუმკი/თხავს ვინმე რეალიდან 1 კაციც კი არუნდა აიყვანოს გნდმა მოდრიჩი რო მდრიჩია ის აღარ მინდა უკვე, რარაცნაირი უმოტივაციო ტიპები იჩითებიან,ყველაფერი მოიგეს და არაფრის მუღამი აღარ აქვთ, ჩვენ გვინდა მშიერი ხალხი და მუშა ხალხი, ახალგაზრდები, ახალგაზრდა გუნდი უნდა ყავდეს ოლეს ეგკიარა სანჩესს უნდა უყურონ წელს და თუ ესე გააგრძელა უნდა გაყიდონ, რაში იღებს ტიპი ფულს ან საავადმყოფოშია ან დადის მინდორზე ბევრად მეტი უნდა იყოს სანჩესი თუარადა ნაცენზურა ეგრვე
0
№8
ავტორი: The Special One
9 თებერვალი 2019 11:06
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
მოაშორეთ ეს მოსიარულე ტრავმა,ტიპი ლა ლიგაში ვერ ქაჩავს და აწი + დაბერებული ბეილი რათ გვინდა,სანჩო მოიყვანონ ბოლო ბოლო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№9
ავტორი: MURED00
9 თებერვალი 2019 14:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
პესისთვის მაინც გამოგვადგება

ხუმრობა იქეთ იყოს და მაგარი შენაძენი იქნება და დარწმუნებული ვარ რომ გაამართლებს კიდეც
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
12 თებერვალი 2019 09:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მარადიული ტრანსფერი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top