თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2019, 22:59
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1786,
კომენტარები: 8
Mirror: ოლე გუნარ სოლსკიაერი გრძელვადიან კონტრაქტს მიიღებს
ნორვეგიელი სპეციალისტი გუნდში დიდხანს დარჩება.
Mirror: ოლე გუნარ სოლსკიაერი გრძელვადიან კონტრაქტს მიიღებს
"ოლდ ტრაფორდზე" სერ ალექს ფერგიუსონის ყოფილი შეგირდის, ოლე გუნარ სოლსკიაერის მოსვლამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საფეხბურთო სამყაროს გაკვირვებული სახეები შესძინა.

სიურპრიზი რომელმაც მოლოდინებსაც კი გადააჭარბა. ელიტის გარკვეული ნაწილი ოლეს დანიშვნას პესიმისტურად უყურებდა, ზოგს კი მისი სჯეროდა, შედეგი სახეზეა – "წითელი ეშმაკები" უბრალოდ დაფრინავენ.

ოლემ გუნდში შემოიტანა ის ყველაფერი რაც "ოლდ ტრაფორდის" გარემოს აკლდა, შემოიტანა ის მუხტი რაც ფეხბურთელებში დიდი ხნის ჩამქრალი იყო, შეიცვლა ტაქტიკები, სტრატეგიები და "იუნაიტედმა" საკუთარი ფილოსოფიის გამოღვიძება დაიწყო. სოლსკიაერის შეგირდებმა, ოთხეულისკენ სავალ გზაზე შესანიშნავი მატჩები ჩაატარეს და აღნიშნულ ზონასთან მხოლოდ 2 ქულა აშორებთ, მაშინ როდესაც ოთხეული ძალიან შორს იყო, გულშემატკივრების უკმაყოფილება კი პიკს აღწევდა.

განხილვის საგნადაა თემა რომელიც ყველას და ყველაფერს აინტერესებს – მიიღებს თუ არა ლეგენდარული სოლსკიაერის გუნდის ხელმძღვანელობის ნდობას და შესაბამისად ახალ გრძელვადიან კონტრაქტს, ამ კითხვას ევროპის ერთ ერთ წამყვანმა გამოცემამ Mirror – მა უპასუხა.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ოლემ გლეიზერების ნდობა უკვე მოიპოვა და ის აუცილებლად დარჩება ინგლისის ყველაზე ტიტულოვან გუნდში მთავარი მწვრთნელის სტატუსით, ეს ყველაფერი კი სეზონის ბოლოს მოხდება.

ახალი მენეჯერის თაოსნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ყველა ტურნირზე ჩატარებულ 10 მატჩიდან 9 მოიგო, ხოლო ერთი ფრედ დაასრულა.



წყარო: euro-football
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: solskjaer
8 თებერვალი 2019 23:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
ესე თუ განაგრძლო ცხადია დატოვებენ 100%
1
№2
ავტორი: ikeoni
8 თებერვალი 2019 23:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
ყველა პონტში უნდა დარჩეს❤️
1
№3
ავტორი: giorgi_mg
9 თებერვალი 2019 00:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ისეთი პირი უჩანს ოთხეულში რომ შევიდეს დატოვებენ, ვის მუბრუნდება ენა და იტყვის რომ არ იმსახურებსო?!
1
№4
ავტორი: stepno
9 თებერვალი 2019 01:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
aba raaa
1
№5
ავტორი: Dato kutaisi
9 თებერვალი 2019 06:59
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ოლე შეიძლება დიდი ტაქტიკოსი და სტრატეგი არ იყოს მაგრამ მას ის აქვს რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ჩვენ.ტაქტიკოსები ისეთები გვყავდა მათ კვალიფიკაციაში ეჭვი ვერ შეგეპარებოდა.აქ ამ გუნდს პირველ რიგში სჭირდება მოტივატორი ტრენერი,ტრენერი რომელიც გუნდის მიმართ მოწიწებას და პატივისცემას ასწავლის ამ ხეპრე უპრინციპო ფეხბურთელებს(ყველას არ ეხება) და რაც მთავარია კაცი რომელიც ამ გუნდს ზუსტად ისეთ შეკრულ ოჯახად აქცევს როგორიც იყო მუდამ.
ასეთია ოლე.ტაქტიკასაც და სტატეგიებსაც მაშინ დაალაგებს როცა ეცოდინება რომ აქ არის მისი ადგილი,როცა ეცოდინება რომ დროებითი არაა და შეუძლია ფეხბურთელების გაშვება და ყიდვა მისი სურვილის მიხედვით.
სულ მინდოდა ახალგაზრდა მწვრთნელი იმიტომ რომ რაც არ უნდა კონსსრვატიულად მიყვებოდეს ვთქვათ ოლე ძველი მანჩესტერის სატამაშო ტაქტიკასა და სტილს,მაინც აღმოჩნდება ჩვენს თამაშში სრულად ახალი რაღაცაები რასაც ოლე შემატებს გუნდს,იმიტომ რომ ა ხ ა ლ გ ა ზ რ დ ა ა.
მიდი ოლე, უშეცდომო მაცხოვარი იყო მარტო, მთავარია შეცდომებს შენ თვითონ ხედავ და აღიარებ, არ მალავ.ასეთი კაცო მუდამ განვითარდება.
მიეცით კონტრაქტი თქვე ჩემისებოო
3
№6
ავტორი: lasha001
9 თებერვალი 2019 09:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 128
ole unda darches aucileblad. manchesteris stils ergeba da shemtev fexburts atamashebs romelsac amdeni xania vocnebobt. romc ver shevidet otxeulshi mainc unda datovon. me vfiqrob 100% rom shevalt otxeulshi da ese tu gagdzelda iqneb sameulic gavqachot :) uketes mtsvrtnels chven ver moviyvant. warmatebebi oles.
1
№7
ავტორი: mishiko1
9 თებერვალი 2019 10:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
ოთხეულში შესვლა გვინდა და ოლეს დატოვებენ.
1
№8
ავტორი: SANDROGRIGA
12 თებერვალი 2019 09:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დარჩება კიდეც
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top