თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2019, 22:41
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1518,
კომენტარები: 5
მატა დილემის წინაშეა
ესპანელი უკმაყოფილოა.
მატა დილემის წინაშეა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი ნახევარმცვლი ხუან მატა "მანჩესტერულ" კარიერას შესაძლოა სეზონის ბოლოს გამოეთხოვოს. ესპანელის წასვლის შანსები იზრდება, თუ რატომ იზრდება ეს შანსები ქვემოთ გიამბობთ.

გუნდში, ოლე გუნარ სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ, ყველა ფეხბურთელისთვის რადიკალურად შეიცვლა ყველაფერი. თითოეული მათგანი ახალი შანსის მოლოდინშია, თითოეული მათგანი იღებს ამას და მოედანზე შესაბამის დროსაც ატარებს, სწორედ ეს იყო ნორვეგიელი სპეციალისტის ერთ – ერთი დაპირება, რომელსაც ოლე წარმატებით ასრულებს.

ახალი კონტრაქტების გადახედვა და შესაბამისად მისი მოქმედებაში მოყვანა, კლუბის ხელმძღვანელობამ რამოდენიმე ფეხბურთელთან უკვე დაიწყო და განახორციელა კიდეც – ფილ ჯონსი – ცენტრალური მცველი, რომელმაც სულ ახლახანს მოაწერა ხელი ახალ კონტრაქტს.

თავის მხრივ "წითლების" შემტევმა ენტონი მარსიალმაც გაიმყარა ადგილი "ოლდ ტრაფორდზე" – ფრანგი "მანკუნიანელებთან" დიდხანს დარჩება.

რა ხდება მატას თავს? The Telegraph – წერს, რომ "იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის ერთ – ერთ უსაყვარლეს ფეხბურთელს კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება სურს, კლუბის მენეჯმენტი კი მას მხოლოდ ერთ სეზონზე გათვლილ ხელშეკრულებას სთავაზობს, სწორედ ეს გახლავს 30 – წლის მატას უკმაყოფილების მიზეზი.

უცნობია გააფრომებს თუ არა ხუანი ახალ კონტრაქტს, თუმცა ამ ეტაპზე მოლაპარაკბების წარმატებით დასრულების შანსები მეტნაკლებად მცირდება.



წყარო: euro-football
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
8 თებერვალი 2019 22:45
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
როგორც იქნა შევაკეთე ჩემი სამუშაო იარაღი )) ვეცდები სიახლეებით ჩვენს დაუღალავ მეგობრებთან ერთად მეც გაგანებივროთ ))

მატას რაც შეეხება, დიდი პატივისცემის მიუხედავად დროა ახალი სისხლი შემოვიდეს გუნდში, გადახალისდეს შემდაგენლობა, მითუმეტეს მატა არის ფეხბურთელი რომელიც ძირითადად ფლეიმეიკერის პოზიციას შეეფერება, მარჯვენა ფლანგზე ვერ არის ეფექტური ხუანი, ფლეიმეიკერი რამდენად მნიშვნელობის მქონეა ბოლო წლების ფეხბურთში კი ვხედავთ, ისე არ გამომივიდეს თითქოს მატას ადგილი მოედანზე არ არისო თუმცა ვფიქრობ იუნაიტედში ახალი ძალა გვინდა რომელიც მარჯვენა ფლანგს სერიოზულად აამოქმედებს.
1
№2
ავტორი: giorgi_mg
8 თებერვალი 2019 23:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
სულ მეგონა რომ ეს ასაკში შესვლის შემდეგ გამთამაშებლად დაიწევდა, ამაოდ როგორც ჩასნ, თუმცა 30 წელი არ არის უსაშველოდ დიდი ასაკი, ჯერ კიდევ არის გაბრწყინების შანსი
0
№3
ავტორი: solskjaer
8 თებერვალი 2019 23:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
ჩაიარა ამისმა მატარებელმა მე თუ მკითხავთ
0
№4
ავტორი: ikeoni
8 თებერვალი 2019 23:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Rogor miyvars Es motamashe❤️
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
12 თებერვალი 2019 09:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მაინც მინდა რო დარჩეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top