8-02-2019, 18:20
ნანახია: 1858,
კომენტარები: 7
რანიერი, მიტროვიჩი და არ შემდგარი კამპანია!
არ შემდგარი კამპანია და სრული ქაოსი "ფულემის" თავს. რას წარმოადგენს ჩვენი მეტოქე?
"ფულემი" დაბრუნდა ელიტაში, თუმცა უკვე ემშვიდობება. ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში "ფულემმა" შესანიშნავი ტრანსფერები განახორციელა, უნდა ითქვას რომ ეს გუნდი ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა უნდა ყოფილიყო თუმცა ამაოდ, "ფულემის" მესვეურებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, როცა სავსებით უსუსური სტარტის შემდგომ მაინც ნდომა გამოუცხადეს იოკანოვიჩს და არ გაუშვეს მწვრთნელის პოსტიდან. ამის შემდგომ ყველაფერი თავდაყირა დადგა, გუნდში მოვიდა კოლოსალური გამოცდილების მქონე იტალიელი "ჯადოქარი" კლაუდიო რანიერი, რომელსაც საკმაოდ რთული მისია ხვდა წილათ, "ფულემის" ელიტაში დარჩენა.
კლაუდიო რანიერამ თავიდანვე როტაციას მიმართა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ თავის საყვარელ 4-2-3-1 უღალატა და რატომღაც 3 მცველიან სისტემაზე გადააწყო გუნდი, მისი ტაქტიკა 3-4-3 მოიცავს, იტალიური და ბრიტანული ფეხბურთის ნაზავი, რომელიც აგებულია გრძელ პასებსა და საჯარიმოში ჩაწოდებებზე უნდა ითქვას, რომ ცოტათი გამაართლა, ვინაიდან "ფულემმა" ქულების დაგროვება იწყო. სათამაშო ხარისხი არ უნდა მოვთხოვთ ისეთ გუნდს, რომელიც 1 ქულის გამო ყველაფერზე წამსვლელია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს მათ უკან ვინ დგას, ეს ხომ კლაუდიო რანიერია, რომელსაც უყვარს ძლიერ გუნდებთან ოპონირება, რადგან უადვილდება თამაშის დაგეგმარება კონტრშეტევებზე.
სათამაშო ფორმაცია : 3-4-3.
გამორჩეული ფიგურა : მიტროვიჩი.
იტალიელი სპეციალისტი და არშემდგარი კამპანია, ასე უწოდებენ მსოფლიოს ძალიან ცნობილ გამოცემებში "ფულემის" ამ მდგომარეობას, ძალიან კარგი შემადგენლობის მქონე გუნდი, რომელმაც დიდი რესური ჩადო, გამოცდილი შურლე, ბაბელი, ახალგაზრდა ვიეტო, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა ეს ხომ პრემიერლიგაა, ადაპტირება ძალიან რთულია. დარჩა მხოლოდ შეუჩერებელი მიტროვიჩი, გოლეადორი, სწორედ ამ ფეხბურთელზე ააწყო რანიერიმ მთელი ეს სისტემა, პირველი პასი მიდის მიტროვიჩზე, სტანდარტული და სხვა ყველა ფლანგური შეტევაც.
რაც შეეხება ტაქტიკას, რეალურად 3-5-1-1 სისტემა მუშაობს შეტევით ასნპექტში, ბურთის ამოტანაში ცენტრალური ნახევარმცველები დიდ როლს ასრულებენ, ზოგადათ "ფულემი" ცდილობს ორგანიზებულად მოკლე-მოკლე პასებით დაცვაში მიიქციოს მეტოქის ყურადღება 2-3 კაცი შეიტყუოს და სწრაფი გრძელი პასი წავიდეს უკვე ფორვარდზე, რომელიც მცველების ზურგს უკან ცდილობს გაძვრეს, შესაბამისად "ფულემი" ძალიან ბევრჯერ ხვდება ოფსაიდში და საკმაოდ გაუჭირდა ამ კუთხით "ტოტენჰმთან", რომელმსაც მაღალი პრესინგი შესთავაზა და არ მისცა მეტოქეს შეტევების უკეთ განვითარების საშუალება. ფლანგური ფეხბურთი, სისწრააფეები და მიტროვიჩის მოძებნა საჯარიმოში ეს დევიზი უკვე ბოლო 5 თამაშია ძალაშია, რანიერიმ სრული ქაოსიდან, როდესაც გუნდი "ბრაიტონთან" 0-2 დამარცხდა პირველ ტაიმში, ფანტასტისკურად დააბრუნა გუნდი მოედანზე და 4-2 იმარჯვეს, სწორედ ეს დევიზი იყო მთავარია, მონახე მიტროვიჩი საჯარიმოში და ამ უკანასკნელმაც არ გაუცრუა იმედები. ტაქტიკურად რანიერის დრო არ ჰქონდა თავისი ხელი დაეტყო გუნდისთვის, საწყის თამაშებზე ძალიან ბევრჯერ მიმართა როტაციას, ბევრი ფორმაცია სცადა, თუმცა როგორც ჩანს იმათ ფონზე 3-4-3 ამჯობინა.
ჩვენი მეტოქის მთავარი უპირტესობა საკუთარ მოედანზე თამაში და ამოუცნობი ტაქტიკა იქნება. არავინ იცის, მათ შორის დარწმუნებული ვარ რანიერიმაც, რა ელოდება, ვინაიდან ოლე გუნარ სოლსკიარმა დაგვანახა, რომ ჩასაფრებული პოზიციიდან, ე.წ კონტრშეტევებზეც იდეალურად შეუძლია გუნდი, რომ ათამაშოს, სრული თავის ტკვილი ელით "Craven Cottage" შეკრებულ აუდიტორიას.