თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2019, 16:39
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1325,
კომენტარები: 6
"And Solskjaer has won it"
ოლე გუნარ სოლსკიაერმა პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მწრთვნელის ჯილდო მოიგო.
ოლე გუნარ სოლსკიაერმა "იუნაიტედში" საოცარი სტარტი აიღო. შედეგად, ნორვეგიელმა პრემიერ ლიგის იანვრის თვის საუკეთესო მწრთვნელის ტიტული მოიგო.

"სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან არც მიყვარს ინდივიდუალური ჯილდოები, უფრო გუნდური მირჩევნია. მაგრამ რადგანაც ეს პრიზი მხვდა წილად, ეს ნიშნავს, რომ ყველამ კარგად ვიმუშავეთ, გუნდმაც და სამწრთნელო შტაბმაც."

"ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვავსებთ. კიერანი და მაიკლი საათობით დროს ხარჯავენ ვარჯიშების დაგეგმვასა და ინდივიდებთან მუშაობაში. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი ვართ. ერთმანეთს მოტივაციას ვძენთ. ოფისში ყველა ჩვენს აზრს გამოვთქვამთ და მე უბრალოდ ის იღბლიანი აღმოვჩნდი, ვინც გადაწყვეტილებას იღებს."

"ჩვენ გვინდა, რომ თამაშები მოვიგოთ. გვინდა, რომ ცხრილში ზემოთ ავცოცდეთ და ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია."

ნორვეგიელმა კლუბი 22 დეკემბერს ჩაიბარა. ამის შემდეგ "იუნაიტედმა" 10 მატჩი ჩაატარა და ჯერ არ დამარცხებულა. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ოლე პირველი მწრთვნელია, რომელმაც ეს ტიტული მოიგო. უკანასკნელი, ვინც თვის საუკეთესო მწრთვნელის ტიტულის მოგება შეძლო სერ ალექს ფერგიუსონი გახლდათ. მან ეს 2012 წლის ნოემბერში მოახერხა.

სოლსკიაერის გარდა ამჟამინდელი სამწრთვნელო შტაბიდან აღნიშნული პრიზი მაიკ ფელანს აქვს მოგებული. ფელანმა ეს "ჰალ სიტის" გაწრთვნის დროს შეძლო.

"And Solskjaer has won it"

ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ოთხით მეტი ქულა მოაგრავა ყველა სხვა პრემიერ ლიგის კლუბებთან შედარებით.


როგორ შეძლო ოლემ ეს ყველაფერი.

სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ "იუნაიტედმა" პირველი ხუთი მატჩი მოიგო. "ბარნლისთან" კი ფრე ითამაშა. თებერვლის თვეც "ლესტერთან" გამარჯვებით დაიწყო. საბოლოოდ, კი "წითლებმა" 11 ქულიანი სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს.

ამ პერიოდში კლუბისთვის ყველაზე რთული და დასამახსოვრებელი თამაში "ტოტენჰემის" დამარცხება იყო. "წითლებმა" მეტოქე "უემბლიზე" მინიმალური სხვაობით დაამარცხეს.

ამ გამარჯვების შედეგად სოლსკიაერი გახდა პირველი მწრთვნელი "იუნაიტედის" ისტორიაში, რომელმაც მისი პირველი ექვსი თამაში მოიგო პრემიერ ლიგაში. სერ მეტ ბასბიმ, რომელიც ამ რეკორდს ოლე გუნარის მოსვლამდე ფლობდა, პირველ ხუთ მატჩში გამარჯვება მოიპოვა, მეექვსე კი ფრედ დაასრულა.

გარდა ამისა, კიდევ ერთი აღსანიშნავი მატჩი ინგლისის თასზე "არსენალის" დამარცხებაა. "წითლებმა" საოცარი მატჩი ჩაატარეს "მეთოფეების" წინააღმდეგ. "ბარნლისთან" კი ბოლო წუთებზე მებრძოლი სული გამოიჩინეს და თამაშის შემოტრიალება შეძლეს.

რას უნდა ველოდოთ?

წინ თებერვლის დატვირთული გრაფიკია. "იუნაიტედი" ხვალ "ფულემთან" სათამაშოდ მიემგზავრება. "წითლებს" სამ ჩემპიონატში ოთხი მატჩის ჩატარება უწევთ. სამშაბათს ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება და "ოლდ ტრაფორდი" ფრანგებს უმასპინძლებს; ზუსტად ექვსი დღის შემდეგ კი ოლეს შეგირდები "ჩელსისთან" სათამაშოდ გაემგზავრებიან.

ამის შემდეგ "იუნაიტედი" "ლივერპულს" უმასპინძლებს. მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" შედგება, 24 თებერვალს. თვე "კრისტალ პალასთან" თამაშით დასრულდება.

პრემიერ ლიგის გამარჯვებული მწრთვნელები მიმდინარე სეზონში 2018/19
აგვისტო: ხავი გრასია ("უოტფორდი")
სექტემბერი: ნუნო ესპირიტო სანტო ("ვულვზი")
ოქტომბერი: ედი ჰაუ ("ბორნმუთი")
ნოემბერი: რაფაელ ბენიტესი ("ნიუკასლი")
დეკემბერი: იურგენ კლოპი ("ლივერპული")
იანვარი: ოლე გუნარ სოლსკიაერი ("იუნაიტედი")


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
8 თებერვალი 2019 16:55
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
აბა რა თვის საუკეთესო ფეხბურთელიც საინტერესოა ვინიქნება პრემიერ ლიგასი
0
№2
ავტორი: ikeoni
8 თებერვალი 2019 18:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
გილოცავ ოლე ძაან მაგარი ხარ
0
№3
ავტორი: kobinio
8 თებერვალი 2019 20:29
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: shotkin
აბა რა თვის საუკეთესო ფეხბურთელიც საინტერესოა ვინიქნება პრემიერ ლიგასი

Reshfordia dzma
0
№4
ავტორი: shotkin
8 თებერვალი 2019 21:08
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: kobinio
ციტატა: shotkin
აბა რა თვის საუკეთესო ფეხბურთელიც საინტერესოა ვინიქნება პრემიერ ლიგასი

Reshfordia dzma

ეს როდავწერე მერე ფბს ოფიციალური ვანხე ეგრევე რეშის :დდდ ოქროს ბიჭი გყავს
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
12 თებერვალი 2019 10:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მშვენიერია
0
№6
ავტორი: kobinio
19 თებერვალი 2019 00:23
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: shotkin
ციტატა: kobinio
ციტატა: shotkin
აბა რა თვის საუკეთესო ფეხბურთელიც საინტერესოა ვინიქნება პრემიერ ლიგასი

Reshfordia dzma

ეს როდავწერე მერე ფბს ოფიციალური ვანხე ეგრევე რეშის :დდდ ოქროს ბიჭი გყავს

მაინც პაჩეტინოს მიტირიან ეს მკვდარძაღლიშვილები,დავაჯვი დაუნახავ თვალებზე :0))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top