ოლე გუნარ სოლსკიაერს სურს, რომ მისგმა გუნდმა უკეთესი თამაშით შეძლოს გამარჯვება. მართალია, "იუნაიტედმა" "ლესტერთან" სამი ქულა მოიპოვა, თუმცა ნორვეგიელი თამაშის ხარისხით უკმაყოფილოა.
"ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ყველაფერს. ჯერ ოთხეულში მოხვედრა გვსურს და თუ ამას შევძლებთ შემდეგ ადგილის შენარჩუნებასა და თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე ვიმუშავებთ."
"რა თქმა უნდა, ბოლო ორი თვის განმავლობაში მოპოვებული ქულები ფანტასტიკური იყო. ასე რომ ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა გაუმჯობესებაა. უნდა განვაგრძოთ თამაშების მოგება, მაგრამ ეს გაცილებით უკეთესად უნდა შევძლოთ ვიდრე "ლესტერთან" გავაკეთეთ."
"რა თქმა უნდა, ჩვენ მაინც შევძელით ქულების მოპოვება და ეს იმას ნიშნავს, რომ საკმარისად კარგი თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ ჩვენ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და მხოლოდ ამით არ უნდა ვიყოთ ბედნიერები. მოსაგებად საკმარისად კარგი თამაში არ უნდა გვაკმაყოფილებდეს, მეტი მჭირდება. თამაშის ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ და ხვალ ამის ძალიან კარგი შანსი გვექნება."
"ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა კონკრეტულ მატჩებზე კონცენტრირებაა. ეს ფეხბურთში ყველაზე მთავარია. პრესა ბოლო დროს სულ პსჟ-ზე, "ჩელსისა" და "ლივერპულზე" საუბრობს. მაგრამ ეს მატჩები ოთხეულში მოხვედრას ვერ გადაგვიწყვეტენ. ასე რომ სხვა მატჩებისკენაც საკმარისი ყურადღება უნდა მივმართოთ. მხოლოდ პსჟ-ზე ფიქრი შორს ვერ წაგვიყვანს. რა თქმა უნდა, ეს დიდი თამაშებია, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა თამაში მათ ხარჯზე დავივიწყოთ."