თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2019, 13:17
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1576,
კომენტარები: 6
პრევიუ: ფულემი - იუნაიტედი
26-ე ტურის შეხვედრის პრევიუ.
პრევიუ: ფულემი - იუნაიტედი
26-ე ტურში "ფულემი" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს. "წითელი ეშმაკებს" დატვირთული კალენდარი აქვთ, მომდევნო კვირაში ისინი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრა ელით, სადაც ისინი პსჟ-ს დაუპირისპირდებიან. თებერვალში ოლე გუნარის გუნდი ასევე "ჩელსისთან" და "ლივერპულთან" გამართავს შეხვედრებს.

სოლსკიაერმა ბოლო დროს ფეხბურთელების დასვენების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი აზრით, შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებელია, რათა გუნდმა თებერვლის დატვირთულ გრაფიკს გაუძლოს და ყველა მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატაროს.

გუნდების სიახლეები

შესაძლოა, "წითელი ეშმაკების" რიგებში კრის სმოლინგი ვიხილოთ, რომელმაც ტრავმა ახლახანს მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა. ინგლისელს სოლსკიაერის მწვრთნელობის პერიოდში ჯერ არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია.

მარკოს როხო კვლავ ტრავმირებულია, თუმცა არგენტინელმა მცირედი ვარჯიშები უკვე დაიწყო. ენტონი მარსიალი გუნდს "ლესტერთან" მატჩში დაუბრუნდა და მომავალი დაპირისპირებისთვის მზადაა. შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ფრანგმა "ბარნლისთან" შეხვედრა გამოტოვა.

"ფულემს" შურლე დაუბრუნდა, რომელმაც გასული მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. შეხვედრისთვის მზად იქნება საირუს კრისტი, რომელმაც მცირე გასულ მატჩში დაზიანება მიიღო.

ფოსუ-მენსა მატჩის ჩატარებას ვერ შეძლებს, რადგან "იუნაიტედიდან" არენდით იმყოფება "ფულემში".

რანიერიმ ასევე მედიას განუცხადა, რომ იანვარში შეძენილ ფეხბურთელებს, ლაზარ მარკოვიჩსა და ჰავარდ ნორდტვეიტს ვერ გამოიყენებს, რადგან მცირედი დაზიანების გამო ამ კვირას ვარჯიში ვერ შეძლეს.

გუნდების ფორმა

მას შემდეგ, რაც მანჩესტერულ კლუბს ოლე გუნარ სოლსკიაერი ჩაუდგა სათავეში, გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია და ზედიზედ 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. აღსანიშნავია, რომ ნორვეგიელმა მოსვლის შემდეგ, პრემიერ ლიგაში შესაძლო 24 ქულიდან 22-ის მოპოვება შეძლო, ასევე გუნდმა ყველზე მეტი - 20 გოლი გაიტანა და ყველაზე ცოტა - 6 გოლი გაუშვა. 25 ტურის შემდეგ "წითელი ეშმაკები" ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებენ და მეოთხეადგილოსან ჩელსის 2 ქულით ჩამორჩებიან.

კლაუდიო რანიერის გუნდი პრემიერ ლიგის ბოლო 5 შეხვედრაში 4-ჯერ დამარცხდა. ერთადერთი გამარჯვება გუნდმა საშინაო შეხვედრაში "ბრაიტონთან" მოიპოვა, სადაც მეტოქე 4-2 დაამარცხა. ლონდონელები გასავარდნ ზონაში იმყოფებიან და მეჩვიდმეტეადგილოსან "ბარნლისთან" 7-ქულიანი ჩამორჩენა აქვთ.

პრევიუ: ფულემი - იუნაიტედი


ურთიერთშეხვედრები

პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებში გუნდები ერთმანეთს სულ 27-ჯერ დაუპირისპირდნენ. 19 მატჩში "წითელმა ეშმაკებმა" იმარჯვეს, 3-ჯერ "ფულემმა" მოახერხა გამარჯვების მოპოვება, ხოლო 5 მატჩი ფრედ დასრულდა.

პრემიერ ლიგის ბოლო ხუთი მატჩიდან "იუნაიტედმა" "ფულემი" 4-ჯერ დაამარცხა, ერთი კი ფრედ ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთ მატჩში "წითელმა ეშმაკებმა" კარის მშრალად შენახვა მხოლოდ ერთ შეხვედრაში შეძლეს.

პრევიუ: ფულემი - იუნაიტედი


ფაქტები

⚽ "მანჩესტერ იუნაიტედს" შანსი აქვს 2009 წლის შედეგი გაიმეოროს და ყველა ტურნირზე გასვლაზე ჩატარებული ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მოიგოს.

⚽ პრემიერ ლიგაში "იუნაიტედს" "ფულემთან" 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს: 8 მოგება და 2 ფრე.

⚽ "ფულემის" მთავარმა მეგოლემ, ალეკსანდრ მიტროვიჩმა მიმდინარე სეზონში 10 გოლიდან 8 საშინაო შეხვედრაში გაიტანა.

⚽ "ფულემი" პრემიერ ლიგაში ზედიზედ 5 მატჩია, რაც მინიმუმ 2 გოლს უშვებს.

⚽ "მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგის ბოლო სამი გასვლითი მატჩია საშუალოდ 2.5 გოლი გააქვს.

⚽ "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ბოლო სამ გასვლით შეხვედრაში მოახერხა კარის მშრალად შენახვა.

პოლ მერსონის პროგნოზი: ფულემი 1-3 იუნაიტედი

"იუნაიტედის" მოგების გარდა სხვა რამეზე ვერც ვფიქრობ. მათ "ფულემისთვის" ბევრი რამ ექნებათ შესათავაზებელი. ვფიქრობ, მასპინძლები გოლის გატანას მოახერხებენ, მაგრამ ძირითადად მაინც დაცვაში მოუწევთ ყოფნა და საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. მგონია, რომ თამაშში ბევრი გოლი გავა, მაგრამ "იუნაიტედი" კიდევ ერთ სამ ქულას მოიპოვებს."


მთავარი მსაჯი

შეხვედრის მთავარი მსაჯი პოლ ტირნი იქნება, რომელმაც მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის 17 შეხვედრაში იმსაჯა. მის ანგარიშზე 61 ყვითელი და ერთი წითელი ბარათია.
მატჩის წინ
6 კომენტარი
№1
ავტორი: 100%Red
8 თებერვალი 2019 13:26
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
3 ქულა უნდა აიღონ უეჭველი, თან პსჟ-ს წინ დამაჯერებელი მოგებაა საჭირო
0
№2
ავტორი: ikeoni
8 თებერვალი 2019 13:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
საბედნიეროდ გვყავს ისეთი შემადგენლობა რო როტაციას მიმართოს...აუცილებლად უნდა მოვიგოთ❤️
0
№3
ავტორი: BEQA
8 თებერვალი 2019 13:36
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 4
სრულყოფილი პრევიუა ) მადლობა
1
№4
ავტორი: krekera
8 თებერვალი 2019 14:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
უნდა მოვიგოთ დიდი ანგარიშით და მერე პსჟ გადავახიოთ ბურთი თავზე ))
0
№5
ავტორი: shotkin
8 თებერვალი 2019 14:43
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
თუ მოვიგეთ 4 ეზე გადავდივართ, არამგონია ჩელსიმ სიტის მოუგოს
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
12 თებერვალი 2019 10:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დასვენებულები არიან შედარებით და პესეჟესთან უნდა გამოჩნდეს ეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top