თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2019, 12:28
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1490,
კომენტარები: 3
ოლე ტრავმებზე საუბრობს
ლაზარეთს ორი ფეხბურთელი მიემატა.
ოლე ტრავმებზე საუბრობს
ოლე გუნარ სოლსკიაერმა მცველების შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედი" "ფულემთან" სათამაშოდ მიემგზავრება და დატვირთული გრაფიკის გამო მწრთვნელს მაქსიმალურად ყველა ფეხბურთელის გამოყენება მოუწევს.

"წითლები" იმედოვნებენ, რომ ნორვეგიელის მოსვლის შემდეგ კვლავ დაუმარცხებელნი დარჩებიან და უკვე მეათე მატჩში ეცდებიან გამარჯვების მოპოვებას. შედეგად, ისინი 11 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელნი იქნებიან.

პრესკონფერენციამდე მან "მანჩესტერ იუნაიტედის" ტელევიზიას ინტერვიუ მისცა, სადაც ანტონიო ვალენსიასა და მათეო დარმიანზე ისაუბრა. სოლსკიაერმა მცირეოდენი ინფორმაცია როხოს შესახებაც მიაწოდა გულშემატკივარს.

"როხო რამდენიმე დღეა ვარჯიშობს. ასე რომ ის უკვე დაგვიბრუნდა. თუმცა მის დაბრუნებას, სამწუხაროდ, ანტონიოსა და მათეოს დაკარგვა მოჰყვა. მცირედი დაზიანებების გამო ისინი რამდენიმე კვირის განმავლობაში ვეღარ შეძლებენ თამაშს."

"ჩვენ მაინც არ ვგრძნობთ ცუდად თავს. 20-21 ფეხბურთელი მაინც გვყავს ხოლმე ვარჯიშებზე, რაც ძალიან კარგი და სავსებით საკმარისია."


ოლე ტრავმებზე საუბრობს

ოლემ ტრავმების შესახებ პრესკონფერენციაზე უფრო დეტალურად ისაუბრა:

"ანტონიო ძალიან, ძალიან ბევრს მუშაობდა და სწორედ ამიტომაც გადაიტვირთა. ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე კვირაში დაგვიბრუნდება და ჩვენ დახმარებას შეძლებს. ის კლუბში ფანტასტიკურ მატჩებს ატარებდა. კაპიტნის სამკლაური ტყუილად არ ერგო. ვიმედოვნებ, რომ მას ძალიან მალე დავიბრუნებთ. ძალიან მეწყინა, როცა გავიგე, რომ დაზიანებები აწუხებდა, რადგან ამ შაბათს მასთან ერთად გამგზავრებას ვაპირებდი."


როგორ ემზადება "ფულემი"?

კლაუდიო რანიერის გუნდი პრემიერ ლიგაში ბოლოდან მეორე ადგილს იკავებს. საირუს კრისტი და ანდრე შურლე ხვალინდელი მატჩისთვის მზად იქნებიან. რა თქმა უნდა, ფოსუ-მენსა მატჩის ჩატარებას ვერ შეძლებს, რადგან "იუნაიტედიდან" არენდით იმყოფება "ფულემში".

რანიერიმ ასევე მედიას განუცხადა, რომ იანვარში შეძენილ ფეხბურთელებს, ლაზარ მარკოვიჩსა და ჰავარდ ნორდტვეიტს ვერ გამოიყენებს, რადგან მცირედი დაზიანების გამო ამ კვირას ვარჯიში ევრ შეძლეს.


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
8 თებერვალი 2019 13:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
უეჭველი მოსაგები თანაშია რა
0
№2
ავტორი: giorgi_mg
8 თებერვალი 2019 14:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ვალეც და დარმიანიც მგონი ლაფატკაზე ზიან, ამათ როხოც თუ მიყვება გადასარევი იქნება.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
12 თებერვალი 2019 10:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვალენსია სულ დაიკარგა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top