თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2019, 12:00
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1521,
კომენტარები: 3
"იუნაიტედი" კიდევ ერთ რეკორდს მოხსნის
"წითლები" ახალი რეკორდის დამყარებასთან ძალიან ახლოს არიან.
"მანჩესტერ იუნაიტედს" აქვს შანსი იმისა, რომ გახდეს პირველი გუნდი პრემიერ ლიგაში, რომელმაც 2000 გოლი გაიტანა.

"წითლების" ანგარიშზე ამჟამად 1973 ბურთია და თუ ოლე გუნარის ბიჭები ამ ტემპით განაგრძობენ გოლების გატანას დიდი შანსით ისინი პრემიერ ლიგის ახალ რეკორდს დაამყარებენ.

სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ "იუნაიტედის" შეტევა გაცილებით უფრო ენერგიული და პროდუქტიულია. "წთლებს" საშუალოდ თამაშში 2,5 გოლი გააქვთ.

თუ "იუნაიტედი" ასე განაგრძობს, ისინი ახალ რეკორდს "ჩელსის" "ოლდ ტრაფორდზე" სტუმრობის შემდეგ დაამყარებენ.

სოლსკიაერის კარიერას აღნიშნული რეკორდი ძალიან კარგად მოერგებოდა. თავად ოლე გუნარმა "იუნაიტედის" მაისურით 91 გოლი გაიტანა და კლუბში ყოველთვის კარგ განწყობას ქმნიდა.

ჟოზე მოურინიოს მეთვალყურეობის ქვეშ "იუნაიტედის" გოლების საშუალო მაჩვენებელი 1.7 გოლი იყო. სწორედ მისი ტაქტიკისა და ჩაკეტილი თამაშების გამო გადაწყვიტა ხელმძღვანელობამ პორტუგალიელის გაშვება.

მეათასე გოლი "იუნაიტედის" ისტორიაში კრიშტიანო რონალდუს სახელზეა. პორტუგალიელმა გოლი 2005 წელს გაიტანა "მიდლსბორს" კარში და "იუნაიტედი" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც პრემიერ ლიგაში 1000 გოლი გაიტანა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ასევე გახდა პირველი გუნდი, რომელმაც სახლში 1000 გოლი გაიტანა. მეათასე გოლი ამ შემთხვევაში ენტონი მარსიალის სახელზე იყო. მან "ევერტონის" კარის დალაშქვრა 2016 წელს შეძლო.

რაც შეეხება თავად სოლსკიაერს "იუნაიტედის" ბომბარდირებში, პრემიერ ლიგაში გატანილი ბურთების მიხედვით, მეექვსე ადგილს იკავებს. მასზე წინ უეინ რუნი (183), რაიან გიგზი (109), პოლ სქოულზი (107), რუდ ვან ნიდტელროი (95) და ენდი კოული (93) არიან.

"იუნაიტედს" ასევე ერთ-ერთი ლამაზი რეკორდის მოხსნაც შეუძლია. მათ საერთო ჯამში 9924 გოლი აქვთ გატანილი, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ 76 გოლი აშორებთ 10 000 ბურთს.


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
8 თებერვალი 2019 13:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
მალე მოიხსნება ეს რეკორდიც❤️
0
№2
ავტორი: giorgi_mg
8 თებერვალი 2019 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
იმედია მინიმუმ 4 ს ფულჰემტან დაამატებენ manunited
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
12 თებერვალი 2019 10:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ცოტაც და მოხსნიან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top