თბილისი:
მანჩესტერი:
7-02-2019, 21:14
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1402,
კომენტარები: 5
ლინგარდი: "ბავშვებს შთავაგონებ"
ჯესი ლინგარდის განცხადებით ის ბავშვებს მოტივაციას სძენს.
ლინგარდი:
ჯესი ლინგარდის განცხადებით, მისი აღნიშვნებით ბავშვებს მოტივაციას სძენს და მეტის გაკეთების სურვილს უჩენს. მაიკლ ჯეკსონის ცეკვის იმიტაციის შემდეგ ჯესიმ პრესის ყურადღება მიიპყრო.

"მე ყოველთვის მინდოდა ამ მოძრაობის მინდორზე შესრულება. ცოტ-ცოტას ვვარჯიშობდი ხოლმე, რათა მენახა მართლა შევძლებდი თუ არა ამის გაკეთებას."

"ყოველთვის მომწონს გოლების აღნიშვნა, როცა გაგაქვს სათანადოდ უნდა აღნიშნო კიდეც. მე ამას მეტოქის გასაღიზიანებლად არასდროს არ ვაკეთებ, უბრალოდ მომწონს და მსიამოვნებს აღნიშვნა."

გასულ წელს ლინგარდმა ჰიპ-ჰოპის მოძრაობები შეასრულა ჩრდილოეთ ლონდონში გატანილი ბურთის შემდეგ.

მსოფლიო ჩემპიონატზე კი ვიდეო თამაშების ცეკვის, "Shoot Dance"-ის განხორციელება გადაწყვიტა და გოლების აღნიშვნის სერიებს "Jlingz" სერიაც კი უწოდა.

მაგრამ ის იმედოვნებს, რომ აღნიშვნისას გართობასა და სიამოვნების მიღებასთან ერთად მომავალ თაობასაც მისცემს მოტივაციას.

"ახალი თაობა მოდის, ახალგაზრდები, რომლებიც ხვალ "ოლდ ტრაფორდზე" ითამაშებენ. მინდა, რომ როცა მე შემომხედავენ ჩემგან მაგალითი აიღონ."

"მე შესაძლოა ერთ ან ორ ადამიანს ფეხბურთის თამაშის მოტივაცია მივცე. შეიძლება, ჩემმა ცეკვამ და აღნიშვნებმა იმდენად დადებითად დამუხტონ, რომ ფეხბურთის თამაში გადაწყვიტონ და შემდეგ თავად გახდნენ აქტიურები. ეს ძალიან სასიამოვნოა."

"დღევანდელ დღეს ბავშვების უმეტესობა აიპადსა და აიფონშია ჩართული. დღეს იშვიათად თუ დაინახავთ ქუჩაში ფეხბურთის მოთამაშე ბავშვებს."

"ასე რომ ახალგაზრდების ინსპირაციის წყაროდ უნდა ვიქცეთ, ეს აუცილებელია. მინდა, რომ რაც შეიძლება ბევრმა ითამაშოს ფეხბურთი და ამ სპორტით სიამოვნება მიიღონ."


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
7 თებერვალი 2019 21:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
მართლა პრობლემა გახდა უკვე ეს და როგორ მიკვირს რო ბავშვს გარეთ გასვლა არ უნდა არადა ჩვენი ბავშობა როგორ სხვანაირი იყოო:((
1
№2
ავტორი: LASHQARA
7 თებერვალი 2019 22:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ციტატა: ikeoni
მართლა პრობლემა გახდა უკვე ეს და როგორ მიკვირს რო ბავშვს გარეთ გასვლა არ უნდა არადა ჩვენი ბავშობა როგორ სხვანაირი იყოო:((

ცვეტში კედლებზე დახაზული კარები და კარებში ჩახაზული ძევიატკა wink ძაან მაგარი იყოო ზა კამანდუუ და ყველა რო ჩერდებოდა სანამ თასმებს არ შეიკრავდი lol ასწორებს ეგეთი ბავშვობა ფიზიკურად ვითარდები love ტექნიკის საწინააღმდეგო არაფერი მაქ მაგრამ ყველაფერს თავის დრო აქ და მარტო ერთ რაღაცაზე არ უნდა იყო ჩაციკლული, იმ ყუთის იქითაც არსებობს სამყარო რასაც ვერ აღიქვავს უმეტესობა winked
1
№3
ავტორი: ikeoni
7 თებერვალი 2019 22:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
ციტატა: LASHQARA
ციტატა: ikeoni
მართლა პრობლემა გახდა უკვე ეს და როგორ მიკვირს რო ბავშვს გარეთ გასვლა არ უნდა არადა ჩვენი ბავშობა როგორ სხვანაირი იყოო:((

ცვეტში კედლებზე დახაზული კარები და კარებში ჩახაზული ძევიატკა wink ძაან მაგარი იყოო ზა კამანდუუ და ყველა რო ჩერდებოდა სანამ თასმებს არ შეიკრავდი lol ასწორებს ეგეთი ბავშვობა ფიზიკურად ვითარდები love ტექნიკის საწინააღმდეგო არაფერი მაქ მაგრამ ყველაფერს თავის დრო აქ და მარტო ერთ რაღაცაზე არ უნდა იყო ჩაციკლული, იმ ყუთის იქითაც არსებობს სამყარო რასაც ვერ აღიქვავს უმეტესობა winked

ზაკამდუუუ ეს რა გამახსენეე:)))❤️
2
№4
ავტორი: makaveli
8 თებერვალი 2019 14:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: LASHQARA
ციტატა: ikeoni
მართლა პრობლემა გახდა უკვე ეს და როგორ მიკვირს რო ბავშვს გარეთ გასვლა არ უნდა არადა ჩვენი ბავშობა როგორ სხვანაირი იყოო:((

ცვეტში კედლებზე დახაზული კარები და კარებში ჩახაზული ძევიატკა wink ძაან მაგარი იყოო ზა კამანდუუ და ყველა რო ჩერდებოდა სანამ თასმებს არ შეიკრავდი lol ასწორებს ეგეთი ბავშვობა ფიზიკურად ვითარდები love ტექნიკის საწინააღმდეგო არაფერი მაქ მაგრამ ყველაფერს თავის დრო აქ და მარტო ერთ რაღაცაზე არ უნდა იყო ჩაციკლული, იმ ყუთის იქითაც არსებობს სამყარო რასაც ვერ აღიქვავს უმეტესობა winked

ლაშქარ რა გვარი ხარ??
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
12 თებერვალი 2019 10:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უოჩაღ ჯესი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top