თბილისი:
მანჩესტერი:
7-02-2019, 17:33
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1773,
კომენტარები: 6
ფეხბურთელები, რომლებსაც ერთ მატჩში ოთხი ან მეტი გოლი აქვთ გატანილი
ბერბატოვი, ოლე გუნარი, ენდი კოული და უეინ რუნი.
ფეხბურთელები, რომლებსაც ერთ მატჩში ოთხი ან მეტი გოლი აქვთ გატანილი
"მანჩესტერ იუნაიტედს" ბევრი მაღალი დონის ფორვარდი ჰყავდა. მათ მუდმივად უყვარდათ გოლების გატანა და იდეალურადაც გამოსდიოდათ თავიანთი საქმე. ზუსტად 20 წლის წინ, "იუნაიტედის" ამჟამინდელმა მწრთვნელმა ოთხი გოლი გაიტანა მეტოქის კარში და საბოლოოდ "ნოტინგემის" წინააღმდეგ 8-1 ანგარიშით გავიმარჯვეთ.

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ყველა "წითელი ეშმაკი", რომლებმაც პრემიერ ლიგის ერთ მატჩში ოთხი ან მეტი გოლის გატანა შეძლეს.

დიმიტარ ბერბატოვი "ბლექბარნის" წინააღმდეგ.

ბერბატოვმა ამ დღეს თავის კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. თამაში "ოლდ ტრაფორდზე" შედგა, 2010 წლის ნოემბერში. ამ დღეს "იუნაიტედმა" "ბლექბარნი" 7-1 ანგარიშით დაამარცხა, საიდანაც ხუთი გოლი ბერბატოვის ანგარიშზეა. პირველი გოლი დიმიტარმა ნანის ასისტის წყალობით გაიტანა მეორე წუთზე, ამის შემდეგ მეტოქის კარი ჯი-სუნგ პარკმა დალაშქრა პირველი ტაიმის შუაში. ამის შემდეგ ბერბატოვმა ჰეთთრიკი გაიფორმა და ნანის წყალობით გუნდი კიდევ ერთი ბურთით დაწინაურდა. ანგარიში 5-0 გახდა. მეექვსე და მეშვიდე გოლის გატანაც ბულაგერლმა მოახერხა და ამის შემდეგ ბერბატოვი გახდა მეოთხე ფეხბურთელი პრემიერ ლიგის ისტორიაში, რომელმაც ერთ მატჩში ხუთი გოლის გატანა მოახერხა. მანამდე კი აღნიშნული რეკორდი ენდი კოულს, ალან შირერსა და ჯერმეინ დეფოს ეკუთვნოდათ.

უეინ რუნი "ჰალ სიტის" წინააღმდეგ.

ჩვენს ბომბარდის ვერავინ და ვერაფერი აჩერებდა. ეს მატჩიც "ოცნების თეატრში" შედგა, 2010 წლის იანვარში. რუნიმ ოთხი გოლის გატანა მოახერხა და "იუნაიტედმაც" სწორედ 4-0 ანგარიშით გაიმარჯვა. გოლების სერია უეინმა მერვე წუთზე დაიწყო და მხოლოდ სასტვენის ხმის გაგონებაზე გაჩერდა. ინგლისელმა ბოლო ბურთი დამატებითი დროის მესამე წუთზე გაიტანა და გულშემატკივარს ბრწყინვალე სანახაობა აჩვენა.

ენდი კოული "ნიუკასლის" წინააღმდეგ.

კოულის საუკეთესო მატჩი "ნიუკასლის" წინააღმდეგ შედგა, 1999 წლის აგვისტოში, როცა შესანიშნავმა ფეხბურთელმა ოთხი გოლი გაიტანა და კლუბს 5-1 ანგარიშით გაამარჯვებინა. პირველი გოლი ინგლისელმა მე-14 წუთზე გაიტანა. მეორე ნახევარში თითქოს ახალი ენერგიით დაბრუნდა და პირველივე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი. ჰეთთრიკს 65-ე წუთზე მიაღწია და მეოთხე გოლიც სულ რაღაც ექვსი წუთის შემდეგ გაიტანა. სულ რაღაც ათი წუთის შემდეგ რაიან გიგზმა თამაშს წერტილი დაუსვა და "ნიუკასლის" კარში მეხუთე გოლი გაიტანა, თუმცა მატჩის გმირად, რა თქმა უნდა, ენდი კოული იქცა.

ოლე გუნარ სოლსკიაერი "ევერტონის" წინააღმდეგ.

"ნოტინგემის" კარის ოთხჯერ დალაშქვრიდან ზუსტად ათი თვის შემდეგ ნორვეგიელმა ფორვარდმა იგივე გაიმეორა და 1999 წელს "ოლდ ტრაფორდზე" საკუთარ გუნდს 5-1 გამარჯვება მოუტანა. ოლეს შეჩერება "ევერტონის" დაცვამ ვერაფრით ვერ შეძლო და ნორვეგიელმა თავისი რეკორდი კიდევ ერთხელ გაიმეორა.

ენდი კოული "იფსვიჩ თაუნის" წინააღმდეგ.

კოულმა "ოლდ ტრაფორდზე" ეს კიდევ ერთხელ შეძლო, 1995 წლის მარტში. "იუნაიტედმა" სტუმრები 9-0 ანგარიშის სხვაობით დაამარცხა, საიდანაც ხუთი გოლი ენდი კოულის ანგარიშზეა. პირველი გოლი კაპიტანმა, როი კინმა, გაიტანა, 53-ე წუთისთვის კი კოულს ჰეთთრიკი დასრულებული ჰქონდა. ამის შემდეგ კი კიდევ ორი გოლი დაამატა მეტოქის კარში. კოული გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც გაიტანა ხუთი გოლი პრემიერ ლიგაში.


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: makaveli
7 თებერვალი 2019 17:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ბიჭებო მე კარგად არ მახსოვს ლაივში კოულის და იორკის თამაშები და რას იტყვით როგორი ბიჭები იყვნენ? თუ შეგიძლიათ საერთოდ სტატია რო მიუძღვნათ პლიუსები მინუსები საინტერესო იქნებოდა
0
№2
ავტორი: LASHQARA
7 თებერვალი 2019 18:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
"გოლების სერია უეინმა მერვე წუთზე დაიწყო და მხოლოდ სასტვენის ხმის გაგონებაზე გაჩერდა." ეს კაცი მაინც განსაკუთრებულად მევასება love მანჩესტერის ხსენებაზე ამ ფეხბურთელებიდან ეგრევე რუნი მახსენდება am
0
№3
ავტორი: ikeoni
7 თებერვალი 2019 21:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
ველოდები რეშის პოკერს უახლოეს მომავალში
0
№4
ავტორი: Smoke - N
7 თებერვალი 2019 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 248
Imitomac iyvnen manutd -shi ro sauketesoebi iyvnen erterti.
ციტატა: makaveli
ბიჭებო მე კარგად არ მახსოვს ლაივში კოულის და იორკის თამაშები და რას იტყვით როგორი ბიჭები იყვნენ? თუ შეგიძლიათ საერთოდ სტატია რო მიუძღვნათ პლიუსები მინუსები საინტერესო იქნებოდა

Dzaan magari tavdamsxmelebi iyvnen iorki kouli msoflios sauketeso tavdamsxmelebat agiares 1999cels duetad amatze dzlieri dueti ar yofila da mgoni manutd -c ar yolia
0
№5
ავტორი: Glory red devils
8 თებერვალი 2019 07:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ციტატა: LASHQARA
"გოლების სერია უეინმა მერვე წუთზე დაიწყო და მხოლოდ სასტვენის ხმის გაგონებაზე გაჩერდა." ეს კაცი მაინც განსაკუთრებულად მევასება love მანჩესტერის ხსენებაზე ამ ფეხბურთელებიდან ეგრევე რუნი მახსენდება am

ციტატა: makaveli
ბიჭებო მე კარგად არ მახსოვს ლაივში კოულის და იორკის თამაშები და რას იტყვით როგორი ბიჭები იყვნენ? თუ შეგიძლიათ საერთოდ სტატია რო მიუძღვნათ პლიუსები მინუსები საინტერესო იქნებოდა

Yorki da kouli chemo zmao sauketeso dueti iyo msoflioshi, egeti shetamashebuli wyvili ar arsebobda iset kedlebs atamashebdnen ert ramed girda imati yureba
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
12 თებერვალი 2019 10:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამ თაობიდანაც გაიმეორებენ იმედია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top