თბილისი:
მანჩესტერი:
7-02-2019, 13:36
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1657,
კომენტარები: 10
გუნდის სიახლეები "ფულემთან" მატჩის წინ
ვინ იქნება მზად შაბათისთვის.
გუნდის სიახლეები
"მანჩესტერ იუნაიტედს" შემდეგი მატჩის ჩატარება შაბათს უწევს, "ფულემის" წინააღმდეგ. ოლე გუნარმა გუნდის სიახლეებზე ისაუბრა.

ერთი ფეხბურთელი, რომელიც შეიძლება "იუნაიეტდს" დაუბრუნდეს კრის სმოლინგი გახლავთ. ცენტრალურ მცველს ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია, რადგან ტრავმირებული გახლდათ. მან ტრავმა სწორედ "ფულემთან" მიიღო. თუმცა "ბარნლისთან" მატჩის წინ ოლე გუნარმა განაცხადა, რომ სმოლინგი კარგად გრძნობდა თავს, ასე რომ შაბათს მისი ხილვა სავსებით შესაძლებელია.

გუნდის სიახლეები "ფულემთან" მატჩის წინ

რაც შეეხება სხვა ცენტრალურ მცველებს, ვიქტორ ლინდელოფს, ერიკ ბაიისა და ფილ ჯონსს, სწორედ ისინი იკავებდნენ ცენტრში ადგილს სმოლინგის არყოფნის დროს. მარკოს როხო არგენტინიდან დაბრუნდა და მცირედი ვარჯიშებიც დაიწყო.

შემდეგ სამშაბათს "წითლებს" დიდი მატჩის ჩატარება უწევთ პსჟ-ს წინააღმდეგ. ეს ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი იქნება. გარდა ამისა, "იუნაიტედს" "ლივერპულისა" და "ჩელსის" წინააღმდეგაც მოუწევს თამაში და შემდგომ ისევ პსჟ-სთან გასვლაზე.

სოლსკიაერმა ბოლო დროს ისაუბრა ფეხბურთელების დასვენების აუცილებლობაზე. მისი აზრით, შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებელია, რათა გუნდმა თებერვლის დატვირთულ გრაფიკს გაუძლოს და ყველა მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატაროს.

ენტონი მარსიალი "იუნაიტედს" კვირას დაუბრუნდა, სადაც "წითლებმა" მასპინძლები 1-0 ანგარიშის სხვაობით დაამარცხეს. შეგახსენებთ, რომ ფარნგს "ბარნლისთან" ჩატარებული მატჩის გამოტოვება მოუწია ვარჯიშებზე მიღებული მცირედი ტრავმის გამო.

"ლესტერთან" მატჩის წინ გულშემატკივარი პოლ პოგბას არყოფნაზეც ნერვიულობდა. შეგახსენებთ, რომ "ბარნლისთან" ჩატარებული მატჩის ბოლოს მანაც მცირედი დაზიანება მიიღო, თუმცა "ლესტერთან" გამოჩენა მაინც შეძლო და სწორედ მისი დახმარებით გაიტანა მარკუს რეშფორდმა გოლი. რაც შეეხება რეშფორდს, "ფულემთან" გამართულ პირველ მატჩში მან გოლის გატანა შეძლო. ის იმედოვნებს, რომ შაბათსაც მოხვდება განაცხადში და ოლეს მოსვლის შემდეგ აღებულ შესანიშნავ სტარტს გააგრძელებს.

სოლსკიაერი გუნდის სიახლეების შესახებ დეტალურად პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.

როგორ ფორმაშია "ფულემი"?

შესაძლოა შაბათს ლაზარ მარკოვიჩისა და ჰავარდ ნორდტვეიტის დებიუტი შედგეს. წყვილი "ფულემს" სატრანსფერო ფანჯრის დახურვის დღეს შეუერთდა, თუმცა "კრისტალ პაკასთან" მატჩი არ ჩაუტარებიათ.

გუნდის სიახლეები "ფულემთან" მატჩის წინ

"ფულემს" შესაძლოა "ჩელსის" ყოფილი ფორვარდი, ანდრე შურლე, დაუბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ მან "კრისტალ პალასთან" მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. თუმცა შაბათს შეიძლება ვერ ვიხილოთ საირუს კრისტი, რომელმაც გასულ ტურში ტრავმა მიიღო.

ერთი ფეხბურთელი, რომელიც დანამდვილებით ვერ ითამაშებს ზეგ ეს ტიმოტუ ფოსუ-მენსაჰია.


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: solskjaer
7 თებერვალი 2019 14:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
იმედია დაასვენებს ხალხს და სანჩეზი ლუკაკუც მოუგებენ ამათ... წინ პესეჟეა და მერე უხსენებლები <3
0
№2
ავტორი: giorgi_mg
7 თებერვალი 2019 14:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
სმოლინგის ფორმაში ყოფნაც აუცილებელია იმედია დააყენებს. 4 ცენტრალური მცველი ჯამრთელი ეს კარგი ამბავია, მიუხედავად იმისა რომ არცერთი არ არის ტოპ მცველი, კონკურენცია მხოლოდ გაგვაძლიერებს.
წვალებით მოგებას სჯობს კარგი შემადგენლობა დააყენოს 2:0 ის მერე შეცვალოს ვინც უნდა, არცერთი გუნდი არ არის მარტივი პრემიერ ლიგაში, შესაბამისად დაძაბვის გარეშე მოგებაც ძნელია.
1
№3
ავტორი: shotkin
7 თებერვალი 2019 15:05
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
თუ სწრაფი გოლი გავიტანეთ იდეალური იქნება და ისე არ მგონია რო ადვილი მატჩი იყოს ესეთი პატარა გუნდები და ვითომ ფორმაში არმყოფი გუნდები მითუმეტეს სახლში ყოველთვის 10 ჯერ უფრო მეტი შემართებით გამოდიან გრანდებთან სათამაშოდ და იმ ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ რომ შეიძლება ბოლომდე ძალები არ დახარჯოს მანჩესტერმა ადვილი თამაში არუნდაიყოს
0
№4
ავტორი: gaga1987
7 თებერვალი 2019 17:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ფულემი იბრძვის დარჩენისთვის და ყველაფერს გააკეთებს ქულების მოსაპოვებლად.მთავარია სწრაფი გოლი და მერე ჩვენია 3ქულა.არიქნება მარტივი თამაში და იმედია მშვიდად და 3ქულით წამოვალთ ზედმეტი ოფლისგვრის გარეშე.
0
№5
7 თებერვალი 2019 17:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 313
ციტატა: solskjaer
იმედია დაასვენებს ხალხს და სანჩეზი ლუკაკუც მოუგებენ ამათ... წინ პესეჟეა და მერე უხსენებლები <3

ასეთ გუნდებთან უფრო მეშინია, თორემ უხსენებლებს ჩავჩრით.
0
№6
ავტორი: bziki
7 თებერვალი 2019 17:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
მკიდია ფულემიც და პსეჟეც მაგათ შორის გაგლიჯონ და ვინ ჩივის პესეჟეს,ჯონსი და სმოლინგი რო ლიგას ვერ მოიგებენ კი ვიცი და ლუზერებს უნდა შეაკვდნენ იმდენი ირბინონ საკუთარი სახელები დაავიწყდეთ ფულემს თუ როტაციით ვერ მოუგებ რაზეა ლაპარაკი რა ლიგა და რა მომავლის გუნდი
0
№7
ავტორი: makaveli
7 თებერვალი 2019 17:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
აი საერთოდ არ მეშინია ფულემის. მე ოლეს ადგილზე გრინვუდს დავაყენებდი 9 ზე ფულემთან და პსჟ-სთან სათადარიგოზე მეყოლებოდა.
დეხეა- იანგი - ლინდელოფი - ბაილი
ერერა- მატიჩი- პოგბა
ლინგარდი - ლუკაკუ- რეში
მე პიარადად ამ სასტავს ვათამაშებდი თავიდან ფრანგებთან მიუხედავად დიდი სიმპათიისა მარსიალის მიმართ რაღაც ჩაჯმულია ფლანგზე და ცხრიანზე ცოცხალი თავით არ ათამაშებენ არადა მაგაზე უკეთესი ფინიშერი არ გვყავს
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
7 თებერვალი 2019 21:39
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: makaveli
აი საერთოდ არ მეშინია ფულემის. მე ოლეს ადგილზე გრინვუდს დავაყენებდი 9 ზე ფულემთან და პსჟ-სთან სათადარიგოზე მეყოლებოდა.
დეხეა- იანგი - ლინდელოფი - ბაილი
ერერა- მატიჩი- პოგბა
ლინგარდი - ლუკაკუ- რეში
მე პიარადად ამ სასტავს ვათამაშებდი თავიდან ფრანგებთან მიუხედავად დიდი სიმპათიისა მარსიალის მიმართ რაღაც ჩაჯმულია ფლანგზე და ცხრიანზე ცოცხალი თავით არ ათამაშებენ არადა მაგაზე უკეთესი ფინიშერი არ გვყავს

არაო არაა ეგ ცხრიანიო:))მონაკოშიც არ იყო ფლანგზე.უფრო ცრუ ფორვარდად იყო და აქ ვის მოაფიქრდა რო ფლანგზე უნდა დაეყენებინა მარსიალი არ ვიცი.მოკლედ არამგონია მარსიალი ამ გუნდში 9ანზე ათამაშონ და ვნახოთ რა იქნება.
მთავარია ახლა ხალხი დავასვენოთ ეგებ და ისე ავიღოთ 3 ქულა.მერე ისეთები გვაქ სათამაშო უუფ.ვეთანხმები bzikiს რომ ლიგოს მომგები ეს გუნდი არაა და უხსენებლებზე და ჩელსზე მოგება თასზე უპრო პრიორიტსტული უნდა იყოს.პსჟს გაძუყვნაზე არ ვიტყოდი უარს მაგრამ რეალურად ამდენის რესურსი გვაქ რო?
0
№9
ავტორი: ikeoni
7 თებერვალი 2019 21:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Sabednierod gvyavs ori shemadgenlobaa da aucileblad movugebt fulemsac
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
12 თებერვალი 2019 11:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვალენსიაზე რატო არაფერი ისმის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top