თბილისი:
მანჩესტერი:
6-02-2020, 15:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 5252,
კომენტარები: 20
მიუნხენის კატასტროფა და ქალები "მანჩესტერ იუნაიტედის" სამრეცხაოდან - საყელოზე პომადის კვალიდან გაპრიალებულ კუბოებამდე
უცხო თვალით დანახული ტრაგედია.
მიუნხენის კატასტროფა და ქალები
"მიუნხენამდე ერთი კვირით ადრე დედაჩემი მათ მაისურებს რეცხავდა, მომდევნო კვირას კი კუბოებს წმენდდა"


სამშაბათს, 6 თებერვალს, 60 წელი გავიდა მიუნხენის კატასტროფიდან. იმ დღეს ბელგრადიდან მომავალ გზაზე საწვავის ავზის შესავსებად გაჩერებისას 23 ადამიანის სიცოცხლე დასრულდა, მათ შორის კი რვა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი იყო.

"იუნაიტედის" გულშემატკივარი კენ რამსდენი მაშინ 12 წლის იყო.

დედამისი ირენი და დეიდა ჯოანა "ოლდ ტრაფორდის" სამრეცხაოში მუშაობდნენ. თავად რამსდენი კი 50 წელზე მეტი მუშაობდა პროგრამის შემდგენად, პრეს-სამსახურის თანამშრომლად და კლუბის მდივნად. 2010 წელს პენსიაზე გავიდა.

მაგრამ მისი მოგონებები ჯერ კიდევ ცოცხლობენ გონებაში და გვთავაზობენ უნიკალურ და ძალიან პირადულ ხედვას კატასტროფამდე ერთი კვირით ადრე და მომდევნო პერიოდზე - და იმაზეც, თუ როგორ დაიწყო გაცოცხლება კლუბმა.

გინდათ გაიგოთ თასის კენჭისყრის შედეგები? სამრეცხაოში წადით

ბელგრადში "იუნაიტედის" გაფრენისას მეტ ბასბის ახალგაზრდული გუნდი ინგლისში დომინირებდა. "ბასბის ჩვილებმა" 1956 წლის პირველი დივიზიონი 11-ქულიანი უპირატესობით მოიგეს და გუნდის საშუალო ასაკი 22 წელს შეადგენდა. მომდევნო სეზონში კი კვლავ მოიგეს ჩემპიონატი.


დეიდაჩემი ჯოანა (ახლა 93 წლისაა) მაშინ პატარა კაფეს ფლობდა, რომელიც მატჩის დღეებში მუშაობდა. კლუბის მდივანმა უოლტერ კრიკმერმა (ის მიუნხენში დაიღუპა) უთხრა, რომ კლუბი სამრეცხაოს ხსნიდა და ჰკითხა, ხომ არ იცნობდა ვინმეს, ვინც სამუშაოს ეძებდა.

ყველაფერი მარტივად იყო. არავითარი გასაუბრება.

სამრეცხაო 1955 წლიდან 1956 წლამდე პერიოდში გახსნეს და გასახდელის სიახლოვეს სარდაფში მდებარეობდა. წვიმის დროს წყალი ჩამოდიოდა და ეს არაერთხელ მომხდარა.

ფეხბურთელთა უმრავლესობა მაშინ "ოლდ ტრაფორდზე" ვარჯიშობდა. კლუბსაც პატარა შტატი ჰყავდა. როცა 1960 წელს მივედი, იქ მხოლოდ 10 თუ 11 კაცი მუშაობდა და ეს იყო მთელი კლუბი.

მიუნხენის კატასტროფა და ქალები "მანჩესტერ იუნაიტედის" სამრეცხაოდან - საყელოზე პომადის კვალიდან გაპრიალებულ კუბოებამდე


ყველა კარგად იცნობდა ერთმანეთს და, რა თქმა უნდა, ფეხბურთელებსაც. მათ ყოველდღე ხვდებოდი. სამრეცხაოში იმისთვის შედიოდნენ, რომ ჩაი დაელიათ, მოეწიათ ან გაზეთი შეეგდოთ.

ბობი ჩარლტონი, დუნკან ედვარდსი, მარკ ჯონსი - კლუბში თითოეული მათგანი რაიონიდან ჩამოიდა, ამიტომ მარტოსულად და დაკარგულად გრძნობდნენ თავს.

დედაჩემი და დეიდაჩემი მათთვის ცხოვრების უფრო იოლ მხარეს განასახიერებდნენ. მეგობრულ ნაწილს. მაისურებზე პომადის კვალი თუ რჩებოდათ, სამრეცხაოში გარბოდნენ და გარეცხვას ითხოვდნენ. აი, როგორ იყო ყველაფერი მოწყობილი.

ინგლისის თასის კენჭისყრას მაშინ მხოლოდ BBC-ზე გადმოსცემდნენ. ყველას სურდა შედეგების მოსმენა. კლუბში კი ერთადერთი რადიო ჰქონდათ და ისიც სამრეცხაოში იდგა. ფეხბურთელები იქ კენჭისყრის დროს ჩადიოდნენ. ეს ასეთი ადგილი იყო.

ძალიან პირადული ატმოსფერო სუფევდა. რა თქმა უნდა, მსგავსი აღარაფერი არსებობს.

პირველი გუნდის ფეხბურთელების მაისურები ქუჩაში შრებოდა

ჩემთვის ფეხბურთელები დიდ ვარსკვლავებს წარმოადგენდნენ, მაგრამ ისინი ავტობუსით ან ველოსიპედით მგზავრობდნენ. იმავე მაღაზიებში დადიოდნენ, სადაც ჩვენ.

სელფორდში ვცხოვრობდით. ედი კოულმანი, რომელიც ასევე მიუნხენში დაიღუპა, დაიბადა და ცხოვრობდა სელფორდში. იქ ბევრი ბიჭი ცხოვრობდა, ლონგფორდ პარკის რაიონში.

მიუნხენის კატასტროფა და ქალები "მანჩესტერ იუნაიტედის" სამრეცხაოდან - საყელოზე პომადის კვალიდან გაპრიალებულ კუბოებამდე


არდადეგების დროს ბაზაზე მეც ისევე დავდიოდი, როგორც სხვები და შენობების ირგვლივ დავხეტიალებდი.

ბაზაზე შესვლა აკრძალული იყო, ამიტომ უბრალოდ ვიდექით და ველოდებოდით, როდის გამოვიდოდნენ ფეხბურთელები. დედაჩემი და დეიდაჩემი მათ მაისურებს რეცხავდნენ და გასაშრობად სტადიონის კედლიდან რკინიგზის ღობემდე გაბმულ სარეცხ თოკზე კიდებდნენ. ასეთ რამეს ახლა წარმოიდგენთ?

დედაჩემი მაისურებით სავსე კალათით ხელში გამოდიოდა გარეთ და როცა დამინახავდა, შიგნით შევყავდი. საოცარი იყო. ყველა დანარჩენი ბიჭი მე შემომცქეროდა, როგორ შევდიოდი შიგნით. დედას სარეცხაოში შევყავდი და ჩაის მიმზადებდა. იქვე შემოდიოდნენ ფეხბურთელები და მწვრთნელები. მეცხრე ცაზე ვიყავი.

მახსოვს, ერთხელ რატომღაც გასახდელში შევედი. ტომი ტეილორი და დევიდ პეგიც შემოვიდნენ. ტომი ეწეოდა - ეს ახლა, რა თქმა უნდა, ასევე დაუშვებელია. ასანთი დაუვარდა. დავიხარე, რომ მისთვის მიმეწოდებინა. მაღლა ავიხედე და დავინახე, როგორ იცინოდა, პეგს მხარი გაკრა და თქვა: "შეხედე, რა სულელია".

შაბათობით ფეხბურთელები საცეკვაოდ დადიოდნენ. გულშემატკივარი მათ იქ ან იაფფასიან ბარებში ხვდებოდნენ.

კვირობით დღის განმავლობაში კი მიხვიდოდით ლონგფორდ პარკში სტრეტფორდის შემოგარენში და დაინახავდით, როგორ ეთამაშებოდნენ ფეხბურთს ბავშვებს. უბრალოდ იქვე ჩაივლიდნენ, ვინმეს ბურთით დაინახავდნენ და მათთან ერთად იწყებდნენ თამაშს. ასე იყო ყველაფერი.

ცხელ-ცხელი ამბები? რამდენიმე დღე ველოდით


"იუნაიტედმა" "ცრვენა ზვეზდა" "ოლდ ტრაფორდზე" 2-1 დაამარცხა მეოთხედფინალის პირველ მატჩში. ბელგრადში ოთხშაბათს 3-3 ითამაშეს საპასუხო შეხვედრაში, მომდევნო ეტაპზე გავიდნენ და უკანა გზაზე დასაბრუნებლად მოემზადნენ ჩარტერული რეისით. "იუნაიტედის" თვითმფრინავი საწვავის შესავსებად გაჩერდა თოვლიან მიუნხენში და აფრენის მესამე მცდელობის შემდეგ დაიმტვრა, ასაფრენი ბილიკინდან გადავიდა, ღობეები წალეკა და შენობას შეასკდა.

ცოტა რამ თუ ვიცოდით მატჩის შესახებ, მხოლოდ გაზეთებში ამოვიკითხეთ რაღაც.

მიუნხენის კატასტროფა და ქალები "მანჩესტერ იუნაიტედის" სამრეცხაოდან - საყელოზე პომადის კვალიდან გაპრიალებულ კუბოებამდე

პეგი, ახალგაზრდა რამსდენის გამმასხარავებელი კატასტროფაში დაიღუპა


ეს მომდევნო დღეს მოხდა, 4 საათზე. დედა სამსახურიდან დაბრუნდა, მე სკოლიდან მოვედი. ვიღაცამ კარზე ზარი დარეკა. მეზობელი ქუჩიდან პატარა ბიჭი იყო. იცოდა, სადაც მუშაობდა დედაჩემი და მოვიდა, ეთქვა, რომ რადიოთი კატასტროფის შესახებ გაიგო.

დედამ უყვირა და უთხრა, რომ ასეთ საშინელ რამეეს არ უნდა ამბობდეს. ვერ იჯერებდა, რომ ეს სიმართლე იყო. მაგრამ საათები და დღეები გავიდა და ყველაფერი დადასტურდა.

საკლუბო მუზეუმში რამდენიმეჯერ ვიმყოფებოდი. იქ იმ დროის ყველა გაზეთის სტატიაა მოთავსებული. საოცარი, რამდენად ნელა ვრცელდებოდა მაშინ ინფორმაცია.

ერთ დღეს ყველაფერი ისე წარიმართა, მომდევნო დღეს უკეთესად, კიდევ ერთი დღის შემდეგ კი - უარესად. სრული ინფორმაცია მხოლოდ მეხუთე თუ მეექვსე დღეს გავრცელდა.

მახსოვს, სკოლაში პარასკევს მივედი და ეზოში ხმა გავრცელდა, რომ ტომი რეილორი გადარჩა. სინამდვილეში კი ეს ჟურნალისტი ფრენკ ტეილორი იყო. თანამედროვე თაობის ადამიანებისთვის რთული წარმოსადგენია, რა მცირე ინფორმაცია გვქონდა და რა ნელა ვრცელდებოდა ის. მთელი ისტორია მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ გახდა ცნობილი.

კუბოებს წმენდნენ, რადგან სურდათ, რამე ეკეთებინათ

კატასტროფიდან საკმაოდ მალე დაიწყეს ცხედრების გადმოსვენება.

ბევრი ჩანაწერი არსებობს იმის თაობაზე, თუ როგორ ჩამოდიოდნენ მანჩესტერის აერპორტში და როგორ გადაასვენებდნენ ბაზაზე. გასახდელით გვერდით მდებარე სპორტ-დარბაზი დროებით მორგად გადაიქცა. გვამები გარკვეული ხანი იქვე დატოვეს.

დედაჩემი და დეიდაჩემი კუბოებს წმენდნენ. ნაწილობრივ იმიტომ, რომ რაღაცის კეთება სურდათ. დარწმუნებული ვარ, მათი გაწმენდის აუცილებლობა არ არსებობდა, მაგრამ სიახლოვისა და მზრუნველობის ატმოსფერო იგრძნობოდა - ისინი ზრუნავდნენ ფეხბურთელები, როცა ისინი ცოცხლები იყვნენ და ასევე იქცეოდნენ სიკვდილის შემდეგაც.

ყოველთვის მაცბუნებდა ის ფაქტი, რომ ერთი დღე მაისურების რეცხვა უწევდათ, მომდევნო კვირაში კი - კუბოების წმენდა. ახლაც კი, 60 წლის შემდეგ, როცა ამაზე ვფიქრობ, გაოცებას ვერ ვმალავ.

ომის შემდეგ არც ისე დიდი ხანი გავიდა. არავინ მოსულა და არ უკითხავს: "აბა, როგორ უმკლავდებით, ყველაფერი რიგზეა?". 1958 წელს ასე სულაც არ იყო. უბრალოდ რაღაცას მაინც აკეთებდი.

კვლავ მოედანზე, 13 დღის შემდეგ


"დაე, ფეხბურთი გაგრძელდეს, მაგრამ "იუნაიტედი" იგლოვებს", - ეს სიტყვები იყო წარმოთქმული კლუბის ხელმძღვანელის, ჰაროლდ ჰარდმანის მიერ, რომელიც მიუნხენის შემდეგ "იუნაიტედის" მომდევნო მატჩის პროგრამის ჟურნალის გარეკანზე გამოაქვეყნეს. საოცარია, მაგრამ მატჩი 19 თებერვალს შედგა - კატასტროფიდან მხოლოდ 13 დღე გავიდა. "იუნაიტედმა" ინგლისის თასის მესამე რაუნდში "შეფილდ უენსდეი" დაამარცხა და საბოლოოდ გავიდა ფინალში, რომელშიც "ბოლტონთან" დამარცხდა".


მიუნხენის კატასტროფა და ქალები "მანჩესტერ იუნაიტედის" სამრეცხაოდან - საყელოზე პომადის კვალიდან გაპრიალებულ კუბოებამდე

ამ შემადგენლობიდან შვიდი ფეხბურთელი მიუნხენში დაიღუპა. ფოტო გადაღებული 1957 წლის მარტში


სელფორდში ვცხოვრობდით, ამგვარად ბაზამდე მხოლოდ 15 წუთის გზა იყო ფეხით. დედას ყოველი მატჩისთვის ორი ბილეთი აჩუქეს, ამიტომ მე და მამა წავედით.

ტრაფორდ როუდზე მივდიოდით და უფრო მეტი ადამიანი მოდიოდა შემხვედრ გზაზე, ვიდრე ჩვენი მიმართულებით, რადგან მიუხედავად ადრე დანიშნული მატჩისა, მოედანზე უბრალოდ ტევა არ იყო. გულშემატკივართა ბრბოში ძლივს გავიარეთ. ეს დაუჯერებელი იყო.

თითოეულმა ჩვენგანმა განიცადა საშინელი ტრაგედია, უცებ კი გვებოძა მატჩი, სადაც ყვირილსა და შენების ქომაგობას შეძლებდი. ვფიქრობ, ეს შვების მომგვრელი გრძნობა იყო.

მაგრამ ეს ასევე იყო საოცარი შეგრძნება იმისა, რომ კლუბი არსებობას განაგრძობს. ეს უდიდესი შვების გრძნობა იყო.

"შეფილდ უენსდეის" შეეძლო, არც გამოცხადებულიყო იმ მატჩზე. მათ მოგების შანსი მაინც არ ჰქონდათ. მებრალებოდნენ. ყველას ებრალებოდა ისინი. იმ დღეს უბრალოდ ვერაფრით გაიმარჯვებდნენ. ამ ფაქტმა მათზე დამთრგუნველად იმოქმედა.

ხალხი უხელფასოდ მუშაობდა, რათა კლუბი გადაერჩინათ

"უენსდეისთან" მატჩის დროს "იუნაიტედის" 7 ფეხბურთელი უკვე გარდაცვლილიყო, რამდენიმე დღის შემდეგ კი მათი ბედი გაიზიარა დუნკან ედვარდსმაც. მწვრთნელი მეტ ბასბი რთულ ვითარებაში იყო და ორჯერ კომაში ჩავარდა. მისი ასისტენტი ჯიმი მერფი გუნდთან ერთად არ მოგზაურობდა, რადგან იმ დროს უელსის ნაკრებს წვრთნიდა. სეზონის ბოლომდე გუნდის ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე აიღო. ახალი ფეხბურთელები აღმოაჩინა და გუნდში ახალგაზრდები მოიყვანა, მაგრამ "იუნაიტედი", რაც გასაგებია, რა თქმა უნდა, შესამჩნევად ცუდად თამაშობდა ჩემპიონატში და საბოლოოდ მე-11 ადგილი დაიკავა.

მიუნხენის კატასტროფა და ქალები "მანჩესტერ იუნაიტედის" სამრეცხაოდან - საყელოზე პომადის კვალიდან გაპრიალებულ კუბოებამდე

მატჩი "არსენალის" წინააღმდეგ, 1958 წლის 1 თებერვალი (5-4), ტრაგედიის წინ ბოლო მატჩი ინგლისში


მეკარე ჰარი გრეგი და მცველი ბილ ფოუკსი სახლში საკმაოდ სწრაფად დაბრუნდნე - მერფი გერმანიაში თავად ჩაფრინდა და ისინი პირადად ჩამოიყვანა. ორივე მათგანმა ითამაშა "უენსდეის" წინააღმდეგ და ყოველთვის მაკვირვებდა ჰარისა და ბილის ძალა, რომლებიც ასე სწრაფად დაბრუნდნე მოედანზე.

ჩვენ მხოლოდ რვა ფეხბურთელი არ დაგვიკარგავს. მაგალითად, ჯონი ბერი და ჯეკი ბლენჩფლაუერი გადარჩნენ, მაგრამ ფეხბურთი აღარასდროს უთამაშიათ.

არ დაივიწყოთ, რომ კლუბმა საკუთარი ფეხბურთელების აღზრდის პოლიტიკა ჯერ კიდევ მიუნხენამდე შემოიღო. იყვნენ ისეთებიც, როგორიც შეი ბრენანი, უილფ მაკჰინესი, რონი კოუპი, ფრედი გუდვინი, ალექს დოუსონი, მაიკ პირსონი არიან. საკმაოდ ბევრი აღზრდილი.

სამართლიანობის გულისთვის უნდა ითქვას, რომ მათ კარიერაზე უდიდესი გავლენა მოახდინა იმან, რომ ძირითადი გუნდის შემადგენლობაში ჯერ კიდევ მანამდე გამოიძახეს, სანამ ამისთვის მზად იქნებოდნენ. მოვლენები სხვაგვარად რომ განვითარებულიყო, მათი რიგი რამდენიმე წლის შემდეგ მოვიდოდა.

"შეფილდ უენსდეისთან" მატჩის შემდეგ ყველა დაუბრუნდა რეალობას. მახსენდება ჩემი ერთ-ერთი წინამორბედი ლეს ოლივი, რომელიც კატასტროფის დროს მდივნის თანაშემწე იყო. ის 28 წლის გახლდათ. კლუბის მდივანი დაიღუპა და ლესი საოცარ ვითარებაში აღმოჩნდა. კლუბს თითქმის აღარ ჰყავდა საკუთარი შტატი - ან საერთოდ არ ჰყავდა.

სტიუარდები და ბაზის თანამშრომლები თავიანთი ძირითადი სამუშაოს შემდეგ მოდიოდნენ და უხელფასოდ მუშაობდნენ, ფოსტას ხსნიდნენ, საბილეთე განცხადებებს ავსებდნენ და ასე შემდეგ.

კლუბი უკანასკნელ ძალებს იკრებდა. ფული აღარ იყო. არც ფინანსური დახმარება შემოსულა ვინმესგან, არც კომიტეტი არსებობდა, რომელიც საკუთარ თავზე აიღებდა ხელმძღვანელობას.

უნდა დაბეჭდილიყო წერილები, წაეკითხათ, თემის მიხედვით დაელაგებინათ, საბილეთე ბაზები განელაგებინათ, ფული შეეკრიბათ. ეს იყო ნელი და შრომატევადი სამუშაო.

ახლაც კი ვერ ვხვდები, როგორ უმკლავდებოდნენ ყველაფერს, რასაც აწყდებოდნენ.

ხალხი მხოლოდ მიუნხენის აჩრდილებს ხედავდა და აღარავინ მოდიოდა

ზოგიერთი ამბობს, რომ კატასტროფამ "იუნაიტედი" უნიკალურ კლუბად აქცია. მინდა, ვიფიქრო, რომ კატასტროფამ კლუბი თავმდაბლად აქცია.

მიუნხენის კატასტროფა და ქალები "მანჩესტერ იუნაიტედის" სამრეცხაოდან - საყელოზე პომადის კვალიდან გაპრიალებულ კუბოებამდე

"ყოველ წელს, ამ დროს, ჩემი ფიქრები უკავშირდება ფეხბურთელებს, ვინც მინახავს", - კენ რამსდენი


ვფიქრობ, მიუნხენის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედისადმი" სიყვარული და მიჯაჭვულობა ვიგრძენით.

კლუბში მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცი, რომ ბევრმა ადამიანმა შეწყვიტა მოსვლა მიუნხენის შემდეგ. ზოგიერთი ამბობს: "გულშემატკივარი მიუნხენის ტრაგედიის შემდეგ გახდი". ეს, შესაძლოა, სიმართლე იყოს, მაგრამ ზოგიერთმა პირიქით, შეწყვიტა სიარული, რადგან ამას ვეღარ უძლებდნენ და მხოლოდ მიუნხენის აჩრდილს ხედავდნენ.

შესაძლოა, ეს არც ისე კარგადაა ცნობილი, როგორ სხვა დეტალები, მაგრამ ფაქტია: ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, რომ მათი მამები და ბიძიები აღარასდროს მისულან სტადიონზე, რადგან ეს მათთვის მეტისმეტად მტკივნეული იყო.

წყარო: bbc
სტატიები
20 კომენტარი
№1
ავტორი: Dato kutaisi
6 თებერვალი 2020 19:48
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3198
და ფენიქსივით აღსდგა გუნდი ფერფლიდან.ეს მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედს შეუძლია
0
№2
ავტორი: ikeoni
6 თებერვალი 2020 20:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11425
საშინელი ისტორიაა:(((( წარმომიდგენია ჩარლტონი რას გრძნობს ამ დღეს❤️
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
6 თებერვალი 2020 20:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძალიან საინტერესო სტატიაა...

შავი ლაქა გუნდის ისტორიაში
0
№4
ავტორი: giorgisamnidze99
6 თებერვალი 2020 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
Magari gundia ra Manchesteri magari tavisi istoriit sheudareblebi arian zato fergim daafasa es gundi da titulebs debda
0
№5
ავტორი: PaLoMo
7 თებერვალი 2020 19:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ისე 17 მდე კაი დასვენება გამოგვივა და თან ტრამვირებულენი დაბრუნდნენ იქნებ.

ციტატა: Dato kutaisi
და ფენიქსივით აღსდგა გუნდი ფერფლიდან.ეს მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედს შეუძლია

სს წაიკითხე?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: Dato kutaisi
7 თებერვალი 2020 20:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3198
ციტატა: PaLoMo
ისე 17 მდე კაი დასვენება გამოგვივა და თან ტრამვირებულენი დაბრუნდნენ იქნებ.

ციტატა: Dato kutaisi
და ფენიქსივით აღსდგა გუნდი ფერფლიდან.ეს მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედს შეუძლია

სს წაიკითხე?

რა სად წავიკითხე ვერ მივხვდი
0
№7
ავტორი: PaLoMo
7 თებერვალი 2020 22:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
დაგიკოოირეთქო, ემიუს ყოფილმა ტრენერმა ლინგარდზე თქვა მე თავიდანვე შევატყე,რომ ლინგარდი ინიესტას გავდაო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: Dato kutaisi
8 თებერვალი 2020 09:26
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3198
ციტატა: PaLoMo
დაგიკოოირეთქო, ემიუს ყოფილმა ტრენერმა ლინგარდზე თქვა მე თავიდანვე შევატყე,რომ ლინგარდი ინიესტას გავდაო

მასეთებით რომაა ჩვენი სამწვრთნელო შტაბი სავსე სულ,მიტომაც ყვაოდა აკადემია:))
0
№9
ავტორი: davvita
8 თებერვალი 2020 14:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
მადლობა ავტორს RojoDiablo
0
№10
ავტორი: kantona-7
10 თებერვალი 2020 23:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
რამე სიახლე დადეთრა ათასი ჭორი და მართლალი იწერება ჩვენზე
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top