თბილისი:
მანჩესტერი:
6-02-2019, 17:17
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1499,
კომენტარები: 3
"ჩვენ არასდროს დავივიწყებთ"
სამი სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი მიუნხენის ტრაგედიის შესახებ.
დღეს მიუნხენის ტრაგედიიდან 61 წელი გავიდა. ეს "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში ყველაზე ბნელი დღEა.

1958 წლის 6 თებერვალს 23 ადამიანი დაიღუპა. აქედან 8 ფეხბურთელი და სამი სამწრთვნელო შტაბის წევრი.

"იუნაიტედი" არასდროს ივიწყებს მათ, ვინც სიცოცხლე 1958 წლის 6 თებერვალს დაკარგა. იხილეთ ოლე გუნარ სოლსკიაერის, პედი კრერანდისა და სკოტ მაკტომინეის კომენტარები დღევანდელ დღესთან დაკავშირებით.

ოლე გუნარ სოლსკიაერი.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ეს "იუნაიტედის" ისტორიის დიდი ნაწილია. ეს დღე ყოველთვის დარჩება ჩვენს მეხსიერებასა და ისტორიაში. ამ ტრაგედიიდან დიდი დრო გავიდა, და აუცილებელია, რომ ახალმა გულშემატკივრებმა, ფეხბურთელებმა და ყველა "იუნაიტედთან" დაკავშირებულმა პირმა ამ ისტორიის შესახებ იცოდეს."

"ამ ტრაგედიის დროს მამაჩემი მხოლოდ 14 წლის იყო. ის მუდმივად მიყვებოდა ამ ისტორიის შესახებ და ყველა მოგონებაზე, რაც 1958 წლის 6 თებერვალს უკავშირდება. ძალიან კარგად ახსოვს როგორ უყურებდა შავ-თეთრ ეკრანზე ამ ინფორმაციის შესახებ გადაცემებს."

"ეს ძალიან სევდიანი დღეა, მაგრამ ამავდროულად არის დღე, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება."

პედი კრერანდი.

"მანამ სანამ "მანჩესტერ იუნაიტედი" არსებობს, ჩვენ ამ დღეს არ დავივიწყებთ. ვფიქრობ, ეს მხოლოდ "იუნაიტედის" გულშემატკივრებს არ ეხებათ, ყველა ჩემი ასაკის ადამიანს, ვინც იმ დროს მოესწრო, ყველას ახსოვს ეს მტკივნეული ტრაგედია."

"ჩვენ არასდროს დავივიწყებთ"

"ბასბის ბიჭები" ისეთი გუნდი იყო, რომელსაც ყველა გულშემატკივრობდა და იცოდა მათ შესახებ. მე იმ დროს ჯერ კიდევ პატარა ბავშვი ვიყავი, "სელტიკში" ვთამაშობდი და ყველა ამაზე საუბრობდა. მათით ყველა აღფრთოვანებული იყო, არა მხოლოდ მათი შესაძლებლობების გამო, არამედ იმის გამოც, თუ რამდენად მცირე ასაკში აკეთებდნენ ამ ყველაფერს. ეს ყოველთვის აღმაფრთოვანებდა."

"ისინი მხოლოდ 18-19 წლისები იყვნენ და მსოფლიო დონის ფეხბურთს თამაშობდნენ, სწორედ ისეთს, როგორიც "იუნაიტედს" შეესაბამება. ამ კლუბში ძირითადად ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 23-24 წლისები ხვდებიან."

"ეს ახალგაზრდების გუნდი რაღაც განსაკუთრებული იყო. მე გლაზგოში გავიზარდე, აქ ორი დიდი კლუბი არსებობდა:"სელტიკი" და "რეინჯერსი", თუმცა ყველამ იცოდა "იუნაიტედის" შესახებ და ყველა "ბასბის ბიჭებზე" საუბრობდა."

"თუმცა, საუბედუროდ, მათი თამაშები იშვიათად გადიოდა ტელევიზორში და როცა გადიოდა მაშინაც რთული იყო მათი კლასის ფეხბურთელების ყურება, რადგან ტელევიზორთან შეხება ცოტა ადამიანს თუ ჰქონდა."

"ბევრი გულშემატკივარი, ჩემი ჩათვლით, მათ მატჩებს რადიოში უსმენდა. "ბასბის ბიჭები" იყო გუნდი, რომლის ყურებაზეც ყველა ოცნებობდა."

"მე იმდენად იღბლიანი აღმოვჩნდი, რომ მათ თამაშებს სტადიონზე ვუყურე, თუმცა მხოლოდ მეგობრული მატჩების ყურება მხვდა წილად. ერთი ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის იწვევდა ჩვენს გაოცებას დანკან ედვარდსი გახლდათ."

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას გვახსოვდეს თუ რა მოხდა მიუნხენში. 1958 წლის 6 თებერვლიდან ხუთი წლის თავზე მე "იუნაიტედში" კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ეს ტრაგედია რომ არ მომხდარიყო მე "იუნაიტედის" ახლოს ვერასდროს ვერ მივიდოდი, ამაში დარწმუნებული ვარ. "ბასბის ბიჭები" სულ სხვა დონე იყვნენ."

სკოტ მაკტომინეი.

"გასულ წელს პირველად მოვედი 6 თებერვლის 60 წლისთავზე "ოლდ ტრაფორდზე" და ამ ყველაფერს ვუყურებდი. ძალიან მინდოდა, რომ ასეთი "იუნაიტედის" ნაწილიც გავმხდარიყავი და მიუნხენის ტრაგედიაში დაღუპულთათვის პატივი მიმეგო."

"მე "იუნაიტედის" აკადემიაში გავიზარდე და ეს დღე ყოველთვის ახლოს იყო ჩემთან, ყოვეთვის განსაკუთრებულად განვიცდიდი, რადგან ეს "იუნაიტედის" ისტორიის ყველაზე მტკივნეული ნაწილია."

"ჩვენ არასდროს დავივიწყებთ"

"ამ ტრაგედიამ უამრავ ადამიანზე მოახდინა გავლენა, გულშემატკივრებზე, ოჯახის წევრებზე, ფეხბურთელებზე... ძალიან სევდიანი და მტკივნეული მომენტი იყო, მაგრამ ეს "მანჩესტერ იუნაიტედია" და ეს კლუბი არასდროს არ წყვეტს ბრძოლას. მათ განაგრძეს, იბრძოლეს და საკუთარ თავს მსხვერპლად ქცევის უფლება არ მისცეს."

"როგორც კი მიხვდებით და იგრძნობთ თუ რა მოხდა 61 წლის წინ, ძალიან გთხოვთ ეს ყველაფერი თქვენს შვილებსაც გაუზიარეთ, რადგან მათ ხსოვნას ყოველთვის უნდა მივაგოთ პატივი."



წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: makaveli
6 თებერვალი 2019 18:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
!!!!!!!!!!!!!!!! სერ ბობი ჩარლტონი დანკან ედვარდსზე : წარმოიდგინეთ ერთ ფეხბურთელში რუნის დარტყმა, სქოულზის ხედვა, ბექემის ჩაწოდება და რონალდუს სისწრაფე აი ეს იყო დანკან ედვარდსი !!!
წეღან წავიკითხე ეს ინფო და აიი კიი ვერასდროს გავიგებთ უკვე ვინ იქნებოდა რო არ მომხდარიყო ეგ ტრაგედია მაგრამ ისე საუბრობენ მასზე რო შთაბეჭდილება მრჩება როგორც დღეს მესი და რონალდო არიან პელეს ეპოქაში მისი კონკურენტი მხოლოდ დანკანი იქნებოდა !! თქვენ რას ფიქრობთ?
2
№2
ავტორი: ikeoni
6 თებერვალი 2019 22:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ციტატა: makaveli
!!!!!!!!!!!!!!!! სერ ბობი ჩარლტონი დანკან ედვარდსზე : წარმოიდგინეთ ერთ ფეხბურთელში რუნის დარტყმა, სქოულზის ხედვა, ბექემის ჩაწოდება და რონალდუს სისწრაფე აი ეს იყო დანკან ედვარდსი !!!
წეღან წავიკითხე ეს ინფო და აიი კიი ვერასდროს გავიგებთ უკვე ვინ იქნებოდა რო არ მომხდარიყო ეგ ტრაგედია მაგრამ ისე საუბრობენ მასზე რო შთაბეჭდილება მრჩება როგორც დღეს მესი და რონალდო არიან პელეს ეპოქაში მისი კონკურენტი მხოლოდ დანკანი იქნებოდა !! თქვენ რას ფიქრობთ?

მართლა წარმოუდგენელ ფეხბურთს ითამაშებდა:(((
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
12 თებერვალი 2019 11:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რამდენი ტალანტი დაიკარგა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top