თბილისი:
მანჩესტერი:
6-02-2019, 13:21
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2475,
კომენტარები: 7
მიუნხენის ტრაგედია: როგორ დაეხმარა "რეალ მადრიდი" "იუნაიტედს"
"რეალ მადრიდის" სამაგალითო საქციელი.
მიუნხენის ტრაგედია: როგორ დაეხმარა
ყველაფერი 1957 წლის აპრილში დაიწყო, როცა "რეალი" და "იუნაიტედი" ერთმანეთს "ჩემპიონთა თასის" ნახევარფინალში ხვდებოდნენ. "რეალმა" მაშინ ორმატჩიან დაპირისპირებაში ანგარიშით 5-3 იმარჯვა. ესპანეთში მატჩი "რეალის" გამარჯვებით 3-1 დასრულდა, "ოლდ ტრაფორდზე" კი საოცარი მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა. მაშინ სანტიაგო ბერნაბეუ "იუნაიტედის" ახალგაზრდა მოთამაშეების თამაშით აღტაცებული დარჩა და სერ მეტ ბასბის სამუშაო შესთავაზა, მაგრამ ბასბიმ უარი განაცხადა, რადგანაც მას ევროპულ არენაზე წარმატების მიღწევა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად სურდა.

10 თვის შემდეგ "იუნაიტედის" ეს ახალგაზრდული გუნდი ტრაგედიამ გაანადგურა. ავიაკატასტროფამ 8 ფეხბურთელის, 3 სამწვრთნელო შტაბის წევრის და 10 დანარჩენი მომსახურე პერსონალის სიცოცხლე შეიწირა. ისინი სახლში გამარჯვებულები ბრუნდებოდნენ...

3 თვის შემდეგ "იუნაიტედმა" ნახევარფინალში "მილანთან" წააგო საბოლოო ანგარიშით 3-2, მაგრამ "როსონერიმ" ფინალი უკვე "რეალ მადრიდთან" წააგო. ბერნაბეუმ ეს გამარჯვება "მანჩესტერ იუნაიტედს" მიუძღვნა და მაშინ "რეალმა" კიდეც შესთავაზა "იუნაიტედს" "ჩემპიონთა თასი", მაგრამ "იუნაიტედმა", რა თქმა უნდა, ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

უარის შემდეგ "რეალმა" "იუნაიტედს" იმ დროის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ალფრედო დი სტეფანო შესთავაზა უფასოდ 1 წლიანი იჯარით 1958-1959 წლების სეზონის ბოლომდე.

ბერნაბეუ გაესაუბრა ამის შესახებ დი სტეფანოს, როგორც ჟურნალისტი ლადენი (შეგახსენებთ, რომ ამ ჟურნალისტს გამოქვეყნებული აქვს წიგნი "რეალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ სახელწოდებით "ორი ქალაქის ისტორია: "მანჩესტერი" და "რეალი" 1957-1968 წლებში) იხსენებს: "მაშინ დი სტეფანო თანახმა იყო "იუნაიტედში" გადასვლაზე, კლუბები მის ხელფასს თანაბრად გადაიხდიდნენ, მაგრამ მაშინ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ დი სტეფანოს ეს ტრანსფერი დაბლოკა."

მაშინ მადრიდმა გადაწყვიტა დროშები და ბანერები გაეყიდა სახელწოდებით "უკვდავი ჩემპიონები", ხოლო შემოსული ფულით კი "იუნაიტედს" დახმარებოდა. მათ ასევე შესთავაზეს დაზარალებულებს მადრიდის საუკეთესო კლინიკებში მკურნალობა. გუნდებს შორის ბევრი საქველმოქმედო მატჩიც გაიმართა.
სტატიები
7 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
6 თებერვალი 2019 13:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დასაფასებელია ნამდვილად
2
№2
ავტორი: LASHQARA
6 თებერვალი 2019 14:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მათ გამარჯვებულებმა დატოვეს წუთისოფელი, ეს ძალიან მაგარია რადგან ბედნიერები იყვნენlove რაც შეეხება რეალს დასაფასებელი საქციელია, ასეთ ურთიერთ დამოკიდებულებაზე დგას ადამიანობა, სხვა დანარჩენი ცხოველებსაც შეუძლიათ და ხშირად უკეთაც love am
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
6 თებერვალი 2019 14:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
როგორი სხვანარი იყო მაშინ ადამიანური ურთიერთობები.მაგრამ ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია რა ნაგავიც იყო ისეთივე დარჩა
2
№4
ავტორი: giorgi_mg
6 თებერვალი 2019 16:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მადლობა მაშინდელ რეალს, ძალიან დასაფასებელია.
ასოციაცია ის დარჩა რაც იყო როგორც ჩანს...
0
№5
ავტორი: ikeoni
6 თებერვალი 2019 16:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Namdvilad dasafasebeli saqcieli
0
№6
ავტორი: temo-scholes
7 თებერვალი 2019 00:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Rac es gavige, ukve marto amitom agar minda rom.inglisis nakrebma rame shedegs miagwios... Magati asociaciis dedac...!!!
0
№7
ავტორი: giorgisamnidze99
7 თებერვალი 2019 02:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მალადეც რეალ მადრიდს დასაფასებელია ნადვილად კონკურენტს გაუწია ხელი დასახმარებლად ერთი დიდი გუნდი მეორე დიდ გუნდს ხელი გაუწოდა <3 <3 საღოლ და ინგლისი ასოციაცია იგივე ნაგავი დარჩა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top