თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2019, 19:32
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1903,
კომენტარები: 7
"არასდროს უნდა დაივიწყონ, რომ განსაკუთრებულები არიან"
ოლე გუნარის განცხადებით "იუნაიტედი" შემთხვევით არავის ყიდულობს.
ოლე გუნარ სოლსკიაერმა აღიარა, რომ ძალიან უყვარს ფეხბურთელებთან მუშაობა და მათი გაუმჯობესება. მისი მოსვლის შემდეგ კი გუნდში პოზიტიური ცვლილებები ცალსახაა.

"მე უბრალოდ ძალიან მიყვარს ფეხბურთელებთან მუშაობა, განსაკუთრებით მათთან, ვისაც გაუმჯობესება სურთ."

"მიყვარს მათთან საუბარი და მთთვის რჩევების მიცემა. მომწონს, როცა ვეხმარები. ჩემი აზრით, ეს არის მწრთვნელის მთავარი ამოცანა. ფეხბურთელები უფრო და უფრო უნდა გააუმჯობესო. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ესაა."

ოლე გუნარის "იუნაიტედი" კვლავ დაუმარცხებელია. "წითლები" ეცდებიან, რომ ეს სერია რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ოლეს განცხადებით, ძალიან უნდა, რომ ისეთი ფეხბურთელები ჰყავდეს გუნდში, რომლებიც პრობლემების თავად გადაჭრას შეძლებენ.

"აუცილებელია, რომ თამაშის გამარჯვების გზა იპოვნო. ეს ჩემზე, მაიკზე, კიერანსა და მაიკლზე არ არის. ამას წინასწარ ვერ განვუსაზღვრავთ."

"ყველა მატჩი განსხვავებულია. შეიძლება პირველი გოლი ჩვენ გავიტანოთ და ამის შემდეგ კიდევ უფრო განსხვავებულ თამაშს ვიხილავთ. შეიძლება პირველი გოლი მოწინააღმდეგე მხარემ გაიტანოს და კიდევ უფრო სხვა გამოწვევას დავუპირისპირდეთ. ასე რომ მე მჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად მიიღებენ თავისი გამოცდილებისა და შესაძლებლობების ხარჯზე."

"მე და მაიკი აქ იმისთვის მოვედით, რომ ფეხბურთელებს თავდაჯერებულობა შევმატოთ, რომ ვაგრძნობინოთ თავიანთი ძალა და საკუთარი თავის რწმენა დავუბრუნოთ."

"ისინი განსაკუთრებულები არიან და სწორედ ამიტომ არიან აქ. "მანჩესტერ იუნაიტედი" არასდროს იძენს ფეხბურთელს, რომელსაც რაიმე უნიკალური ან რაიმე "X ფაქტორის" მაგვარი არ აქვს."

"მათ არასდროს არ უნდა დაივიწყონ ვის ლოგოს ატარებენ გულით და რატომ ატარებენ ამ ლოგოს. მათ ყველამ დაიმსახურეს "იუნაიტედის" მაისურის ტარება, იმიტომ რომ განსაკუთრებულები არიან."


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: dybbuk
5 თებერვალი 2019 19:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
მაგარი დამმუხტველი საუბარი აქვს, ეს ინტერვიუებშიც ეტყობა და კამერებს მიღმა ფეხბურთელებზეც ფსიქოლოგიურად კარგად მუშაობს, ის ფაქტორიც იყო რომ ,,განსაკუთრებულის" გაგდების მერე აიშვეს ფეხბურთელებმა მაგრამ ვინ მისცა მათ ამის უფლება მოედანზე?! პასუხი მარტივია და ეს ოლე გუნარია და ეს ბოლო ფრაზა ძაან დასტოინად და ლამაზად ჟღერდა - მათ ყველამ დაიმსახურეს იუნაიტედის მაისურის ტარება, იმიტომ რომ განსაკუთრებულები არიან!!
0
№2
ავტორი: LASHQARA
5 თებერვალი 2019 20:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ბაზარი არაა ის ერთი პიტალო კი არა, მთელი გუნდია განსაკუთრებული love მანჩესტერი ერთი კაცი არასდროს ყოფილა და თუ ვინმე მწვრთნელებიდან განსაკუთრებული იყო ეს სერ ალექსია love am
0
№3
ავტორი: ikeoni
5 თებერვალი 2019 21:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ციტატა: LASHQARA
ბაზარი არაა ის ერთი პიტალო კი არა, მთელი გუნდია განსაკუთრებული love მანჩესტერი ერთი კაცი არასდროს ყოფილა და თუ ვინმე მწვრთნელებიდან განსაკუთრებული იყო ეს სერ ალექსია love am

100%
2
№4
ავტორი: gaga1987
5 თებერვალი 2019 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
რამაგარი მიდგომა აქვს. ეს კაცი განსაკუთრწბულად მომწონს. მაგრად მუხტავს ბიჭებს. ფულემთანაც ველოდები 3ქულას.
0
№5
ავტორი: WeAreUnited
6 თებერვალი 2019 09:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
რატომღაც მგონია რომ წელს ლიგას დადებს ეს კაცი აი რაღაცნაირად ვიცი რომ ეგრე იქნება არვიცი რატომ მაგრამ მჯერა და დატოვონ ეს კაცი მანჩესტერში სხვა თუ არაფერი ისეთ ინტერვიუებს წერს და ისეთი ისტორია გვაქვს ჩვენ და სოლსკიაერს რომ ზედმეტია რამეზე საუბარი ესეთი მწვრთნელი გვჭირდება და არა ვიღაცა პიტალო რომ გამოვა და აი გუნდი ვერ თამაშობს და მე რა ვქნაო ეხლა როგორ თამაშობს შე ჯიშ აძაღლებულო რომ ყველა თამაშას სუნთქვა შეკრული ვუყურებ და ვიცი რომ ბოლომდე შეაკვდებიან თუნდაც ვაგებდეთ ჯერ ბარნლისთან რა იყო სკამზე ვერ ვჩერდებოდი მაგის დედაც მიდი ოლე დადე ლიგა და აუ რა ძალიან ბედნიერი ვიქნები არ იცი შენ <3
0
№6
ავტორი: რეალისტი
6 თებერვალი 2019 11:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ბრავო, გუნარს ყველაფერს აკეთებს ეს კაცი გუნდისთვის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№7
ავტორი: SANDROGRIGA
6 თებერვალი 2019 14:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
,,ყველამ უნდა გაითავისოს რისთვის თამაშობს"
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top