თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2019, 17:10
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1663,
კომენტარები: 5
SkySports: "იუნაიტედმა" რეშფორდთან მოლაპარაკებები დაიწყო"
ახალი კონტრაქტი რეშფორდს თუ ძველი კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივება?
SkySports:
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მარკუს რეშფორდთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები დაიწყო. ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ 21 წლის ფორვარდი ბრწყინავს. მან "ლესტერის" წინააღმდეგ მეათე გოლი გაიტანა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში.

რეშფორდის ამჟამინდელ კომტრაქტს 2020 წელს გასდოს ვადა. "იუნაიტედი" კი ყველაფერსგააკეთებს ახალგაზრდა ინგლისელის შესანარჩუნებლად.

უარეს შემთხვევაში, "წითლები" კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებას შეეცდებიან. თუმცა "იუნაიტედს" ეს არ აკმაყოფილებს და ინგლისელთან გრძელვადიანი კონტრაქტი სურს.

მოურინიოს დროს რეშფორდი სტატისტიკურად პრემიერ ლიგის ყოველ მეორე მატჩს თამაშობდა, ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ კი ახალგაზრდა ფორვარდმა რვავე პრემიერ ლიგის მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. საერთო ჯამში კი ექვსი გოლის გატანა მოახერხა.

რეშფორდმა "იუნაიტედის" აკადემია გაიარა. მისი პირველი დებიუტი კლუბში 2016 წელს შედგა. "ლესტერთან" გოლით კი მისი პრემიერ ლიგის მეასე მატჩი აღნიშნა.

"იუნაიტედმა" ბოლო რვა პრემიერ ლიგის მატჩიდან შვიდში გამარჯვება მოახერხა და "წითლები" ოთხეულს საგრძნობლად მიუახლოვდნენ. "ჩელსი" "იუნაიტედს" მხოლოდ ორი ქულით უსწრებს.

გარდა ამისა, რეშფორდი ინგლისის ნაკრებისთვისაც მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა. მან სანაკრებო მატჩებიდან ოთხივე მატჩი ჩაატარა.

წყარო: SkySports
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
5 თებერვალი 2019 21:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Rac sheidzleba male da bevri xvewnis gareshe oles tqmis ar iyos ramxela pativia roca manchsteris maikis chacmis girsi xdebi...oqros bichi didi xnit unda darches❤️
0
№2
ავტორი: LASHQARA
5 თებერვალი 2019 22:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მარკუსის გაბედულება და სითამამე ძალიან მაგრად მომწონს, მოედანზე თავდაჯერებულია და კიდევ უფრო სანახაობრივს ხდის მანჩესტერის თამაშებს love მან "ლესტერის" წინააღმდეგ მეათე გოლი გაიტანა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში. მეათე თუ მეცხრე? winked
0
№3
ავტორი: WeAreUnited
6 თებერვალი 2019 09:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ჩვენი ბიჭია და ამის გაშვებაზე ლაპარაკი ზედმეტია ამაზე
0
№4
ავტორი: რეალისტი
6 თებერვალი 2019 11:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
გაუხანგრძლივეთ აუცილებლად.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№5
ავტორი: SANDROGRIGA
6 თებერვალი 2019 14:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ორი აზრი არაა რო გაუხანგრძლივებენ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top