თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2019, 10:42
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2368,
კომენტარები: 6
"ვუნდერკინდი განვითარებას არ წყვეტს"
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
მოგესალმებით ყველას,

კალენდარს თვალი გადავავლე და ბლოგის წერა დავიწყე. მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელიც შორეულ პერსპექტივებზე ფიქრობს, თუმცა ეს შემთხვევა გამორჩეულია. ამაღელვებელი და რთული კვირა გველის. თვე კარგად დავიწყეთ - "ლესტერს" სამი ქულა წავართვით. ყველა გუნფი ამტკიცებს, რომ პრემიერ ლიგაში მარტივი არცერთი მატჩი არ იქნება. ეს "ბარნლისთან" კარგად დავინახეთ, ისევე როგორც "ლესტერთან". მარტივი არცერთი მატჩი არ გამოდგა. რაც შეეხება ბოლო თამაშს, ყველამ ვიცით, რომ ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი არ იყო, თუმცა ბედნიერები ვართ, რომ მოგებების სერია განვაახლეთ და ჩვენი საოცარი სტარტი განვაგრძეთ. ცხრილში ზემოთ გადანაცვლება მოვახერხეთ, თუმცა მეტი გვსურს. ქულების მოპოვება უნდა განვაგრძოთ და ოთხეულში აუცილებლად შევიდეთ. ვიცით, რომ მარტივი არ იქნება, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ და ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ. აუცილებლად უნდა ვისაუბრო "ლესტერთან" გატანილ გოლზე. საოცარი პასი პოლისგან და მარკუსიის ბრწყინვალე დასასრული. მხოლოდ შეხება ნახევარ გოლად ღირდა. ვუნდერკინდი სვლას არ წყვეტს, სიგიჟეებს ჩადის.

სანამ ბლოგის წერას დავასრულებ, მინდა, რომ ჩემს მეგობარს, ფელაინს, ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო. ერთად ბევრი სეზონი ჩავატარეთ. ის შესანიშნავი ბიჭია. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ, მარუან.

ვიმედოვნებ, რომ ყველას შესანიშნავი კვირა გექნებათ. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის.
გეხვევით,

"ვუნდერკინდი განვითარებას არ წყვეტს"
ხუანი.
მატას ბლოგი
6 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
5 თებერვალი 2019 12:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მევედიიიიიი love wink


როგორ მომნატრებია ჩემი კომენტარები winked
3
№2
ავტორი: SANDROGRIGA
5 თებერვალი 2019 13:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
კარგი ფეხბურთელი და უბრალოდ კარგი ადამიანი - ხუამ მატა wink
0
№3
ავტორი: giorgisamnidze99
5 თებერვალი 2019 16:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მაგარი კაცი ხარ მატიკო მაგარი ადამიანი და მაგარი ჯელნტმენი ტიპი ხარ აბა თქვენ იცით და თებერვლის თვეში გაგვაოცეთ და მოიგეთ ყველა თამაში... პესეჟე გავხიოთ უნდა ოლდზე 2-0 კარგი იქნება და გასულებიც ვიქნებით მერე ჩელსი გამოვთიშოთ ფა ქაფიდან და ლივერპული უკომენტაროთ დავთხრიშოთ უნდა ჩვენვე სტადიონზე და ოლეს ხუთ წლიანიც უნდა დაუდონ
0
№4
ავტორი: stepno
5 თებერვალი 2019 18:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ხუანი უბრალოდ ხუანია love
0
№5
ავტორი: ikeoni
5 თებერვალი 2019 21:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
Rogor miyvars Es adamiani❤️
0
№6
ავტორი: levionok
6 თებერვალი 2019 00:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ისე მარუანმა გამოსამშვიდობებლად არაფერი რო არ თქვა ეგ რა წესია თუ მე გამომრჩა რამე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top