თბილისი:
მანჩესტერი:
3-02-2019, 21:32
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2337,
კომენტარები: 10
ოლე: "უკეთესად თამაში შეგვიძლია, უბრალოდ თავი უნდა დავზოგოთ"
ოლე გუნარი ფეხბურთელებზე, გულშემატკივარსა და დღევანდელ თამაშზე დეტალურად საუბრობს.
ოლე:
ოლე გუნარ სოლსკიაერმა თავისი გუნდი შეაქო. შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედმა" ზედიზედ მეხუთე გასვლითი მატჩი მოიგო. სოლსკიაერმა დღევანდელ მატჩსა და ბიჭებზე დეტალურად ისაუბრა.

ვცდილობთ, რომ ზედმეტად არ დავიტვირთოთ.
"ვიცით, რომ უკეთ შეგვიძლია თამაში, თუმცა ფანტასტიკურ ფეხბურთს ყოველ მატჩში ვერ ითამაშებ. დღეს შეგვეძლო, რომ თამაში ბევრად უფრო კარგად გაგვეკონტროლებინა, თუმცა თავი ძალიან არ დაგვიტვირთავს და ყველა ბურთისთვის არ ვიბრძოდით. ვუფრთხილდებით საკუთარ თავს და საზღვრებს ვიცავთ. ძალიან კარგად ვითამაშეთ თავდაცვაშიც, ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნო."

ძლიერი კომბინაცია.
"პოლი და მარკუსი უფრო და უფრო კარგად იცნობენ ერთმანეთს ტაქტიკურად და თამაშის მხრივ. ისინი საოცარ რამეებს ქმნიან და შექმნიან მომავალშიც. უმშვენიერესი პასი და კიდევ უფრო ლამაზი დასასრული. საოცარი კომბინაცია იყო. ვუთხარი, რომ ფეხებში დაერტყა, რადგან შმეიხელი ასე გოლს ხშირად უშვებს, მაგრამ საწუწუნო არაფერი მაქვს, დიდებულად დაასრულა პოლის ასისტი და ლამაზი ბურთიც შემოგვთავაზა."

პოლი ფანტასტიკურია.
"ვფიქრობ, რომ როცა ამ თამაშებს გადახედავს, იტყვის რომ სწორ გზას ადგას. პოლი ფანტასტიკური ნახევარმცველია და მას ყოველთვის შეუძლია გაუმჯობესება. საბედნიეროდ, ის ერთე-ერთი იმათგანია, ვინც ერთ ადგილზე არასდროს ჩერდება და ყოველთვის რაღაც ახლის შექმნას ცდილობს. ის თავადვე გადახედავს ამ თამაშს და აღიქვამს რისი გაკეთება შეეძლო გაცილებით უკეთ. მან თითქმის ყველა თამაშის ყველა წუთი ითამაშა. ასე რომ ძალების მოსაკრებად დრო დასჭირდება."

ალექსისი უმჯობესდება.
"ვფიქრობ, მან კარგად ითამაშა, მაგრამ ჩვენ თამაში უნდა შეგვეცვალა. მან თავდაცვაშიც ძალიან კარგად ითამაშა. მისთვის შანსები არასდროს შეგვიქმნია, მაგრამ ის ნელ-ნელა მოდის, ვითარდება და ძალიან ბევრს ვარჯიშობს. მალე ძალიან მაგარ შედეგს გვაჩვენებს."

მშრალად შენახული კარის მნიშვნელობა.
"როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ზღვარს ვინარჩუნებთ. რამდენიმემ ცხვირი, მუხლები და ფეხები დაიზიანა. ძალიან ბევრი იბრძოლეს სამი ქულის მოსაპოვებლად. ვფიქრობ, რომ გამარჯვებასაც ვიმსახურებთ და პატივისცემასაც. ჩვენ მეორე ტაიმში უბრალოდ ტემპი შევაჩერეთ. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან კარგად დავიცავით თავი. ერიკი და ვიქტორი ფანტასტიკურები იყვნენ და, რა თქმა უნდა, დავიდი... მასზე აღარაფერს ვამბობ."

"თუ კარი მშრალად გაქვს შენახული, ბევრად უფრო მშვიდად ხარ, უფრო ორგანიზებულად თამაშობ, უტევ და მატჩის მოგების შანსიც მეტია. ჩვენ გვყავს მეკარე, რომელიც ჩვენი მხსნელია, ჩვენ გვყავს ოთხი მცველი, რომლებიც გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებენ და რამდენიმე ნახევარმცველი, რომლებიც მოედნის ცენტრში ძალიან კარგად ბლოკავენ ბურთს. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო საყურებელი იყო დღევანდელი მატჩი და განწყობაც ძალიან მომეწონა."

ბევრი ჯარიმა.
"ბუნებრივია, რომ ეს ასე ხდება. ეს ფეხბურთია და ბუნებრივია, რომ იქნება ჯარიმები. იმიტომ რომ სამი ქულისთვის იბრძვი და ყველაფერს წირავ ამისთვის. ვფიქრობ, დღეს ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი გაწირეს რისი გაწირვაც შეიძლებოდა."

ბიჭების განწყობა.
"სამმა ქულამ ბიჭებს განწყობა უნდა აუმაღლოს და თავდაჯერებულობა შემატოს. ისინი 100%-ით ბედნიერები არ არიან თამაშის ხარისხით, რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ თავადაც ვიცით, რომ უკეთ თამაში შეგვიძლია."

გულშემატკივრების გვერდში დგომა.
"აუცილებლად მინდა, რომ თითოეულ მათგანს ვუთხრა თუ რამდენად შესანიშნავნი არიან ისინი. ფანტასტიკური გრძნობაა მათი სიმღერის მოსმენა. ისინი გუნდს ძალიან ეხმარებიან. ჩვენი გულშემატკივრები მსოფლიოში ყოველთვის საუკეთესოები იყვნენ და ისინი იმსახურებენ რომ სახლში ჩვენგან მადლობის თქმის შემდეგ დაბრუნდნენ. ჩვენგან ყველასგან, ჩემგან, ფეხბურთელებისგან, სამუშაო პერსონალისა და სამწრთვნელო შტაბისგან. ძალიან, ძალიან დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის."


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
3 თებერვალი 2019 21:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ოლე გუნარ ჩვენ ვმაყობთ შენით ჯერ კიდევ 1999 წლის ფინალიდან love am
2
№2
ავტორი: ikeoni
3 თებერვალი 2019 22:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Yvela molodins gadaacharba am kacma ❤️
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
3 თებერვალი 2019 23:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შემდეგი ფულემია და მერე უკვე პესეჟეს უნდა დავხვდეთ ისე როგორც საჭიროა
0
№4
ავტორი: solskjaer
3 თებერვალი 2019 23:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
კარგია თუ ძალები დაიზოგა, ამბობს რო არ ითამაშა გუნდმა კარგად და ესეც კარგია. ამის ადგილას მაურინიოს ქება დიდებას დაიწყებდა რა მაგრად ითამაშა გუნდმა. პროგრესი სახეზეა და რესურსიც ფაქტია რო გვაქვს ყველაფერზე გავიწიოთ რაც შეიძლება. დღეს გულშემატკივრბეი ძალიან მაგრები იყვნენ
2O Times 2O times man united კარგი მოსასმენი იყო..
1
№5
ავტორი: bziki
4 თებერვალი 2019 04:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
წინა ხაზში არაფერი გვიჭირს როტაციასა მოვახერხებთ,ნახევარდაცვაა საქმე დასვენება მოუწევს მატიჩს და პოგბას
რამდენიმე ცვლილებას გააკეთებს უეჭველი,შეიძლება 6-7 ცვლილებაც დალო,ფრედი,მაკტომინეი,პერეირა,მატა,მარსიალი,ლუკაკუ არი ხალხი საკმარისი რო ფულემთან დაისვენოს ძირითადმა ბირთვმა

სანჩესი უნდა დატოვოს წინა ხაზიდან მარტო ჭირდება სათამაშო დრო 9 იანზე შეწიოს და მარსიალი-ლუკაკუ აქეთ იქიდან,ნახევარდაცვას როგორ როტაციას შეახებს კაცი ვერ გაიგებს
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
4 თებერვალი 2019 07:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: bziki
წინა ხაზში არაფერი გვიჭირს როტაციასა მოვახერხებთ,ნახევარდაცვაა საქმე დასვენება მოუწევს მატიჩს და პოგბას
რამდენიმე ცვლილებას გააკეთებს უეჭველი,შეიძლება 6-7 ცვლილებაც დალო,ფრედი,მაკტომინეი,პერეირა,მატა,მარსიალი,ლუკაკუ არი ხალხი საკმარისი რო ფულემთან დაისვენოს ძირითადმა ბირთვმა

სანჩესი უნდა დატოვოს წინა ხაზიდან მარტო ჭირდება სათამაშო დრო 9 იანზე შეწიოს და მარსიალი-ლუკაკუ აქეთ იქიდან,ნახევარდაცვას როგორ როტაციას შეახებს კაცი ვერ გაიგებს

ნახევარდაცვა დიდი პრობლემაა ზოგადად ჩვენთვის.არც როტაციის საშუალება გვაქვს და არც ძირიფადის ბირთვი ბრწყინავს
0
№7
ავტორი: bziki
4 თებერვალი 2019 08:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Dato kutaisi

ხოო,ნახევარ დაცვაში რთული სიტუაციაა მარა მთავარია ჩვენ რას ველით და მწვრთნელი რას ავალებს,
ხავიესტასავით ან თუნდაც სილვა-დებრუინივით ვერ დაიჭერენ ბურთს მაგრამ საქმე ისაა რო არც ავალებს ოლე ბურთის დაჭერას, თორე საკმარისი კლასი აქვთ პოგბა-მატიჩს ბურთი დაიჭირონ,ამ დაცვით და ამ შემტევებით იგივე ერერათი შეუძლებელია ბურთის ფლობაზე აქცენტის გაკეთება. რეში,მარსიალი და ლინგარდიც კონტრებზე უფრო სახიფათოები არიან,პლიუს ეს დაცვა:D კი საბოლოო ჯამშე ისე ჩანს რო ნახევარდაცვას ევალება ბურთის კონროლი მარა არაა ეგრე,გვარდიოლამ რაც გააკეთა სიტიში პირველი ტექნიკური მცველები მიიყვა არადა კომპანი,ოტამენდი ყავდა,პლიუს შემტევები არც რეშს არც მარსიალს არ აქვთ ჯერ იმხელა კლასი რო პოზიციურ შეტევებში ბურთის გორაობით დომინანტები იყვნენ ორივე სივრცის კაცია გამქცევი ლინგარდიც მაგ კატეგორიაშია
მარტო ნახევარდაცვა რას დაიჭერს ბურთს

ოლეს სტილიც(ფერგის სტილი) ეგაა კონტ შეტევა,ბოლო რამდენიმე წელი ვიდიჩი-ფერდინადნის პირობებში კი ვაგორავებდით ხოლმე ეგეც სუსტებთან,მთლიანობაში ფერგისაც არ უყვარდა პოზიციური,ნელი შეტევა
1
№8
ავტორი: stepno
4 თებერვალი 2019 08:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ვახ ეს მართლა ოქროს ბიჭუნაა რაა love love რა კარგად საუბრობს. ჟოზეს ინტერვიუებს აღარ ვკითხულობდი გული მერეოდა ხოლმე. ამ თამაშზე იტყოდა რომ საოცრად ითამაშეს და უამრავი მომენტი შექმნეს ეგ უნამუსო კაცი :D ოლეე გენაცვალეე რაა დიდი იმედი მაქ შენი
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
4 თებერვალი 2019 10:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: bziki
Dato kutaisi

ხოო,ნახევარ დაცვაში რთული სიტუაციაა მარა მთავარია ჩვენ რას ველით და მწვრთნელი რას ავალებს,
ხავიესტასავით ან თუნდაც სილვა-დებრუინივით ვერ დაიჭერენ ბურთს მაგრამ საქმე ისაა რო არც ავალებს ოლე ბურთის დაჭერას, თორე საკმარისი კლასი აქვთ პოგბა-მატიჩს ბურთი დაიჭირონ,ამ დაცვით და ამ შემტევებით იგივე ერერათი შეუძლებელია ბურთის ფლობაზე აქცენტის გაკეთება. რეში,მარსიალი და ლინგარდიც კონტრებზე უფრო სახიფათოები არიან,პლიუს ეს დაცვა:D კი საბოლოო ჯამშე ისე ჩანს რო ნახევარდაცვას ევალება ბურთის კონროლი მარა არაა ეგრე,გვარდიოლამ რაც გააკეთა სიტიში პირველი ტექნიკური მცველები მიიყვა არადა კომპანი,ოტამენდი ყავდა,პლიუს შემტევები არც რეშს არც მარსიალს არ აქვთ ჯერ იმხელა კლასი რო პოზიციურ შეტევებში ბურთის გორაობით დომინანტები იყვნენ ორივე სივრცის კაცია გამქცევი ლინგარდიც მაგ კატეგორიაშია
მარტო ნახევარდაცვა რას დაიჭერს ბურთს

ოლეს სტილიც(ფერგის სტილი) ეგაა კონტ შეტევა,ბოლო რამდენიმე წელი ვიდიჩი-ფერდინადნის პირობებში კი ვაგორავებდით ხოლმე ეგეც სუსტებთან,მთლიანობაში ფერგისაც არ უყვარდა პოზიციური,ნელი შეტევა

გეთანხმები ყველაფერში, მაგრამ რაც ბოლო თამაშებში დავაკვირდი პირველი თამაშებიდან განსხვავებით მაღალ პრესინგს უმეტესად აღარ მივმართავთ.ნახევარდაცვასთან მიმართებაში მთავარი პრობლემა არის ის რომ ძაან ღრმად ვზივართ ბოლო თამაშებია ტოტედან მოყოლებული.არადა პირველ თამაშებში არ იყო ასე.შეიძლება გადაღლის ბრალია ან ზოგავენ ენერგიას მაგრამ ასე უკან ჩამჯდარზე დენთის კასრზე ზიხარ შეიძლება ვეღარც გამოასწორო ხომ გოლი რომ გაგივიდეს მაშინ უკვე დომინანტობა გიწევს რომ მეტი გაიტანო.მთავარი რაც პრობლემად მიმაჩნია და ამას ოლეც ამბობს არის რომ 1 გოლზე უკვე უკან ვჯდებით და ველოდებით მომენტს.არადა პირველი 20 წუთი რაც იყო გუშინ იყო იდეალური.ან უნდა გაიტანო თავიდანვე და მერე დაიხიე უკან და მომენტს დაელოდე თორე პსჟსთან მაგალითად ახლა ლესტერის ადგილზე მეტის რეალიზებას რომ შეძლებს თუნდაც ტოტენჰემთან შედარებით ხომ ხვდები არა?ხოდა ახლა ამას რომ ვწერ შეიძლება კრიტიკად გამომდის მაგრამ უბრალოდ მეჩვენება რომ კოკა სულ არ მოიტანს წყალს.ასე უკან ჩაჯდომა თუნდაც ლესტერთან ვერაა მთლად სწორი
0
№10
ავტორი: bziki
4 თებერვალი 2019 11:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Dato kutaisi
[ პასუხი ]
კი ეგრეა თავიდან ინერციით იარეს ბევრად მეტს მოძრაობდნენ,მაგ ტემპით შეუძლებელია ესეთ კალედარში თამაში,ან ბურთი უნდა გეჭიროს ან უკან უნდა იდგე სხვა გზა არაა მაღალ პრესინგში კვირაში ორ თამაშს ვერ გაქაჩვ.
მცველების პრობლემაა პასს ვერ აკეთებენ შეშინებულები არიან ჟოზესს აჩრდილიც აქაა ჯერ ისევ,შემტევებიც დაუღვინებლები
ფერგი იძახდა არ ვგიჟდები 1-0ბზე მარა სხვა გზა არაა აუცილებელიაო,ბარნლი-ლესტერი-ფულემი ესე უნდა გაგვევლო ისეთი იგრები მოდის ენერგია დაგვჭირდება უეჭველი
ეხლა რაც ხდება ძალიან უკან დაწეული ხაზი დაცვის ბრალია თავიდან ბოლომდე არც ტაქტიკის და არც სხვა არაფრის
აკადემიურ სტილს მცველი ჭირდება ბურთი საზამთრო რო არ გონია ეგეთი,აგერ იუვეს კიელინი-ბონუჩი დაემტვრა და სოფლის გუნდათ გადაიქცნენ,ან ვანდაიკის დამატების მერე კლოპიც პრაგმატულ-აკადემიურ სტილზე გადავიდა.
შეტევა კი არა დაცვა უნდა გამართო ჯერ შემტევს იშოვი ტექნიკური ბავშვების მეტი რაა ვენგერი 5 ბავშს პოულობდა ეგრევე,მცველის პოვნაა რთული ამბავი ისეთი პოზიციაა ტვინი თუ არ გაქ თამაშს წინასწარ ვერ კითხულობ ვერ მოგამატებინებს ტრენერი ვერანაირად,ავტობუსის შოფერმაც ვერ შეძლო მცველის პოვნა ბაზარზე არ იყო ტოპ მცველი ბავშვებზე უწევდა აქცენტის გაკეთება
ამ ზაფხულს 6-7 მცველი გავა ბაზარზე დაჟე არჩევანი იქნება ორი ცენტრ მცველი გვინდა უეჭველი,კულიბალში 100 ზე მეტის გადახდა რო მოუწიოთ უნდა გადაიხადონ,მანოლასებით ისევ ოთხეულში ვიბუქსავებთ ტოპ დონეა მოსაყვანი რო გვარდიოლა-კლოპს ეჭიდაო შკრინიარი-მილენკოვიჩებით,მილიტაოებით შედეგს კი ნახავ მარა საჩემპიონო შედეგს ვერა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top