თბილისი:
მანჩესტერი:
3-02-2019, 21:03
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1836,
კომენტარები: 4
რეშფორდი: "ფორვარდის ყველა პოზიციაზე უნდა შევძლო თამაში"
მარკუს რეშფორდი პოლ პოგბასა და მატჩის შესახებ.
რეშფორდი:
მარკუს რეშფორდმა დღეს პრემიერ ლიგაში მეასე მატჩი ჩაატარა. მეცხრე წუთზე გატანილი ბურთით კი დღევანდელი დღე აღნიშნა. მარკუს რეშფორდმა დღევანდელ ფეხბურთსა და მის შესაძლებლობებზე ისაუბრა:

"არ ვფიქრობ, რომ ვინმე იმის ოცნებაში იზრდება, რომ მხოლოდ დამრტყმელი იყოს. ვფიქრობ, რომ თამაში დღევანდელ დღეს შეცვლილია. მინდა, რომ მთლიანი შეტევა მოვიცვა და ვითამაშო ორივე ფლანგზე და ათიანის პოზიციაზეც. ვითამაშო იქ, სადაც გუნდს დასჭირდება. ამ მომენტამდე ჩემი კარიერა ამის გაკეთების საშუალებას მაძლევს და ამის მადლიერი ვარ."

"განსხვავებული თამაში იყო. სხვადასხვა გამოწვევა დაგვხვდა წინ და მოგება არც ისე მარტივი იყო, ასე რომ მოპოვებული სამი ქულით ძალიან ბედნიერები ვართ."

"გამარჯვების შეგრძნებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ჩვენ მხოლოდ ამით არ დავკმაყოფილდებით და მუდმივად ვეცდებით, რომ განვვითარდეთ. ჩვენ აუცილებალდ უნდა წავსულიყავით წინ და ეს დღეს გავაკეთეთ."

რეშფორდმა ასევე პოლ პოგბას ბრწყინვალე ასისტსა და სზოგადად ფრანგის თამაშებზე ისაუბრა:

"ვფიქრობ, რომ დრო და დრო ისეთ შესაძლებლობებს ქმნის გუნდისთვის, რომელიც წინ წაგვწევს და სწორედ ეს გვინდა მისგან. ის აუცილებლად შეგვიქმნის მომენტებს, გოლების გატანა კი მარტივი საქმეა. ჩვენც უნდა გავუმჯობესდეთ მასთან ერთად, მეტი ვიმუშავოთ და იმედია, რომ ყველა ერთად მეტის გატანას შევძლებთ."

"ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე ვახდენთ კონცეტრირებას. ვცდილობთ, რომ უფრო და უფრო გავუმჯობესდეთ მოვიგოთ რაც შეიძლება მეტი მატჩი, გავიტანოთ რაც შეიძლება მეტი გოლი და მერე ვნახოთ სად ვიქნებით და როგორ დავასრულებთ სეზონს."


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
3 თებერვალი 2019 21:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უმატებს მარკუსი მარა მომენტების რეალიზებაში მაინც უჭირს
0
№2
ავტორი: ikeoni
3 თებერვალი 2019 22:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Midi reshi magari momavali gaqvs Shen ❤️
0
№3
ავტორი: 10Rooney
3 თებერვალი 2019 23:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
შრეკი მარტო მე გამახსენდა
0
№4
ავტორი: stepno
4 თებერვალი 2019 08:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ამას რომ ძალიან მაგარი მომავალიაქ მაგაზე არავინ აღარ დაობს. love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top