თბილისი:
მანჩესტერი:
3-02-2019, 18:54
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1645,
კომენტარები: 7
რეშფორდის მორიგი მიღწევა
დღევანდელი მატჩი ახალგაზრდა ინგლისელისთვის საიუბილეო გამოდგა.
რეშფორდის მორიგი მიღწევა
პრემიერ ლიგის 25-ე ტურში "ლესტერ სიტიმ" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა, რაც მარკუს რეშფორდისთვის პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ მატჩებში რიგით მე-100 გამოდგა.

ამ მაჩვენებლით რეშფორდი "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელად იქცა (21 წლის და 95 დღის), რომელმაც პრემიერ ლიგაში 100 შეხვედრა ჩაატარა.

რეკორდი ლეგენდარულ რაიან გიგზს ეკუთვნის, რომელიც მან 1993 წლის დეკემბერში დაამყარა. ამ დროს ლეგენდარული უელსელის ასაკი 21 წელი და 74 დღე იყო.

საიუბილეო მატჩი გოლით აღნიშნა. ინგლისელმა პოგბას გადაცემით ისარგებლა და გუნდის დაწინაურება მოახერხა, რაც საბოლოოდ გადამწყვეტი გამოდგა. ახალგაზრდა შემტევმა პრემიერ ლიგის 100 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც რეშფორდის დებიუტი შედგა პრემიერ ლიგაში, "იუნაიტედის" ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი.
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ROI
3 თებერვალი 2019 19:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
Sagool reshis da iunaiteds gilocavt dzmebooo:*
0
№2
ავტორი: ikeoni
3 თებერვალი 2019 19:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Gilocavt yvelas da vulocav am oqros bichs am warmatebas.. win kide araerti warmateba elodeba❤️
0
№3
ავტორი: M.Rashford
3 თებერვალი 2019 20:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
ლესტერი თავს იკლავს სულ კაი გუნდებთან. ეს დიდი გამარჯვება იყო, არ დაგავიწყდეთ ლესტერის შედეგები ბოლო პერიოდში ევერტონთან გასვლაზე მოგება, ლივერპულთან ფრე გასვლაზე, ჩელსისთან და სიტისთან სახლში მოგება. ასე რომ ამ მატჩის შემხედვარე პესეჟესთან დიდი გული მომეცა რომ ლიგაზე აუცილებლად მოვიგებთ. ლუკაკუ და მარსიალი აკლია გუნდს და იმედია მანამდე ფორმაშიც შევლენ, მარსიალი განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა რა ქრეატივიცაა... გუნდს სჭირდება ეგეთი ინდივიდუალისტი და სწრაფი ვინგერი
1
№4
ავტორი: LASHQARA
3 თებერვალი 2019 20:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
სულზე მოუსწრო ოლეგამ თორემ კლავდა ჟოზე ყველაფერს რეშფორდში და არა მარტო, თავისუფლად მოთამაშე ფეხბურთელია თამამი გადაწყვეტილებებით, ეგ ხიბლი აქ ამ ფეხბურთელს, მოუმატებს და ბევრს მიაღწევს... love am
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
3 თებერვალი 2019 21:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ისე 26 გოლი რო საუკეთესო იქნება რა დღეშია გუნდი ჩანს...
0
№6
ავტორი: LASHQARA
3 თებერვალი 2019 21:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ციტატა: SANDROGRIGA
ისე 26 გოლი რო საუკეთესო იქნება რა დღეშია გუნდი ჩანს...

რუნის მეტი არ ააქ გატანილი მაგ ასაკში>? ეს უბრალოდ როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელი რომელმაც 100 მატჩი ჩაატარა ისე გახდა საუკეთესო გიგზის შემდეგ...
0
№7
ავტორი: stepno
4 თებერვალი 2019 08:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მარკუუუს love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top