თბილისი:
მანჩესტერი:
3-02-2019, 11:50
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1648,
კომენტარები: 3
ოლე: "იმ მომენტში გავიფიქრე, რომ ამას აუცილებლად შევძლებდით"
ოლე გუნარი მატჩის წინ.
ოლე:
ოლე გუნარ სოლსკიაერმა "ლესტერთან" გასამართი მატჩის წინ ინტერვიუ მისცა. ნორვეგიელმა, ძირითადად, გუნდის მებრძოლ სულზე ისაუბრა.

-რამდენად ამაყობდით იმ მებრძოლი სულით, რომელიც თქვენმა ფეხბურთელებმა გამოიჩინის "ბარნლის" წინააღმდეგ?
-ეს ფანტასტიკური იყო და ძველი დროის გახსენებას ჰგავდა. სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდით, ხალხი ფეხბურთელებს მოტივაციას მატებდა, ფეხბურთელებიც შესაბამისად პასუხობდნენ. როცა გგონია, რომ პენალტი აიღე და კიდევ ათი წუთი გრჩება და ამ დროს მსაჯი პენალტის ნაცვლად ჯარიმას ნიშნავს, ყველა ჩერდება და საშინელი შეგრძნება გეუფლება. თუმცა არ გავჩერდით და კიდევ ერთი დამსახურებული პენალტი ავიღეთ და კიდევ სამი წუთი გვრჩებოდა. სწორედ ამ დროს გავიფიქრე: "დიახ, ჩვენ ამას შევძლებთ". ფანტასტიკური განწყობა ვაჩვენეთ და ცოტათი იმედგაცრუებულებიც დავრჩით იმით, რომ ვერ გავიმარჯვეთ. ფეხბურთელები გასახდელში ძალიან ცუდად გრძნობდნენ თავს, მაგრამ მე უბრალოდ მივედი და ვუთხარი: "თუ ყველა თამაშს ასე ითამაშებთ და დაასრულებთ, მენდეთ, გულშემატკივრები კმაყოფილები იქნებიდან, თქვენ ბრწყინვალენი იყავით!"

-როგორც აღნიშნეთ, გულშემატკივრები ფანტასტიკურები იყვნენ. ვფიქრობ, სამშაბათს ნამდვილი "ოლდ ტრაფორდი" იყო ჩვენ წინაშე...
-დიახ, ჩვენ უბრალოდ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს თავს ამ სიტუაციაში ბევრჯერ არ ჩავიგდებთ, თუმცა ეს ხომ ყოველთვის გვიყვარდა, ქულების მოპოვება რთული და ლამაზი გზებით. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

-როგორ ფორმაშია გუნდი?
-ვფიქრობდი, რომ პოლ პოგბას ამოღება მომიწევდა, რადგან "ბარნლის" მიერ გატანილი მეორე გოლის შემდეგ ის დაეცა. შემდგომ დარბოდა და ვიფიქრე, რომ კარგად იყო. თუმცა მას შემდეგ არ გვივარჯიშია, უბრალოდ გამოჯანმრთელებას და ძალების აღდგენას ვცდილობდით. იმედი მაქვს, რომ ის და ენტონი მარსიალი კვირის მატჩისთვის მზად იქნებიან. ვფიქრობ, ძლიერად გამოვიყურებით. როხო კვლავ ტრავმირებულია, თუმცა მსუბუქი ვარჯიშები დაიწყო, ვფიქრობ, რომ უკვე გვირაბის ბოლოს სინათლეს ხედავს (იღიმის). ვფიქრობ, ვარჯიშის რამდენიმე ნაწილს ჩვენთან ერთად შეასრულებს და ეს ფსიქოლოგიურადაც გააძლიერებს."

-კვირის განმავლობაში საშინელ ამინდთან გიწევდათ გამკლავება, შესაბამისად, მგონია, რომ ვარჯიშები მარტივი ჩასატარებელი არ იქნებოდა...
-არა, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან ბევრი მატჩი ჩავატარეთ და უკვე ორი დღეა გამოჯანმრთელებასა და ძალების აღდგენას ვცდილობთ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი კარგ ადგილამდე მიგვიყვანს, რადგან "ლესტერის" წინააღმდეგ ენერგია ნამდვილად გვჭირდება. ეს გუნდი სისწრაფითა და ენერგიით სავსეა, ბევრ კონტრშეტევას გააკეთებენ, რაც არც ისე მარტივი მოსაგერიებელი იქნება. ჩვენ ცოტათი უფრო სწრაფები უნდა ვიყოთ, იმაზე უფრო სწრაფები ვიდრე "ბარნლისთან". კარგად ვფლობდით ბურთს და არც ხშირად ვკარგავდით, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აუცილებელი არ იყო ამ ყველაფრის ბოლო ათ წუთში გაკეთება, შეგვეძლო ეს გაცილებით უფრო ადრე დაგვეწყო.


წყარო:ManUtd.com
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
3 თებერვალი 2019 12:39
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
აუცილებლად მოსაგები თამაშია. დიდი ალბათობით გაგვიტანენ ისეთი ჯონსი გვყავს დაცვაში )) სმოლინგს ვიხილავდი დროა უკვე, ან ლინდელოფი ბაიის წყვილის დაყენება ბევრად დამამშვიდებს ვიდრე ჯონსის მოედანზე ფაფხური და ილუზიონისტის ილეთების კეთება.
1
№2
ავტორი: ikeoni
3 თებერვალი 2019 12:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ციტატა: Svani
აუცილებლად მოსაგები თამაშია. დიდი ალბათობით გაგვიტანენ ისეთი ჯონსი გვყავს დაცვაში )) სმოლინგს ვიხილავდი დროა უკვე, ან ლინდელოფი ბაიის წყვილის დაყენება ბევრად დამამშვიდებს ვიდრე ჯონსის მოედანზე ფაფხური და ილუზიონისტის ილეთების კეთება.

ბაის და ლინდელოფის წვილი იქნება იდეალური ამ სიტვაციაში
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
3 თებერვალი 2019 21:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ცოტა ადრე რო გაეტანათ პირველი გოლი მოგებაც შეიძლებოდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top