თბილისი:
მანჩესტერი:
2-02-2019, 22:36
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1716,
კომენტარები: 9
"რთულია, მაგრამ მზად ვართ"
ოლე გუნარი დატვირთული თვის წინ.
"მანჩესტერ იუნაიტედს" თებერვლის თვეში დატვირთული გრაფიკი ელის. "წითლებს" პრემიერ ლიგის რთულ შეხვედრებთან ერთად ჩემპიონთა ლიგისა და ინგლისის თასის მატჩებიც ემატებათ "ჩელსისა" და პსჟ-ს წინააღმდეგ.

თუმცა ოლე გუნარ სოლსკიაერის განცხადებით, მის ბიჭებს გამოწვევები არ აშინებთ და ყველა მატჩისთვის მზად არიან.

"ვგრძნობ, რომ გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია. ჩვენ უკვე ექვსი კვირაა ერთმანეთს ვიცნობთ და ძალიან კარგად ვიცით ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეები. ვფიქრობ, ყველა გამოწვევას უკვე სათანადოდ ვუპასუხეთ და მომავალი გამოწვევებისთვისაც მზად ვართ."

"რა თქმა უნდა, "ბარნლისთან" სათანადო თამაში ვერ ვაჩვენეთ და ორი გოლიც გავუშვით. შესაძლოა, ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილიც აღმოჩნდეს, რადგან ვფიქრობ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად მიდის."

"მე არ ვფიქრობ, რომ ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს, რადგან თითოეულ თამაშს შორის მაინც გვაქვს ერთ კვირამდე შესვენებები. თუმცა რთული მატჩები გველის, ეს აშკარაა. ჯერ "ლესტერი", შემდეგ "ფულემი" და შემდეგმოდით ასე ვთქვათ დიდი მატჩი - პსჟ, "ჩელსი" და "ლივერპული". სამივე ერთმანეთის მიყოლებითაა."

"ამის შემდგომ "კრისტალ პალასთან" გვიწევს დაპირისპირება, თანაც გასვლაზე. რთული თვეა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ. დიდი შემადგენლობა მყავს. მხოლოდ მარკოს როხო მაკლია. დანარჩენი ყველა მზადაა და ხელმისაწვდომია."


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Dato de gea quantana
2 თებერვალი 2019 23:11
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 89
ვალენსია სად დაიკარგა ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ M-A-N-C-H-E-S-T-E-R
U-N-T-E-D

Rel.ge
№2
ავტორი: ikeoni
2 თებერვალი 2019 23:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ეხლა წავა აი თამაშებიიი
1
№3
ავტორი: giorgisamnidze99
2 თებერვალი 2019 23:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ციტატა: ikeoni
ეხლა წავა აი თამაშებიიი

თან რა თამაშები იქნება ერთი სული მაქვს როდის გავხევთ ჯერ პარიზელებს და მერე ლუზერებს ორივე რო მოიგოს ოლემ ეგაც არ გამიკვირდება მარა უნდა ყავდეს ყველა ფეხბურთელი მწყობში განსაკუთრებით (პოგბა სანჩესი მარსიალი რეშფორდი ლინგარდი ლუკაკუ მატიჩი დე ხეა) გამორჩეულად
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
3 თებერვალი 2019 10:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთავარია ტრავმებმა არ იმატოს
0
№5
ავტორი: gaga1987
3 თებერვალი 2019 11:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
როგორი ცხელი თებერვალი მოდის
0
№6
ავტორი: Koka86
3 თებერვალი 2019 11:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
ყველას მოგესალმებით!!! ამ კაცის ძაან მეიმედება, ნამდვილი "წითელი ეშმაკია"!!! თამაშის საშუალება დაუბრუნა ტექნიკურ ფეხბურთელებს და თავისუფლება მიანიჭა, რაც როგორც თამაშის ხარისხზე ისე შედეგზეც აისახა!!!
0
№7
ავტორი: giorgi_mg
3 თებერვალი 2019 11:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
პირველივე წუთებიდან უნდა შეუტიონ, თუ უნდათ შედეგზე გასვლა
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
3 თებერვალი 2019 11:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ლესტწრთანაც რთული თამაში იქნება მემგონი.ლივერს როგორ ეთამაშნენ.მოკლედ როდის მოვა 6 საათიიიიი
0
№9
ავტორი: stepno
4 თებერვალი 2019 08:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
პსჟ-სთან გიჟივით ველოდებიი თამაშს am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top