თბილისი:
მანჩესტერი:
2-02-2019, 21:10
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1858,
კომენტარები: 10
£90 მილიონი სანჩოს სანაცვლოდ
ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისელი ტალანტის დამატებას გეგმავს.
£90 მილიონი სანჩოს სანაცვლოდ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ინგლისის ამომავალი ვარსკვლავის, ჯეიდონ სანჩოს დამატებას შეეცდება.

როგორც Metro იუწყება, ინგლისური კლუბი ზაფხულში ახალგაზრდა შემტევის დამატებას აპირებს, ტრანსფერისთვის "წითელ ეშმაკებს" £90 მილიონი აქვთ გამოყოფილი. გავრცელებული ინფორმაციით, სანჩოს შეძენით ასევე ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალი მეტოქე, პსჟ-ც ინტერესდება.

17-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონი "მანჩესტერ სიტის" აღზრდილი გახლავთ, რომელიც 2017 წლის ზაფხულში დორტმუნდის "ბორუსიას" £7 მილიონად შეუერთდა. ახალგაზრდა შემტევი საუცხოო სეზონს ატარებს, რამაც ბევრი გუნდის ყურადღება მიიპყრო.

ჯეიდონ სანჩო არც საუთგეითს დაუტოვებია უყურადღებოდ, ესპანეთთან და ხორვატიასთან გასამართი მატჩებისთვის ახალგაზრდა ფეხბურთელს ნაკრებშიც უხმო, რითაც ის ისტორიული ფიგურა გახდა, "ბორუსიას" შემტევი 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი მოთამაშეა, ვინც ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს.
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Lalana
2 თებერვალი 2019 21:40
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ნამდვილად კარგი ახალგაზრდაა მაგრამ დორტმუნდიდან ვინც წამოვიყვანეთ ვერ გაამართლეს და უკვე აღარ მჯერა მაგათი ფეხბურთელების :D ისე კი ლევერკუზენიდან ბაილი მომწონს ძალიან მაგრამ სანჩო ჯერ-ჯერობით უკეთ გამოიყურება.
0
№2
ავტორი: ikeoni
2 თებერვალი 2019 22:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ციტატა: Lalana
ნამდვილად კარგი ახალგაზრდაა მაგრამ დორტმუნდიდან ვინც წამოვიყვანეთ ვერ გაამართლეს და უკვე აღარ მჯერა მაგათი ფეხბურთელების :D ისე კი ლევერკუზენიდან ბაილი მომწონს ძალიან მაგრამ სანჩო ჯერ-ჯერობით უკეთ გამოიყურება.

დღეს ძალიან მაგარი ჯარიმა შეაგდო ბაილიმ
0
№3
ავტორი: Lalana
2 თებერვალი 2019 22:25
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: ikeoni
ციტატა: Lalana
ნამდვილად კარგი ახალგაზრდაა მაგრამ დორტმუნდიდან ვინც წამოვიყვანეთ ვერ გაამართლეს და უკვე აღარ მჯერა მაგათი ფეხბურთელების :D ისე კი ლევერკუზენიდან ბაილი მომწონს ძალიან მაგრამ სანჩო ჯერ-ჯერობით უკეთ გამოიყურება.

დღეს ძალიან მაგარი ჯარიმა შეაგდო ბაილიმ

კი,ჯარიმის დარტყმაც კარგად ეხერხება,საკმაოდ ტექნიკურია და თან კონტრშეტევების დროს გამოდგება,რადგან ძაან სრაფია.მარჯვენ ფლანგი სრულიად მკვდარია და გვჭირდება ერთი კაცი მანდ.ლინგარდი თითქმის სულ ცენტრისკენ იწევს და ეგ ფლანგი სრულიად შიშველი რჩება ხოლმე.
1
№4
ავტორი: floyd41k
2 თებერვალი 2019 22:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
პეპე მოიყვანონ ლილიდან,დაფრინავს ტიპი!ეგ და მარსიალი ფლანგებზე სასწაული იქნება!
0
№5
ავტორი: bziki
3 თებერვალი 2019 00:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
უნდა ერთი წელი კიდე ეხლა რო მოიყვანონ შეიძლება დაიკარგოს თუ შეათანხმეს და დატოვეს ერთი წელი იდეალურია,ინგლისელია დაბრუნდება ეპლში, სიტის არ ჭირდება,თუ განაგრძო პროგრესი უნდა მოიყვანოს ვუდმა ყველა ვარიანტში, მარჯვენა ვინგერია ჯერ დიდი არაფერი მარა პოტენციალი ნაღდათ აქ სწრაფია ტექნიკური,ინგლისელს რა უნდა ბუნდესლიგაში
0
№6
ავტორი: Malboro463
3 თებერვალი 2019 01:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
მაგრად მევასება კარგი იქნება თუ გაუფორმებენ კონტრაქტს და არენდით ერთი წლით დაუტოვებენ უფრო დაიხვეწება და შეიძლება უფრო დათანხმდნენ ასეთ ტრანსფერს პულისიჩო გაყიდეს და არამგონოა ასე მალე დაშალონ გუნდი. რეშფორდი მარჯვნივ და ცენტრში ნოლია მარცხენა ფლანგია მისი პოზოცია ჯობია მარსიალი ათამაშონ ცხრიანზე. ბაილს კიდე პეპე მირჩევნია უფრო შედეგიანია მაგ პოზიციაზე ბერგვეინიც არა ცუდი.

დე იონგი ბარსამ წაიყვანა
პულისიჩი ჩელსიმ
თავის დროზე ბაიერნმა მოხიკა გერმანელები გორეცკა,შულე,გნაბრი სავარაუდოთ ვერნერსაც იყიდის,
კერერი პსჯმ
მალე ამათაც იყიდიან დაჭამენ გრანდები ერთმანეთს და დროზე ვინმე იყიდონ ჯობია თორე ამ გადამწვარი ვარსკვლავებით არ შენდება გუნდი
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
3 თებერვალი 2019 10:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგი ფეხბურთელია ვნახოთ აბა
0
№8
ავტორი: gaga1987
3 თებერვალი 2019 10:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
კარგი გაიზრდება კოჭებში ეტყობა.
0
№9
ავტორი: mishiko1
3 თებერვალი 2019 16:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
კარგი ბიჭია მაგრამ 90 მილიონი ევრო მეტისმეტია. ამისთვის 40-50 მილიონი ნირმალური ფასია მეი ნამდვილად არ ღირს, გაამართლებ თუ არა მანიუში ეგეც საკითხავია.
0
№10
ავტორი: stepno
4 თებერვალი 2019 08:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
შესაძლებელიაა იყიდოონ მაგრამ ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top