თბილისი:
მანჩესტერი:
2-02-2019, 18:58
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1601,
კომენტარები: 5
მანჩესტერელები პრემიერ ლიგის თვის საუკეთესოს ჯილდოსთვის იბრძვიან
"მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგის თვის საუკეთესოს ჯილდოს სამივე ნომინაციაზე ჰყავს წამომადგენელი.
მანჩესტერელები პრემიერ ლიგის თვის საუკეთესოს ჯილდოსთვის იბრძვიან
"მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგის თვის საუკეთესოს ჯილდოს სამივე ნომინაციაზე ჰყავს წამომადგენელი. თვის საუკეთესო მწვრთნელსა და ფეხბურთელს პრემიერ ლიგის ოფიციალურ საიტზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოავლენენ, თუმცა მხოლოდ გულშემატკივართა ხმა არ გადაწყვეტს გამარჯვებულის ვინაობას. არჩევანს პრემიერ ლიგის ექსპერტები და გუნდის კაპიტნებიც გააკეთებენ.

თვის საუკეთესო მწვრთნელი

ოლე გუნარ სოლსკიაერი თვის საუკეთესო მწვრთნელის წოდებისთვის იბრძვის. მას კონკურენციას "ბარნლის" მწვრთნელი, შონ დაიჩი და "საუთჰემპტონის" ავსტრიელი თავკაცი, რალფ ჰაზენჰიუტლი გაუწევენ.

ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ.

თვის საუკეთესო ფეხბურთელი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელი: მარკუს რეშფორდი და ვიქტორ ლინდელოფი პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე არიან წარდგენილნი.

ექვსკაციან სიაში ასევე ტომ ჰიტონი, ჯოშუა კინგი, ალექსანდრ ლაკაზეტი და ჯეიმს ვორდ-პრაუსი არიან წარდგენილნი.

ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ.

თვის საუკეთესო გოლი

მარკუს რეშფორდი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარმა იანვირს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო გოლის ჯილდოს ნომინაციაში ორი გოლით არის წარდგენილი.

ინგლისელის მიერ "ტოტენჰემის" და "ბრაიტონის" კარში გატანილი გოლები თვის საუკეთესოებს შორის მოხვდა.

ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ

ხმის მიცემა 4 თებერვალს შეწყდება, გამარჯვებული კი 8 თებერვალს გამოცხადდება.

ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
2 თებერვალი 2019 20:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
სულშერი უნდა გახდეს ყველა პონტში love
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
3 თებერვალი 2019 10:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ერთ-ერთში მაინც როგორ ვერ მოიგებენ
0
№3
ავტორი: gaga1987
3 თებერვალი 2019 10:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
დაიჩი სერიოზული კონკურენტი ყავს. თამაში არწაუგია
0
№4
ავტორი: sandroo
3 თებერვალი 2019 13:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
lindelofs arvelodi yochag am
0
№5
ავტორი: stepno
4 თებერვალი 2019 08:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
პოგბა რატო არაა მაგრად გამიკვირდა??
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top