თბილისი:
მანჩესტერი:
2-02-2019, 17:30
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1406,
კომენტარები: 4
რეშფორდი თვის საუკეთესოა
გულშემატკივარმა რეშფორდი იანვრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
რეშფორდი თვის საუკეთესოა
"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარმა მარკუს რეშფორდი იანვრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა - მიმდინარე სეზონში მან პირველად მოიგო თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო.

ინგლისელმა ფორვარდმა გასულ თვეში "იუნაიტედის" რიგებში 6 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა.

მარკუს რეშფორდმა გამოკითხულთა ხმების 38% მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა პოლ პოგბა, რომელსაც ხმების 36% ერგო, ხოლო მესამე ადგილს ვიქტორ ლინდელოფი დასჯერდა 26%-ით.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ინგლისელი პრემიერ ლიგის იანვრის საუკეთესო ფეხბურთელის და საუკეთესო გოლის ჯილდოსთვის იბრძვის. მის მიერ "ტოტენჰემისა" და "ბრაიტონის" კარში გატანილი გოლები თვის საუკეთესოთა შორის მოხვდა.

თვის საუკეთესო ფეხბურთელად მიმდინარე სეზონში რეშფორდის გარდა სულ ხუთი ფეხბურთელი დასახელდა:
  • აგვისტო – ლუკ შოუ
  • სექტემბერი – ლუკ შოუ
  • ოქტომბერი – ენტონი მარსიალი
  • ნოემბერი – ვიქტორ ლინდელოფი
  • დეკემბერი – პოლ პოგბა
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: 100%Red
2 თებერვალი 2019 17:51
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
https://www.premierleague.com/news/984087?fbclid=IwAR0LSrZS0C3wDu7qh53siXeSEqnrl

XakZiOeqz_6gbE5a6JTPBxFiawlPC0
აქ არი ხმის მიცემა თვის საუკეთესო მწვთნელის
0
№2
ავტორი: ikeoni
2 თებერვალი 2019 20:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მარკუსა მაგარი კაციაა wink love
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
3 თებერვალი 2019 10:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დაიმსახურა
0
№4
ავტორი: stepno
4 თებერვალი 2019 08:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
პოგბას უფრო ეკუთვნოდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top