თბილისი:
მანჩესტერი:
1-02-2019, 16:34
ავტორი: Billy,
ნანახია: 1986,
კომენტარები: 2
იანვრის სატრანსფერო ფანჯრის შეჯამება
"იუნაიტედის" ზამთარში განხორციელებული ყველა გარიგება.
იანვრის სატრანსფერო ფანჯრის შეჯამება
გუშინ ინგლისში ოფიციალურად დაიხურა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა. მიუხედავად არაერთი სპეკულაციისა მომსვლელი მოთამაშეების შესახებ, "მანჩესტერ იუნაიტედს" ამ პერიოდის განმავლობაში არავინ შეუძენია. მომსვლელთა შორის სახელდებოდნენ: ფილიპე კოუტინიო, კალიდუ კულიბალი, მილან შკრინიარი და მრავალი სხვა.

"იუნაიტედის" პოლიტიკაა, რომ არ აწარმოოს სატრანსფერო საქმიანობა, თუკი განსაკუთრებული გარემოება არ არის, ამ შემთხვევაში კი მსგავსი გარემოება ნამდვილად არ ყოფილა.

ეჭვგარეშეა, რომ "იუნაიტედი" ბაზარზე ზაფხულში აუცილებლად ჩაერთვება. კულიბალის შეძენა კლუბს ჯერ კიდევ ჟოზე მოურინიოს დროს სურდა და ის კვლავ რჩება წითლების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ.

ცენტრალური ნახევარდაცვა კიდევ ერთი პოზიციაა, სადაც გუნდს სავაუდოდ დასჭირდება შევსება, რადგან აშკარაა სიღრმის ნაკლებობა და ეს "ბარნლისთან" გასულმა შეხვედრამაც დაადასტურა..

ოლე გუნარს მოუწევს არსებული რესურსი გამოიყენოს სეზონის ბოლომდე, თუმცა მას, როგორც დროებით ხელმძღვანელს უფრო ცოტა არჩევანი ექნება, ვიდრე ეს იანვრის დასაწყისში ჰქონდა, რადგან კლუბი რამდენიმე მოთამაშემ დატოვა.

ხუთშაბათ საღამოს - სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, 20 წლის ცენტრალური მცველი რო-შონ უილიამსი გრძელვადიანი კონტრაქტით შეუერთდა "შრიუზბრი თაუნს", მანამდე კი კლუბმა რეზერვების კიდევ 5 ფეხბურთელი გაუშვა იჯარის წესით.

22 წლის ნახევარმცველი მეტი უილოკი სეზონის დარჩენილ ნაწილს "ქროული თაუნში" გაატარებს, 20 წლის კალუმ ველანი კი - "პორტ ვეილში". ასევე, სეზონის ბოლომდე "ფილდში" ითამაშებს 19 წლის ტომ სანგი.

20 წლის ფორვარდი ზაკ დირნლი ლიგა ორის ბინადარ "ოლდჰემ ატლეტიკში" გასხვისდა, ხოლო 22 წლის მეკარე ჟოელ პერეირა - ბელგიურ კლუბ "კორტრიეკში".

რაც შეეხება მარუან ფელაინის - მისი ტრანსფერი ჩინურ "შანდონ ლუნენგში" ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა მისი წასვლა გადაწყვეტილია და ის "იუნაიტედს" უახლოეს დღეებში დატოვებს.

ჩინეთის სუპერ ლიგის სატრანსფერო ფანჯარა თებერვლის ბოლოს იხურება, შესაბამისად კლუბებს უამრავი დრო აქვთ, რომ შეთანხმებული გარიგების ბოლო დეტალებიც მოაგვარონ.


წყარო: M.E.N.
სტატიები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
1 თებერვალი 2019 19:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Maruanmac dagvtovaaa
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
2 თებერვალი 2019 10:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
როგორც მოსალოდნელი იყო არავის იყიდიდა კლუბი
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top