თბილისი:
მანჩესტერი:
1-02-2019, 14:21
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1612,
კომენტარები: 3
ოლემ გუნდის სიახლეებზე ისაუბრა
ვინ იქნება "ლესტერთან".
ოლემ გუნდის სიახლეებზე ისაუბრა
ოლე გუნარ სოლსკიაერმა გუნდის სიახლეებზე ისაუბრა. "მანჩესტერ იუნაიტედი" კვირას ლესტერში მიემართება და პრემიერ ლიგის მორიგ მატჩს გამართავს.

მწრთვნელი იმედოვნებს, რომ პოლ პოგბა და ენტონი მარსიალი კვირის მატჩისთვის ხელმისაწვდომი იქნებიან. პოგბამ "ბარნლისთან" მცირედი დაზიანება მიიღო, რაც შეეხება მარსიალს, მან წინა მატჩი ვარჯიშებზე მიღებული ტრავმის გამო გამოტოვა.

"მატჩის შემდეგ ჯერ შესაბამისი ვარჯიში არცერთს არ ჩაუტარებია. თუმცა არ ვფიქრობ, რომ პოგბას რამე სერიოზული სჭირს. რაც შეეხება ენტონის, მან უკვე გაიარა რამდენიმე გამოჯანმრთელების ეტაპი, ასე რომ ის დღეს ეცდება, რომ კარგად ივარჯიშოს. ვფიქრობ, კვირისთვის მზად იქნება. გუშინ ძალიან ბედნიერი ჩანდა."

მარკოს როხო კვლავ ტრავმირებულია. რაც შეეხება კრის სმოლინგს, ის უკვე გამოჯანმრთელებულია. მართალია, ინგლისელს სათადარიგოთა სკამზე მოუწია ჯდომა, თუმცა მისი ჩართვა შემდეგი მატჩიდან უკვე პრობლემა აღარ იქნება.

ანდერ ერერა და ჯესი ლინგარდი შესაძლოა ძირითად შემადგენლობაშიც ვიხილოთ. ოლემ მათი დასვენება "ბარნლისთან" მატჩში გადაწყვიტა, თუმცა ლინგარდს მაინც მოუწია მოედანზე შემოსვლა.

"მე ვუყურე მათ თამაშს "ლივერპულის" წინააღმდეგ ოთხშაბათს და ეს გუნდი ძალიან ენერგიული და მოტივირებულია."

"ისინი ძალიან კარგად იცავენ თავს, ძალიან რთული იქნება მათი გატეხვა. შეტევაშიც არანაკლები ფეხბურთელები ჰყავთ, ვარდი, გრეი, მედისონი, ალბრაიტონი..."

"გარდა ამისა, "ლესტერმა" "ჩელსის" დამარცხება შეძლო, რაც არც თუ ისე მარტივია. თუმცა ჩვენ მოგვწონს გამოწვევები."

"ლესტერს" არ ეყოლება დანიელ ამარტეი, რომელსაც კოჭის ტრავმა აწუხებს. თუმცა "იუნაიტედის" ყოფილი "წითელი ეშმაკი" ჯონი ევანსი უმასპინძლებს, რომელიც ჰარი მაგუიერთან ერთად დაიცავს "ლესტერის" კარს.


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
1 თებერვალი 2019 15:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Imedia iqneba orive Ra:((
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
1 თებერვალი 2019 16:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვალენსიაზე რატო არაფერი ისმის
0
№3
ავტორი: Svanchester
1 თებერვალი 2019 22:21
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ლესტერთან არ იქნება მარტივი თამაში, მელიები არ არიან ხელწამოსაკრავი გუნდი, პრემიერ ლიგის მოგებამ ამათ ჩემპიონატის ატმოსფერო აგრძნობინა ასე, რომ არ ღირს ლესტერთან ყრუ შეტევაზე ფიქრი. მოძრავი ლინგარდი და ერერა ვფიქრობ რომ აუცილებლად იქნებიან ძირითადში, ნუ მატიჩი, პოგბა, მარსიალი, რეშფორდი და ლუკაკუ ფლანგიდან სავარდოდ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top