თბილისი:
მანჩესტერი:
31-01-2019, 13:46
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1734,
კომენტარები: 4
გუნდის სიახლეები "ლესტერთან" თამაშის წინ
გუნდის სიახლეები ლესტერში გამგზავრების წინ.
გუნდის სიახლეები
"მანჩესტერ იუნაიტედი" იმედოვნებს, რომ ენტონი მარსიალი ტრავმას მოირჩენს და "ლესტერისთვის" მზად იქნება.

ფრანგი "არსენალთან" გამართულ მატჩზე სათადარიგო სკამიდან შემოვიდა და გოლის გატანა შეძლო. სწორედ ინგლისის თასზე მან ტრავმა მიიღო და "ოლდ ტრაფორდზე" "ბარნლის" ვერ უმასპინძლა.

ოლე გუნარის განცხადებით, გუნდში იყო რამდენიმე პრობლემა, რამაც "ბარნლისთან" ძირითადი შემადგენლობის ასე დაყენება გადააწყვეტინა.

ანდერ ერერა იმათ შორის აღმოჩნდა, ვისაც დასვენება სჭირდებოდა. კრის სმოლინგი სათადარიგო სკამზე დაბრუნდა, თუმცა თამაში არ ჩაუტარებია. შეგახსენებთ, რომ მან "ფულემთან" მატჩში ტერფი დაიზიანა და მას შემდეგ დაბრუნებას ცდილობს.

პოლ პოგბასაც მცირედი დაზიანება აღმოაჩნდა, ისევე როგორც მარკუს რეშფორდს. როგორც ოლე გუნარი იუწყება, მარკუსს ექიმების ზედახმედველობის ქვეშ რამდენიმე ვარჯიშის გაკეთება მოუწია. თუ რეშფორდი "ლესტერთან" თამაშს შეძლებს, ეს მისი მეასე მატჩი იქნება პრემიერ ლიგაში.

სმოლინგთან ერთად, დაცვაში შეიძლება დადგეს ერიკ ბაიიც. რაც შეეხება ჯესი ლინგარდს, ის "ბარნლისთან" სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა. მოედანზე შემოსვლის შემდეგ კი ძალიან კარგად ითამაშა და პენალტის გამომუშავებაც შეძლო.

ამასობაში, "ლესტერის" ინგლისელი მცველი, ჰარი მაგვაიერი, ლაზარეთიდან დაბრუნდა და "იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. ინგლისელმა "ენფილდზე" უკვე ითამაშა და გოლის გატანაც მოახერხა, რის შედეგადაც "ლივერპულს" ქულები დააკარგვინა.

ოლე გუნარი უფრო დეტალურად ამ ყველაფრის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს, რომელიც პარასკევს გაიმართება.

წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: 10Rooney
31 იანვარი 2019 14:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
Xooo araaa kargi ambebi
0
№2
ავტორი: ikeoni
31 იანვარი 2019 14:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Tramvebis dro namdvilad ar gvaqvs exla...
0
№3
ავტორი: Svanchester
31 იანვარი 2019 16:23
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
მარსიალის გარეშე თამაშები ფანტაზიას კარგავს შეტევაში.
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
31 იანვარი 2019 23:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთავარია ყველა მწყობრში იყოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top