თბილისი:
მანჩესტერი:
30-01-2019, 17:35
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2126,
კომენტარები: 6
"იუნაიტედი" პირველია, გოლები დამატებითი სიამოვნებაა"
პოლ პოგბას ინტერვიუ მატჩის შემდეგ.
პოლ პოგბა იმედოვნებს, რომ ის და მისი თანაგუნდელები შეცდომებისგან ისწავლიან. "წითლებმა" "ბარნლის" წინააღმდეგ ორი ბურთი გაუშვეს და სახლში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვეს.

სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ პოლ პოგბა 10 გოლში იყო ჩართული, რომლიდანაც 6 თვითონ გაიტანა, ხოლო ოთხში ასისტი მიითვალა. მიუხედავად მისი მიღწევისა, პოლ პოგბას მთელი აქცენტი გუნდის გაძლიერებისკენ აქვს მიმართული. იხილეთ პოლ პოგბას მატჩის შემდგომი ინტერვიუ:

-მატჩის ბოლოს როგორ იგრძენით თავი? გაგიხარდათ ქულის მოპოვება და მატჩის შემოტრიალება, თუ მაინც გაბრაზებული იყავით, რადგან გამარჯვება ვერ მოახერხეთ?
-ჩვენ ერთი ქულა მოვიპოვეთ, რაც ნულ ქულაზე უკეთესია. ჩვენ უბრალოდ ბოლო 15 წუთზე აუცილებლად უნდა ვიფიქროთ. ძალიან კარგი მომენტები შევქმენით. ეს იყო ნამდვილი "მანჩესტერ იუნაიტედი". ეს არის ჩვენებური ქამბექი. ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ და ჩვენი შეცდომებისგან ვსწავლობთ. ასე რომ ახლა მთელი კონცენტრაცია ამ შეცდომების აღმოფხვრასა და მომავალი თამაშისკენ იქნება მიმართული.

-ვფიქრობ, გუნდის შემართებით კმაყოფილი უნდა იყოთ. ორი ბურთის სხვაობით აგებდით და სამ წუთში ანგარიშის გათანაბრება მოახერხეთ.
-დიახ, რა თქმა უნდა. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს დღევანდელი მატჩის პოზიტიური მომენტი გახლდათ. მეტიც, ეს იყო ერთადერთი პოზიტივი ჩვენს დღევანდელ თამაშში. შემდეგი მატჩი გაცილებით უფრო აგრესიულად და ძლიერად უნდა დავიწყოთ. დღეს ზედმეტად ლმობიერები ვიყავით. ისე დავიწყეთ, თითქოს 1-0-ს უკვე ვიგებდით. მათ ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოიყენს. იდეალურ ფორმაში არიან, ყოველმხრივ მოწესრიგებულები და მოდუნება არ გვაპატიეს. ძალიან რთულია გოლების გატანა, მაგრამ გონებით უნდა იმუშავო და მეტი მომენტის შექმნა მოახერხო.

-რამდენად გამაღიზიანებელი იყო ეს მატჩი? ვგულისხმობ იმას, რომ ბურთს უმეტესად თქვენ ფლობდით, ძალიან ბევრი მომენტები გქონდათ, მაგრამ მათ დაცვას ვერა და ვერ გაცდით.
-ეს პრემიერ ლიგაა და სავსებით ბუნებრივია რაც მოხდა. რთული ლიგაა. ჩვენ მთელი 90 წუთის განმავლობაში უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, არასდროს არ უნდა მოვდუნდეთ და ყოველ მატჩში იმაზე მეტი გავაკეთოთ ვიდრე წინა თამაშში შევძელით.

-კიდევ ერთი გოლი გაიტანეთ, უკვე მე-11 ამ სეზონში. თქვენი კარიერის განმავლობაში ეს თქვენი პირადი რეკორდია. ხომ არ გაქვთ მიახლოებული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ სად შეიძლება, რომ დაამთავროთ?
-ჩემი მთავარი მიზანი პრემიერ ლიგის მოგებაა. მინდა, რომ ბევრი ტიტული მოვიგო და მაქსიმალურად ბევრი გავაკეთო გუნდისთვის. დამატებით თუ ასისტებს გავაკეთებ და გოლების გატანასაც მოვახერხებ, იდეალური იქნება. მე აუცილებლად უნდა ვიფიქრო საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე და იმაზე, თუ როგორ გავხდე "იუნაიტედისთვის" უფრო მეტად ეფექტური. გუნდი პირველია, გოლები მხოლოდ დამატებითი სიამოვნებაა, თუმცა, რა თქმა უნდა, მიხარია კიდეც. სწორედ გოლების დახმარებით იგებს შენი გუნდი თამაშს, ასე რომ დიახ, გატანილი გოლებითაც ბედნიერი ვარ.

-პენალტის დარტყმა ყოველთვის დამატებითი პასუხისმგებლობაა. დამატებითი წნეხის ქვეშ ხომ არ გრძნობდით დღეს თავს? რადგან იცოდით, რომ აუცილებლად უნდა გაგეტანათ?
-ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მათ კარში ბურთი უნდა გასულიყო. არ ჰქონდა მნიშვნელობა როგორ, ვის მიერ, რა მომენტში, მთავარი იყო რომ ბურთი გასულიყო და ასეც მოხდა. ამის შემდეგ ისინი წნეხის ქვეშ გვყავდა და მეორე გოლის გატანაც მოვახერხეთ. ორი წუთით მეტი რომ გვქონოდა, შესაძლოა, მატჩი მოგვეგო კიდეც.

-შემდეგი მატჩი "ლესტერთან" გიწევთ გასვლაზე, თავდაჯერება ისევ მაღალია?
-ეს ასე უნდა იყოს, აუცილებლად. ჩვენ დღეს არ წაგვიგია. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეგიძლია ნეგატიურ მხარეზე იფიქრო და ეს კარგიც არის, რადგან მუდმივად უკეთესის მიღწევას ცდილობ, მაგრამ, რა თქმა უნდა, უნდა გავუმჯობესდეთ და ბევრად უკეთ წარვდგეთ გულშემატკივრის წინაშე.


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
30 იანვარი 2019 17:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Sadgac Es shedegic iqneboda ubralod barlistan saxlshi ar mindoda raa qulebis dakargva magram auraushavs Mtavaria lesters movugot exla da isev gavagzelot mogebebis seria❤️
1
№2
ავტორი: shotkin
30 იანვარი 2019 17:55
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ბუჩქი წავიდა ხალხო გილოცავთ ფელაინი ჩინეთში წავიდაააა
3
№3
ავტორი: 100%Red
30 იანვარი 2019 18:44
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ციტატა: shotkin
ბუჩქი წავიდა ხალხო გილოცავთ ფელაინი ჩინეთში წავიდაააა

აბა აბა ჩამწყდა რაღაც გულში :)
ხო ლესტერთან კაი თამაში გამოვა დარწმუნებული ვარ, მაგარ დუხზე გავლიან სათამაშოდ ამ ქამბექის მერე
0
№4
ავტორი: mishiko1
30 იანვარი 2019 18:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
ამ დაცვის ვადამკიდე ლესტერთან გაგვიჭირდება, ოლე შეცდა უფრო ძლიერი შემადგენლობა უნდა დაეყენებინა, ერერა, ლინგაარდი და სანჩესი ძირითადში რომ ყოფილიყო იქნებ მოგვეგო. ეს პერეირა საერთოდ გუნდში რად უნდათ ვერ გავიგე.
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
30 იანვარი 2019 19:59
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: 100%Red
ციტატა: shotkin
ბუჩქი წავიდა ხალხო გილოცავთ ფელაინი ჩინეთში წავიდაააა

აბა აბა ჩამწყდა რაღაც გულში :)
ხო ლესტერთან კაი თამაში გამოვა დარწმუნებული ვარ, მაგარ დუხზე გავლიან სათამაშოდ ამ ქამბექის მერე

წელს უკვე ნამეტანია:))იქეთ მოუ აქეთ ეს:)) რას ვეღირსე ამ ფეხბურთელზე მაბარძგალებდა
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
31 იანვარი 2019 23:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საუკეთესო სეზონი კი აქ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top