თბილისი:
მანჩესტერი:
30-01-2019, 11:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1630,
კომენტარები: 6
შესაძლოა, პოგბას ტრავმა აღმოაჩნდეს
ფრანგმა სტადიონი კოჭლობით დატოვა.
შესაძლოა, პოგბას ტრავმა აღმოაჩნდეს
"მანჩესტერ იუნაიტედს" პოლ პოგბას ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, შესაძლოა, პრობლემა აღმოაჩნდეს, ვინაიდან "ბარნლისთან" მატჩის შემდეგ ფრანგმა სტადიონი კოჭლობით დატოვა.

პოგბამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა "ბარნლისთან" მატჩის გადარჩენაში, რამეთუ სწორედ მაინ გაიტანა "იუნაიტედის" პირველი გოლი 88-ე წუთზე, როცა ჯესი ლინგარდზე წესების დარღვევის შედეგად დანიშნული პენალტი გოლად აქცია.

ვიქტორ ლინდელოფმა რამდენიმე წუთში მეორე გოლიც გაიტანა და "წითლებს" ქულის მოპოვებაში დაეხმარა, რაც პირველი ვერ მოგებული მატჩი გამოდგა ოლე გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობის პერიოდში.

"იუნაიტედი" გამარჯვებათა ახალი სერიის დაწყებას კვირას ეცდება, როცა "ლესტერს" ეწვევა სტუმრად, მაგრამ ამ მატჩში პოგბას ყოფნა საეჭვო შეიძლება გამოდგეს.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: 10Rooney
30 იანვარი 2019 11:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
იმედია სერიოზული არააა და პსჟესთან იქნება
0
№2
ავტორი: JuanMata
30 იანვარი 2019 12:41
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
პოგბას დანაკლისი დიდი იქნება, ფაქტიურად ბურთის დამჭერი არ გვყავს ცენტრში და მითუმეტეს პოგბას გადაცემები ძაან ეხმარება გუნდს, გამოუვალ სიტუაციებში.

პერეირას არ ჩამოვწერდი მე მიუხედავად გუშინდელი შცდომისა, ჩემი აზრით ყველაზე ახლოს თავისი სტილით პერეირაა პოგბასთან, ისეთი ძლიერი ვერაა ფიზიკურად და ბურთის კორპუსით დაჭერა უჭირს, მაგრამ კარგი პასი აქვს და ერთი ორი კაცის მოტყუება კი შეუძლია. პლიუს პოგბაზე უკეთესად ურტყამს შორიდან.

ფრედის გამოსვლასაც ველოდები, მაგრამ ასე უთამაშებელი ფეხბურთელი ერთ და ორ თამაშში ვერაფერს იზამს, მუდმივი სათამაშო პრაქტიკა თუ არ გაქვს, თუნდაც 20-30 წუთი მატჩში, ძაან რთულია უშეცდომოდ, მაღალ დონეზე ითამაშო.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
30 იანვარი 2019 12:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ფატალური იქნება პოგბას ტრავმა, იმედია შეძლებს თამაშს.
0
№4
ავტორი: Svanchester
30 იანვარი 2019 14:58
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
პოგბას არყოფნა გუნდში ნიშნავს ცენტრის არქონას
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
30 იანვარი 2019 19:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: Svani
პოგბას არყოფნა გუნდში ნიშნავს ცენტრის არქონას

ეგ თუ არ იქნა ვაფშე აღარ იქნება ისედაც არ გვაქვს
0
№6
ავტორი: stepno
31 იანვარი 2019 23:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
gadaobt sasicocxlod mnishvnelovania pogba
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top