თბილისი:
მანჩესტერი:
30-01-2019, 06:56
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2161,
კომენტარები: 10
"არასდროს ნებდები, არასდროს სანამ "იუნაიტედში" ხარ"
ოლე გუნარი მატჩის შემდგომ.
ოლე გუნარ სოლსკიაერმა თავისი შეგირდები მებრძოლი სულისთვის შეაქო. "წითლებმა" ორი ბურთის სხვაობის შემობრუნება შეძლეს და "ბარნლისთან" ერთი ქულა მოიპოვეს. ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ "იუნაიტედი" პირველად იდგა მატჩის წაგების საშიშროების წინაშე:

ჩვენი პასუხი ბრწყინვალე იყო.

"ჩვენი ქამბექი უბრალოდ ფანტასტიკური იყო. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ერთი ქულის მოპოვება შევძელით, თუმცა თამაშის ბოლოს ვიგრძენი, რომ სამი ქულის შესაძლებლობაც გვქონდა. უბრალოდ, დრო არ გვეყო და მეტისმეტად გვიან დავიწყეთ. ძალიან სწრაფად უნდა მომხდარიყო ყველაფერი და ეს უბრალოდ ვეღარ შევძელით. ამ თამაშიდან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ. თუმცა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გამოჩნდა - ჩვენ დაბრუნება შეგვიძლია მაშინაც როცა ერთი ბურთით ვაგებთ და მაშინაც როცა სხვაობა ორი ბურთია. ამ პასუხით მე კმაყოფილი ვარ."

"ეს არის "მანჩესტერ იუნაიტედი". ყველამ ვიცით, რომ პირველი 60-70 წუთი შეგვეძლო, რომ გაცილებით უკეთ გვეთამაშა, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი პასუხი ბრწყინვალე იყო და 87-ე წუთის შემდეგ ორი გოლის გატანა უბრალოდ შესანიშნავია. ეს ჩვენი ხასიათია - არასდროს, არასდროს ვნებდებით. არა, ჩვენ დანებების უფლება არ გვაქვს, არა, სანამ "მანჩესტერ იუნაიტედში" ვართ."

ბევრი მომენტები შევქმენით.

"ყოველთვის უნდა ეძებო მოწინააღმდეგე გუნდის გატეხვის გასაღები. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ისინი ძლიერები არიან. როცა ისე დავიწყეთ თამაში, როგორც გვჩვევია, ვფიქრობ, რომ მათთვის საშიშები გავხდით. ეშლისთან ერთად ხუანი სწრაფად და მოქნილად გადაადგილდებოდა მოედანზე. ვფიქრობ, ბევრი მომენტი შევქმენით. და კიდევ ერთხელ, ბოლოს ორი მომენტი გოლადაც ვაქციეთ."

სასწავლო პროცესი.


"რომელუმ "ბარნლისთან" ადრე ძალიან კარგად ითამაშა. მას გაუტანია და კარგადაც უთამაშია. რადგანაც ენტონი მარსიალი ტრავმირებული იყო, ჩვენი აზრით, რეშისთან ერთად მისი დაყენება საუკეთესო გამოსავალი გახლდათ. მან რამდენიმე მომენტი მიიღო, მაგრამ დღეს მისი დღე არ იყო."

"ყველა თამაში ჩვენთვის ყველასთვის რაღაცის მასწავლებელია. დღევანდელმა დღემ ძალიან დიდი ინფორმაცია მომცა ყველა ფეხბურთელის შესახებ. რაც შეეხება ანდრეს პერეირას, ის გაცილებით უკეთესი გახდება თანდათანობით, რაც უფრო მეტ გამოცდილებას შეიძენს. ამაზე არ ვსაუბრობ და ამას ტრაგედიად არ ვხდი."

შემართებით ბედნიერი ვარ.


"პასებს ტემპი აკლდა. თუმცა პირველ ტაიმში, ჩემი აზრით, ხუან მატამ ძალიან კარგი მომენტები დაიჭირა და კარგი პოზიციები ეკავა. ბევრი სუფთა მომენტი არ შეგვიქმნია, მაგრამ 75% ბურთს ჩვენ ვფლობდით, ასე რომ ცოტათი მეტი ტემპი და სიძლიერე გვჭირდებოდა."

"ვფიქრობდი, რომ რაღაც მომენტში მესამე გოლსაც გავიტანდით. შენ არასდროს ნებდები, ეს არის ჩვენი დნმ. იმედგაცრუებული ვარ, რადგან სამი ქულა ვერ მოვიპოვეთ, თუმცა ამავდროულად ფანტასტიკურად ბედნიერი ვარ იმ განწყობითა და ატმოსფეროთი რაც ბიჭებში ორი ბურთის გაშვების შემდეგ დატრიალდა."

ჰიტონი შექებას იმსახურებს.


"მაინტერესებს ვინ ასწავლა ტომს ასე მოძრაობა და თამაში. ძალიან კარგად ითამაშა და ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნო. რამდენიმე ფანტასტიკური სეივი გააკეთა. პოლ პოგბამ რამდენიმე კარგი ბურთი დაურტყა, მაგრამ მის წინააღმდეგ ვერაფერს გახდა. ის ძალიან კარგი ბიჭია და შექებას აუცილებლად იმსახურებს."

დღევანდელი დღისგან უნდა ვისწავლოთ.


"რა თქმა უნდა, როცა თამაშს აგებ ყველაფერი ძალიან რთულდება, თუმცა ერთი ქულის მოპოვება მაინც მოვახერხეთ. ამ ყველაფრისგან უნდა ვისწავლოთ და შევძლოთ გაგრძელება. უნდა ვისწავლოთ იმ თამაშების მერე წამოდგომა, რომლებშიც გამარჯვებას ვერ ახერხებ. "


წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
10 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
30 იანვარი 2019 07:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
არაუშავს დღე ვერც ჩელსი ვერ მოუგებს გასვლაზე ბორმუთს. ესე მგონია რატომღაც. ყველაფერი წინაა 4 ეული პრობლემა არ იქნება მაგაში 100% დარწმუნებული ვარ. ბევრ ქულას დაკარგავს ჩელსი,არსენალი და ტოტენჰემიც აი ჩვენ კი დარწმინებული ვარ ძალიან ცოტა ქულას დავკარგავთ მათთან შედარებით.
1
№2
ავტორი: dachi_mu
30 იანვარი 2019 07:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ისე გამოუვიდა ლუკაკუს დღე არ იყოო..ჩემი აზრით რეშფორდის დღე არ იყო და ეგ უნდა შეეცვალა.. ისეთი მომენტი დაუღეჭა რომანამ რო მეტი რო არ შეიძლება... შეცდომა იყო რომანას გაყვანა
1
№3
ავტორი: WeAreUnited
30 იანვარი 2019 08:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ციტატა: dachi_mu
ისე გამოუვიდა ლუკაკუს დღე არ იყოო..ჩემი აზრით რეშფორდის დღე არ იყო და ეგ უნდა შეეცვალა.. ისეთი მომენტი დაუღეჭა რომანამ რო მეტი რო არ შეიძლება... შეცდომა იყო რომანას გაყვანა

100 % პირველი ბურთი უნდა გაეტანა და ყველაფერი მოხდებოდა სულ სხვანაირად ლივერა ჩემპიონია თუ სასწაული არ მოხდა :)
0
№4
ავტორი: ikeoni
30 იანვარი 2019 09:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
Reshis is goli da damtavrebuli Iyo yvelaferi :(((
0
№5
ავტორი: nika_nikusha
30 იანვარი 2019 09:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
სადღაც უნდა დამთავრებულიყო ეს მოგებების სერია ხომ ? ეს ლოგიკურია სულ ვერ მოიგებ, კარგია რომ ფრეთი შეწყდა და არა წაგებით. მართალია ოლე, ამან დაანახა თითოეულ ფეხბურთელს რომ არასდროს არ უნდა დანებდე როცა იუნატედი ხარ მაშინაც როცა 2 ბურთის სხვაობით აგებ, მე კმაყოფილი ვარ საერთო ჯამში , შეიძლება გრძელვადიან პერპსექტივაში ამ 2 ქულის დაკარგვამ გაცილებით უკეთესი შედეგი მოგვცეს როგორც ფსიქოლოგიურად ასევე ქულების მხრივ, დიდი დოზით თავდაჯერებულობას შემატებს ფეხბურთელებს და ხელის ჩაქნევის საშვალებას არ მისცემს
0
№6
ავტორი: bziki
30 იანვარი 2019 10:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
არაფერი უსაშველო არ მომხდარა,უნდა ითქვას რო ბარნლმა ძალინ კარგათ ითამაშა კარგად აპრესინგებდა და ბურთსაც მშვენივრად ათამაშებდნენ,მეორე სართულზე კი დაგვჩაგრეს
ჯონსი საშინელებაა,ბურთი ვერ ააქვს ეგრევე ლინდელოფს უგორებს მარტივ 15 მეტრიან პასს ვერ აკეთებს წინ,ის გოლის ეპიზოდი ხო საერთოდ ჯერ პერეირა არ გადიოდა ბურთზე კაცი ყავდა რო მიხვდა ჯონსი გაიჭედა და ადგილზე ბზრიალებდა მერე მოითხოვა და ჯონმაც შეტენა:(გოლამდეც უსუსური იყო პერეირა გოლის მერე საერთოდ რო არ აიჭრა ეგეც ნიჩივო:D
რეშმა ჩააგდო აშკარად თამაში პატარაა ჯერ გუნდის ლიდერობისთვის,მოსალოდნელი ამბავია პატარაა მაგხელა პასუხისმგებლობისთვის
დალშე ოლეც გამოიტანს დასკვნებს,მატიჩს ან ერერას რამე რო მოუვის წაროდგენაც არ მინდა შემცვლელი არ გვყავს კაი პოგბა დაწიე მარა მერე პოგბა იწუწუნებს:)
მატა დასატოვია ერთი წლით კიდე მინიმუმ
მარჯვენა მცველი,სენტრმცველი,საყრდენი მინიმუმ ერერაზე უკეთესი აუცულებლად მოსაყვანია მაგის გარეშე რამე სერიოზულზე ფიქრი აბსურდია
0
№7
ავტორი: OzBeTa
30 იანვარი 2019 11:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
ოლეს 2 შეცდომა მოუვიდა: 1. ექსპერიმენტების დრო არ იყო დ აპერეირა არ უნდა გამოეყვანა, ერერა ძაან მაგარ ფორმაშია ქულები ისე გვჭირდება არ იყო ამის დრო. 2. როცა აგებ ასე დალუკაკუ გაგყავს და არავის ტოვებ ისეთს რომ მეორე სართულზე მოიგოს და გაიტანონოს ცოტა რთულია კომბინაციებით გაიტანო გოლები როცა ყველა დაცვაშია. ჩემი აზრით ეს იქნება დიდი გამოცდილება ოლესთვის და მსგავს შეცდომებს აღარ დაუშვებს.
ხო და კიდე სასწრაფოდ თუ რამე გვსურს მოსაყვანია 2 მცველი ერთი ცენტრი ერთი მარჯვენა და ერერას შემცვლელი.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№8
ავტორი: SANDROGRIGA
30 იანვარი 2019 12:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
არაუშავს წაგებას რო გადარჩა გუნდი ესეც საქმე იყო სიტუაციიდან გამომდინარე.
0
№9
ავტორი: LASHQARA
30 იანვარი 2019 14:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
ნაცადი შემადგენლობით რომ ეთამაშა ეს არ მოხდებოდა fellow
0
№10
ავტორი: giorgi_mg
30 იანვარი 2019 14:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ვთანხმდებით, რომ ოლეს დაყენებული ეს 11 არ იყო ოპტიმალური, თუ მანდამაინც შეტევის გამო დააყენა პერეირა მაგას ისევ ფრედი სჯობს გამჭოლი თუ გრძელი პასით. მეორე ის რომ როცა ფეხბურთელს თამაში არ მისდის უნდა შეცვალოდა ამ შემთხვევაში რეში უნდა გაეყვანა და არა ლუკაკუ, მითუმეტეს როცა ბოლო წუთებია იასნა რო ჩაწოედებები წავიდოდა, უხეში შეცდომაა აშკარად.
მატა ძალიან მომეწონა და იმსახურებს 11_ს, რამხელა სხვაობაა ლინგარდსა და მაგას შორის დავინახეთ, თუმცა ორივეს დაყენებაც ადვილად შეიძლება, მატა სუფთა 10_იანია და მაგაზე კარგი დღეს კიარა საერთოდ არ გვყავს 10_იანი.
რეში უნდა დაასვენოს, ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე და სანჩესს მიეცეს მეტი სათამაშო დრო, სულ რომ არაფერი აკეთოს რაღაცას მაინც გამოჩარხავს, როგორც გუშინ.
პერეირაზე რა უნდა თქვა, მე ჯარიმა მომეჩვენა იქ, მაგრამ ცუდად არ უთამაშია, უბრალოდ ჩვენ უკეთესი ფეხბურთელები გვჭირდება ცენტრში და ამისთვის ფრედი იყო იდეალური ან ერერა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top