თბილისი:
მანჩესტერი:
30-01-2019, 06:28
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1898,
კომენტარები: 10
შონ დაიჩი: "იუნაიტედმა" ორივე გოლი წესების დარღვევით გაიტანა"
მწვრთნელები მატჩის შემდგომ.
შონ დაიჩი:
გუშინ "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბარნლისთან" ქულები დაკარგა. გულშემატკივარი იმედგაცრუებული დარჩა, ფრესა და წაგებაზე არავინ ფიქრობდა. ყველას სჯეროდა, რომ ოლე გუნარი პრემიერ ლიგის რეკორდის მოხსნას შეძლებდა და ის გახდებოდა პირველი მწრთვნელი ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ შვიდი მატჩის მოგება შეძლო. თუმცა "იუნაიტედმა" პირველი ტაიმი არცთუ ისე კარგად დაიწყო, რამაც თავისი შედეგები გამოიღო და სტუმრების დამარცხება ვერ შეძლო. "ეშმაკუნები" მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდნენ. ნორვეგიელი გუშინდელი დღით უკმაყოფილოა:

"ჩვენ თამაში დავიწყეთ იმ შეგრძნებით, რომ თითქოს წინა რვა თამაშში მოპოვებული გამარჯვებები ერთი ბურთით წინ ყოფნას უკვე ნიშნავდა. თუმცა ეს ასე არ ხდება. როცა თამაშის მოგება გსურს, ეს უნდა დაიმსახურო კიდეც და კარგად უნდა დაიწყო მატჩი. მათ ჩვენ ყველაფერი გაგვირთულეს, თუმცა მაინც მინდა აღვნიშნო, რომ საოცარი ქამბექი გავაკეთეთ."

მიღებული შედეგით კმაყოფილი არ გამოდგა არც შონ დაიჩიც. მისი განცხადებით, ორივე გოლი "იუნაიტედმა" წესების დარღვევით მიითვალა:

"ყველაზე მეტად დამატებითმა ხუთმა წუთმა გამაბრაზა. ძალიან დავიბენი. ვფიქრობ, ამ ყველაფერმა გულშემატკივრებსა და მოწინააღმდეგე მხარეს ენერგია შემატა. გარდა ამისა, საერთოდ არ მომწონს, როცა პენალტს მხარზე შეხების გამო ნიშნავენ ჩვენს კარში და მერე უცებ ეს ყველაფერი ერთად გატყდება თავზე. თუმცა ყველამ ვიცით, რომ ფეხბურთში მსგავსი რამეები ხდება. დღეს ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგ მოხდა. მეორე გოლზე სანჩესმა თავური მოიგო, ჰიტონმა სეივი გააკეთა და ვფიქრობ, ლინდელოფმა თამაშგარედან გაიტანა."


წყარო: SkySports
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
30 იანვარი 2019 07:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მე-3 უნდა გაგვეტანაა ეს ხმას როგორ იღებს 1 ქულა აიღო მანჩეტსრთან მეტი რა ყ.. უნდა
2
№2
ავტორი: krekera
30 იანვარი 2019 09:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
აუ როგორ მინდოდა რეკორდი მოეხსნა რააა(((
2
№3
ავტორი: Vaskaa
30 იანვარი 2019 09:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
მოაშორონ სამუდამოდ ეს პერეირა.
მაღიზიანებს უკვე.
ლუკაკუ რაც არ უნდა გააკეთოს მაინც არაა ისეთი ფეხბურთელი რომ მანჩესტერს მოუხდეს.
0
№4
ავტორი: ikeoni
30 იანვარი 2019 10:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Idi naxui raa
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
30 იანვარი 2019 11:11
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ლინდელოფი მილიონჯერ გადავახვიე და მგონი მართლა იყო თამაშგარეში.იცით რა მემგონი ლუკაკუსთან მიმართებაში ამ თამაშის მერე თქმა რომ არ ვარგოდა ცოტა ნეტოა.გუშინ თუ ვინმე არ ვარგოდა ეს ზუსტად რომ რეში იყო.რეშს უნდა სივრცე რომ გაიქცეს და ამასთან დისტანცია რომ დაარტყას.აი ერთი ერთზე ახლო დისტანციებზე უკვე მერამდენედ აფუჭებს.ეგ ტრაგედია არაა ბაზარი არაა მაგრამ როდესაც ამას 9ანად ხედავენ აი იქ ვერ ვხვდები რა თვისება აქვს 9იანის.2 თავდამსხმელიან წყობაში კი ბატონო დააყენებ ფორვარდად ისე ეგ არის ფლანგელი.როგორც კი გადადის ფლანგზე ოღონდ მარცხნივ მაშინვე უფრო პროდუქტიული ხდება.ასევეა ლუკაკუც რომელიც ძალიან ინდომებს და ეს დასაფასებელია.გუნდზე მუშაობს და იხარჯება.როგორც 9იანი არის მძიმე და ჩვენთან ასეთი მძიმე ცენტრი რამდენად გვაწყობს ეგ ცალკე საკითხია.როდესაც ასეთი გყავს ცენტრი მაშინ ფლანგები უნდა გყავდეს მოშნი მცველებიც და ვინგერებიც, რომ ჩაწოდებას აზრი ქონდეს.ლუკაკუ მარჯვნიდან სულ უკეთესია აქაც და ნაკრებშიც.რაც შეეხება 9იანს.მე რეშის და ლუკაკუს ამ პოზიციაზე დაყენებას მირჩევნია მარსიალი და სანჩესი.ბარსას ან სიტის რომელი ყავს ცენტრი გამოკვეთილი და თან ტანმაღალი.ტანმაღალობა მოუქნელობის წინაპირობაა.და მაშინ როდესაც სწრაფ კონტრზე თამაშობს ასეთი მძიმე ცენტრი არ ვიცი.რეში კიდევ ცხრიანი არ არის მას არ აქვს 9იანის თვისებები არცერთი.ალბათ ოლეც მიხვდება და დასკვნებს გამოიტანს.მარსიალი და სანჩესი 10 ასეთი მომენტიდან 8ს შეასრულებს და რეში 4-5 ასევე ლუკაკუც.მოკლედ ჩემი აზრია ეგ და არავის არ ვახვევ ჩემს აზრს მაგრამ, როდესაც ტრენერი თავად არის გაურკვევლობაში რჩება თუ არა, ასეთ სიტუაციაში რასაც ოლე აკეტებს ამას პიროვნული გმირობა ქვია.გრძელვადიან გათვლას ვერ აკეთებ, ვერავინ იმატებ და არ იცი შუაზე რო გაიპო და სასწაულები აკეთო დარჩები თუ არა და ამ დროს მაინც შენს საქმეს აკეთებდე და წნეხს უძლებდე ეგ არის პროფესიონალიზმის პირველი ნიშანი და მერე პიროვნული სიდიდის.თუ ხელმძღვანელობას რამე ღირებულზე გასვლა უნდა ოლეს უნდა გაუფორმონ კონტრაქტი რომ მანაც გათვლები აკეთოს ვინ დატოვოს ვინ გაუშვას და ვინ მოიყვანოს.
ნებისმიერი მუხტი არის განელებადი.არასდროს რჩება დიდხანს მუხტი, ამიტომ მარტო შეგულიანების იმედზე და განწყობის ხარჯზე ვერაფერს იზამ. ეგ არ არის ერთი თამაში სადაც მოტივაციის ხარჯზე გახვალ.ამდენ თამაშს უკვე სტრატეგია უნდა.ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ თამაშში თუ არ ვთამაშობ მერე მომიწევს, თორე მერე ყველას გაქცევისკენ აქვს გული და საკმარისია ახლა ერთი რამე ჩეპე მოხდეს გუნდში მაშინვე დავბრუნდებით სადაც ვიყავით
1
№6
ავტორი: 100%Red
30 იანვარი 2019 12:24
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ბებიაშენისამ მოგება გინდოდა???
აი ასეთები 5-0 უნდა ათრი რა, ფეხბურთი უნდა შეაძულო
საერთო ჯამში კარგათ ვითმაშეთ, ნუ რეში სადიყო ვერ გავიგე, პერეირას აკლია პრაქტიკა და დაეტყო მაგრად, მარსო იქნებოდა ნარმალნი რო ეთამაშა, მანდ გარღვევები იყო საჭირო თუარა მთელი გუნდი კარში იდგა იმენა
კაროჩე შეცდომები იყო რა და არ გვეპატია არცერთი
0
№7
ავტორი: JuanMata
30 იანვარი 2019 12:34
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Dato kutaisi


გეთანხმები, არ მჯერა მე რეშფორდის 9-იანობის, შეიძლება, დროთა განმავლობაში ისწავლოს როგორ იმოქმედოს საჯარიმოში, მიეჩვიოს ერთი შეხებით თამაშს, მაგრამ ახლა რეშფორდი ისეთივე თავდამსხმელია, როგორც იანგი იყო ვან გაალის დროს.

ცენტრფორვარდს უნდა შეეძლოს მოკლე მონაკვეთებზე თამაში, ურტყამდეს ორივე ფეხით, ასეთ მჭიდრო დაცვაში არ არის იმის დრო, მიიღო ბურთი და გადმოიტანო მარჯვენა ფეხზე.

ფეინოორდი-აიაქსის მიმოხილვა თუ არ გინახავს, ნახე ვან პერსიმ რა გოლები გაიტანა, კი დაბერდა და მოუკლო, მაგრამ ფორვარდის კლასი მაინც აქვს.

ლუკაკუს რაც შეეხება, მარჯვენა ფლანგზე უკეთესია ნამდვილად და საერთოდ საჯარიმოს გარეთ უკეთ თამაშობს, მაგრამ მაინც ვერ ვეგუები მაგ ფეხბურთელს, ნუ ეს სუბიექტური დამოკიდებულბაა, ზოგადად არ მიყვარს ეგეთი სტილის ფეხბურთელები.
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
30 იანვარი 2019 12:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბარნლის ეტყობოდა რო ამ თამაშისთვის კარგად იყო მომზადებული, ცოტა მოდუნება შეინიშნებოდა იუნაიტედის მხრიდან და შედეგიც სახეზეა, თავიდანვე სხვაგვარად უნდა ემოქმედედათ, აქტიურად. რაშფორდს ამიტო უნდა გაეტანა ის ბურთი.
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
30 იანვარი 2019 13:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: JuanMata
ციტატა: Dato kutaisi


გეთანხმები, არ მჯერა მე რეშფორდის 9-იანობის, შეიძლება, დროთა განმავლობაში ისწავლოს როგორ იმოქმედოს საჯარიმოში, მიეჩვიოს ერთი შეხებით თამაშს, მაგრამ ახლა რეშფორდი ისეთივე თავდამსხმელია, როგორც იანგი იყო ვან გაალის დროს.

ცენტრფორვარდს უნდა შეეძლოს მოკლე მონაკვეთებზე თამაში, ურტყამდეს ორივე ფეხით, ასეთ მჭიდრო დაცვაში არ არის იმის დრო, მიიღო ბურთი და გადმოიტანო მარჯვენა ფეხზე.

ფეინოორდი-აიაქსის მიმოხილვა თუ არ გინახავს, ნახე ვან პერსიმ რა გოლები გაიტანა, კი დაბერდა და მოუკლო, მაგრამ ფორვარდის კლასი მაინც აქვს.

ლუკაკუს რაც შეეხება, მარჯვენა ფლანგზე უკეთესია ნამდვილად და საერთოდ საჯარიმოს გარეთ უკეთ თამაშობს, მაგრამ მაინც ვერ ვეგუები მაგ ფეხბურთელს, ნუ ეს სუბიექტური დამოკიდებულბაა, ზოგადად არ მიყვარს ეგეთი სტილის ფეხბურთელები.

კი ძმა ზუსტად მაგას ვამბობდი.ლუკაკუს ტიპის ფეხბურთელები არც მე მიყვარს ძაან თან.ვან პერსი არის ნაღდი ცენტრი.აი ასეთი უნდა გვყავდეს ალღო რომ აქვს ერთი შეხებით რო ურტყამს და კარზე მუდამ დაგეშილი.ვან პერსი კლასი იყო არის და იქნება სულ.ნისტელროი ვანპერსი აი ასეთი სტილის რო გვყავდეს ახლა გაცილებით სხვა ანგარიშები გვექნებოდა.რეშს საჯარიმოში ამ თამაშშიც ქონდა პირველ ტაიმში დასარტყმელი, დაარტყა კიდეც მაგრამ სანამ დაამუშავა ბურთი მანამდე კი დაფარეს და კუთხურზე გადავიდა.სანჩესი მარსიალი არიან შედარებით ისეთები რომელთა გამოყენება ცენტრში შეიძლება და ამ უაზრო გაუთავებელ ჩაწოდებებს მოვშორდებით და პოზიციურ შეტევასაც უფრო შევძლებთ
0
№10
ავტორი: giorgi_mg
30 იანვარი 2019 14:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
პერეირაზე ჯარიმა არ იყო? რეებს ბაზრობს, ასეთია არაადეკვატური მწვრრთნელები ნერვებს მიშლიან. დავახიეთ ბურთი თავზე ქვია მაგას, 2 მომენტი შექმნეს და შეაგდეს, 1იც მგონი ჯარიმა იყო პერეირაზე.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top