თბილისი:
მანჩესტერი:
29-01-2019, 18:54
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1364,
კომენტარები: 6
"იუნაიტედმა" მატას ახალი ხელშეკრულება შესთავაზა
კლუბს ესპანელის შენარჩუნება სურს.
"წითელი ეშმაკების" ესპანელ ნახევარმცველს ხუან მატას კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. თავად ფეხბურთელს "ოლდ ტრაფორდის" დატოვება არ სურს, ცნობილია ხელმძღვანელობის პოზიციაც.

ESPN - ის მიერ გავრცელებული ცნობით, კლუბის მენეჯმენტი მზად არის ხუანს ახალი ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს. უცნობია თუ რა მოსაზრებას გამოთქვამს ამის შესახებ თავად ფეხბურთელი მაგრამ ცხადია, რომ ედ ვუდვორდსა და კლუბის მთავარ მწვრთნელს ოლე გუნარს მატას გაშვება არ სურთ.

მიმდინარე სეზონში "იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის საყვარელმა ფეხბურთელმა 22 - მატჩში 5 - გოლის გატანა შეძლო.

თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ 30 - წლის მატა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად არ განიხილება და ის ძირითადად შეხვედრებს სათადარიგო სკამიდან იწყებს.

ხუანი "ოლდ ტრაფორდზე" 2014 წელს რომან აბრამოვიჩის "ჩელსიდან" გადაბარგდა.



წყარო: euro-football
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
29 იანვარი 2019 18:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მე ძალიან გამიხარდება მატას დარჩენაა მაგრად მიყვარს ეს ფეხბურთელი
0
№2
ავტორი: dybbuk
29 იანვარი 2019 19:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
მახსოვს ადრე, ფერგიუსონის დროს, ყველა 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელს მხოლოდ 1 წლიან კონტრაქტებს სთავაზობდნენ და არცერთი დღით მეტს, სიმართლე ვთქვა არც მაშინ მიმაჩნდა ეს სწორად, ალბათ უფრო ასაკობრივი ზღვარის გამო, საერთოდ არ მგონია 30 და 31 წლის ფეხბურთელი ჩამოსაწერი, თორე თუ ხლამია გინდა 30 წლის გაგიშვია და გინდა 20ს. იგივე მატას შემთხვევაში უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს ეს კაცი და ცოტა ღირსეულად უნდა მოექცნენ, ან საერთოდ უფასოდ დაკარგვა არ უნდათო და მომავალ წელს ზუსტად იგივე სიტუაცია არ იქნება?! კაროჩე მენეჯმენტში მაგრად გვიჭირს, მაგარი პიტალოა ეს ვუდვორდი, მე მაგ კაცის არ მჯერა და სამაგისოდ ძალიან ბევრი მიზეზი დამიგროვდა ამ წლების განმავლობაში, მაგალითისთვის მოურინიოსთვის კონტრაქტის გახანგრძლივებაც საკმარისია ალბათ, კაცს ქრონიკულად აქვს მესამე სეზონის კრახის სინდრომი, მთელმა მსოფლიომ იცის ეგ, ამან კიდე ადგა და 2 წლის თავზე გაუხანგრძლივა და როგორც იმკის გუნდი დღეს ყველა ვხედავთ, პლიუს ამას ის საკომპენსაციოა თანხა რომელიც ჟოზეს გადაუხადეს, რამდენ ფეხბურთელს ეწურება კონტრაქტები და არაფერი ახალი არ ისმის, მაკტომინეის გახანგრძლივებაა საქმე? ვიზეც საჭიროა იმათვის ვერ მიუხედავთ
2
№3
ავტორი: ikeoni
29 იანვარი 2019 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Imedia darcheba chveni sayvareli xuanito❤️
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
29 იანვარი 2019 19:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგია თუ გაუხანგრძლივებენ მარა მარსიალის დე ხეას და შოუსაც უნდა გაუხანგრძლივონ
0
№5
ავტორი: giorgi_mg
29 იანვარი 2019 20:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
იანგმა უარი თქვა კონტრაქტის გახანგრძლივებაზეო და მართალია?
მატა 2 წლიანს მაინც იმსახურებს, მაღალი კლასის ფეხბურთელია და ასეთ ადამიანებთან უნდა გაიზარდნონ ახალგაზრდები, მე პირადად ზლატანის და რუნის გაშვებაც შეცდომად მიმაჩნია დღემდე.
0
№6
ავტორი: pogbboom
30 იანვარი 2019 00:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
გააჯმევინეთ მატას რას აკეთებს ბარნლისთან ვერაფერი ვერქნა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top