თბილისი:
მანჩესტერი:
29-01-2019, 17:13
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1590,
კომენტარები: 4
რა უთხრა სერ ალექსმა ოლე გუნარს "იუნაიტედის" ჩაბარების შემდეგ?
ოლე გუნარი პირველ ემოციებს იხსენებს.
რა უთხრა სერ ალექსმა ოლე გუნარს
ოლე გუნარმა მოურინიოს ჩანაცვლებისთანავე სერ ალექს ფერგიუსონს მიწერა. ნორვეგიელი შოტლანდიელის რჩევებს იხსენებს:

"რა თქმა უნდა, როგორც კი დამირეკეს მაშინვე სერ ალექსს მივწერე. ის ფიქრობდა, რომ მე მზად ვიყავი. მე ამ წლების განმავლობაში მას მუდმივად ვეკონტაქტებოდი, მაშინაც, როცა "კარდიფში" ვიყავი და მაშინაც, როცა "მოლდეს" ვწრთვნიდი."

"ის მუდმივად თვალს ადევნებდა ჩემს სამწრთვნელო კარიერას, ასე რომ ჩემთვის ბუნებრივი იყო მასთან დაკონტაქტება და ამ ყველაფრის გაზიარება. შემდეგ ის გვეწვია და გაგვესაუბრა, რაც ძალიან კარგი იყო, რადგან ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია, რომ ფერგიუსონმა ფეხბურთის შესახებ აბსოლუტურად ყველაფერი იცის."

"მე მას ყოველ კვირას ვერ დავურეკავ, ამდენად ვერ შევაწუხებ. რა თქმა უნდა, ლაუნჯში "ოლდ ტრაფორდზე" ყოველთვის ვხვდები ხოლმე. მას ყოველთვის ვსტუმრობ და ძალიან სასიამოვნოა მისი, ქეითისა და მისი მეგობრების ნახვა."

"როდესაც დამირეკეს და შემოთავაზება მივიღე, უარის თქმაზე არც მიფიქრია, უბრალოდ არ შემეძლო. პირველი, იმიტომ რომ ეს ფანტასტიკური გამოწვევა იყო და მეორე, ეს კლუბი ყველაზე ახლოს იყო ჩემს გულთან. ძალიან მაგარი გრძნობაა, როცა სწორედ ამ კლუბის ხელმძღვანელობას შენი იმედი აქვს და მათ სჯერათ, რომ შენ "იუნაიტედის" დახმარება შეგიძლია."

"რა თქმა უნდა, მე ამას ყოველთვის, ყოველთვის გავაკეთებ. მაშინათვე დავურეკე "მოლდეს" და უბრალოდ ვუთხარი: "ამ წუთას მოვაწერე ხელი ახალ კონტრაქტს."


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: giorgi_mg
29 იანვარი 2019 17:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
კარგია ოლე, ხანდახან ასეთი ნამიოკებიც საჭიროა, გასაგებია უკვე, რომ შემადგენლობის დაყენება, ვინ როგორ უნდა ივარჯიშოს და ესეთი თემები უბრალოდ გადაჭარბებული ვარაუდებია.
0
№2
ავტორი: stepno
29 იანვარი 2019 18:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ხოო აშკარად ბევრ რჩევას იღებს ფერგისგან მაგრამ ძალიან ნიჭიერია თვითონაც და დიდი მწვრთნელი გახდება მომავალში. რაც მთავარია ფეხბურთელებთან მიდგომა იცის და როგორ უნდა იურთიერთოს ეგ არ ეშლება
0
№3
ავტორი: ikeoni
29 იანვარი 2019 19:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11410
Rogor ginda ar daureko fergis roca amis shesadzlebloba gaqvs:))❤️
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
29 იანვარი 2019 20:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ოლე ფერგიუსონის შეგირდი იყო, მრავალი წელი იმუშავა მასთან, შესაბამისად ესეც არაა გასაკვირი, მითუმეტეს მაინც ისეთი გამოცდილი და გავლენიანი არაა როგორც ჟოზე და ვან გაალი, ამიტო შიდა სამზარეულოში ახლა უფრო ჩახედული იქნება ფერგი. მოურინიო არც არაფერს კითხავდა და ვერც გაამტყუნებ, ოლე სხვა ვარიანტია.

ბევრგან იწერება რო სერ ალექსის წვლილი დიდია ვარჯიშებზეც და სხვა რამეზეც, აღარ შეუძლია ამ კაცს ისე მარა მაინც ვერ ისვენებს ეტყობა ისე უყვარს კლუბი wink

საწყისს ეტაპზე კარგია მსგავსი რამეები მარა ბოლოს და ბოლოს გუნდი უნდა გამოვიდეს ფერგის ჩრდილიდან, უდიდესი ეპოქა იყო მარა მარადიული არაფერი არაა, ტრადიციებიც უნდა შენარჩუნდეს, რა თქმა უნდა, თუმცა იუნაიტედი კვლავ უნდა გახდეს ისეთი ძლიერი უკვე ახალი მწვრთნელის ხელში და სულ ფერგისეული ნოსტალგია არ უნდა გვქონდეს.
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top