თბილისი:
მანჩესტერი:
29-01-2019, 16:16
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1599,
კომენტარები: 5
"მოუს წასვლის მიუხედავად, პოგბამ შეიძლება, კლუბი დატოვოს"
დარჩება თუ არა პოგბა "ოლდ ტრაფორდზე".
ყოფილი "წითელი ეშმაკი", პოლ ინსი, დარწმუნებით აცხადებს, რომ პოგბას "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენა მოურინიოს წასვლის შემდეგაც არ არის გარანტირებული.

"არასდროს შეიძლება რაიმეს დარწმუნებით თქმა პოგბას შესახებ. ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ მისი თამაში და ქმედებები მოურინიოს ზედამხედველობის ქვეშ. კარგად ვიცით, რომ ისინი ერთმანეთს ვერ ეწყობოდნენ, ეს პრესაშიც საკმაოდ კარგად ჩანდა. ვფიქრობ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები ნელ-ნელა პოგბას წინააღმდეგ ეწყობოდნენ."

"ჩვენ ყველამ ვიცით თუ რამდენად ფანტასტიკური ფეხბურთელია ის. თუმცა ეს მხოლოდ ერთ ან ორ მომენტში კი არა ყოველკვირეულად უნდა ამტკიცო. სწორედ ამას ელიან შენგან "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები."

"ახლა პოლ პოგბამ გულშემატკივრების სიყვარული დაიბრუნა, რადგან ვიცი, რომ ისინი მის წინააღმდეგ ეწყობოდნენ. მისი თამაშებიც ბოლო ოთხი-ხუთი კვირის განმავლობაში გაუმჯობესდა."

"ეს მხოლოდ პოლს არ ეხება. ვფიქრობ, როდესაც ვსაუბრობდით მოურინიოს ქვეშ შექმნილ სიტუაციასა და პრობლემებზე, მხოლოდ პოგბას ვახსენებდით, რადგან ის მთავარი ფიგურაა. მაგრამ მის გარდა ოთხი თუ ხუთი ფეხბურთელი იყვნენ, ვინც ისე არ თამაშობდნენ როგორც
საჭირო იყო და როგორც შეეძლოთ."

"დარჩება პოგბა ამ სეზონის შემდეგ? არ ვიცი. მოურინიოს წასვლა არ ნიშნავს, რომ პოგბა "ოლდ ტრაფორდს" მიეჯაჭვება,"
- დაასრულა პოლ ინსმა.

შეგახსენებთ, რომ პოგბას კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში იწურება. ხელშეკრულება კი კონტრაქტის გაგრძელების 12 თვიან შესაძლებლობას მოიცავს.


წყარო: Goal.com
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
29 იანვარი 2019 16:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამ გადმოსახედიდან პოგბას გუნდს არ დატოვებს. მომავალში რა იქნება დარწმუნებული ვარ არც ინსმა და არც არავინ არ იცის.
0
№2
ავტორი: qamari
29 იანვარი 2019 16:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ამ ხნის განმავლობაში თუ ტიტულებს მოიგებენ ,მათ შორის ლიგას ,თავის გამოცდის მიზნით სხვა გუნდში წავა
0
№3
ავტორი: ikeoni
29 იანვარი 2019 18:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Shansi agaraa pogbas wasvlis
0
№4
ავტორი: stepno
29 იანვარი 2019 18:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ძალიან დიდი ხნით დარჩება ძალიან love
1
№5
ავტორი: Dato kutaisi
29 იანვარი 2019 19:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ზოგადად პოგბას ტიპაჟუს ფეხბურთელები და პიროვნულადაც კი არიან იქ სადაც მათთვის არის კარგი.უკეთესი ვარიანტი ექნება და გაიქცევა და გაიქცეოდა კიდეც,ის ზღაპრები რო ბარსას უნდოდა მართალი ყოფილიყო.გუნდის ერთგულები იშვიათობაა და არც ვამტყუნებ ამაში ფეხბურთელებს.ამათთვისაც ისეთივე სამსახურია როგორც ჩვენთვის ჩვენი პროფესიები
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top