თბილისი:
მანჩესტერი:
29-01-2019, 15:03
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1514,
კომენტარები: 3
"სათადარიგო სკამზე ჯდომამ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა"
ოლე გუნარის სრული პრესკონფერენცია "ბარნლისთან" მატჩის წინ.
დღეს "იუნაიტედი" "ბარნლისთან" მორიგ მატჩს გამართავს. ოლე გუნარ სოლსკიაერმა გუნდში აუცილებელი ცვლილებების შესახებ ისაუბრა. ნორვეგიელის განცხადებით, სათადარიგო ფეხბურთელის როლის მორგებამ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

კლუბის ლეგენდა "სუპერ ცვლილებით" არის ცნობილი. აღნიშნული ზედმეტსახელი ნორვეგიელმა 1999 წელს "ბაიერნის" წინააღმდეგ ჩატარებულ ცნობილ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოიპოვა.

"იუნატედს" საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს, შესაბამისად ოლე გუნარი მიიჩნევს, რომ ცვლილებების განხორციელება აუცილებელია. იხილეთ მისი სრული ინტერვიუ:

-შაბათს უმეტესობა ისვენებდა, მაგრამ თქვენ "ბარნლის" თამაშს უყურებდით. ისწავლეთ რაიმე "ეტიჰადზე" სტუმრობის შემდეგ?
-ვფიქრობ, შონი უფრო სამშაბათის მატჩზე ფიქრობდა და შაბათის მატჩის გადატანა ყოველგვარი ტრავმისა და დაზიანების გარეშე სურდა. მისთვის აუცილებელი იყო, რომ "ოლდ ტრაფორდზე" სრულიად ჯანმრთელი ჩამოსულიყო. მე დიდი სიამოვნება მივიღე იმ დღით, ფეხბურთს ვუყურე, თუმცა ისიც კიდევ ერთხელ გავიაზრე, რომ "ბარნლისთან" რთული მატჩი გველის. ისინი ძალიან კარგ ფორმაში არიან და ვფიქრობ, "სიტისთან" მატჩი ფეხბურთელებისთვის დროის მისაცემად გამოიყენეს. თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, ბევრი ინფორმაცია არ მიმიღია ამ მატჩიდან.

-რა თქმა უნდა, "ბარნლისთან" ჩასატარებელი მატჩი ბევრად განსხვავდება "არსენალსა" და "ტოტენჰემთან" ჩასატარებელი მატჩისგან. ტაქტიკურად ბევრი რამ შეცვალეთ დღევანდელი მატჩის წინ?
-"ბარნლისთვის" მოსამზადებლად ზუსტად იგივე დრო დავხარჯე, რაც "არსენალსა" და "ტოტენჰემთან", რადგან ყველა მატჩისთვის ერთნაირად უნდა მოემზადო. კიერან მაკკენი და მაიკლ ქერიკი საოცარ დახმარებას მიწევენ. ისინი ყველა მატჩს კარგად აანალიზებენ და თითოეული თამაშისთვის ემზადებიან.

-რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ჯარიმა არ დაიდოს საჯარიმოსთან ახლოს? თქვენ ხომ "ბარნლის" ეთამაშებით, ეს მათი ძლიერი მხარეა...
-დიახ, ისინი ძალიან ძლიერები არიან, ფიზიკურადაც. საერთოდ არ მინდა, რომ ბევრი შანსი მივცეთ და ჩვენი წნეხის ქვეშ ყოლის უფლება მივცეთ. რა თქმა უნდა, ამას დიდ ყურადღებას მივაქცევთ, თუმცა ყველა გუნდს სხვადასხვა ძალები აქვთ. ვფიქრობ, რომ ეშლი ბარნსი და კრის ვუდი დიდ პრობლემებს შეგვიქმნიან. ბურთის ფლობა, ალბათ, ჩვენი იქნება, ასე რომ მათ კონტრ-შეტევებს უნდა ვუფრთხილდეთ.

-ჩვენ უმაღლესი კლასის ფეხბურთელი გვყავს, ეს ოცი წლის წინანდელ სიტუაციას ჰგავს, როცა მაშინ კოული, იორკი, შერინგემი და თქვენ გვყავდით. თქვენც გიწევთ იგივე დილემის წინაშე ყოფნა, რაც სერ ალექს ფერგიუსონს უწევდა? როგორც მწრთვნელი, ცდილობთ, რომ ყველა ბედნიერი იყოს და ყველას საკმარისი დრო მისცეთ. ამაზე რას გვეტყვით? რამდენად რთულია ეს ყველაფერი?
-აქამდე პრობლემები არ გვქონია, რადგან ძალიან ბევრი თამაში გვაქვს ჩასატარებელი. როცა კვირაში მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება მოგვიწევს, მერე შესაძლოა ამ პრობლემას გადავწყდე. ახლა კი თვითონ თამაშის შუალედშიც კი ვცვლი შემადგენლობას. ძალიან სასიამოვნოა, როცა ენტონი მარსიალისა და მარკუს რეშფორდის შემოყვანა შეგიძლია ალექსისისა და რომელუს ნაცვლად, ან პირიქით. ყველამ საოცრად ითამაშა "არსენალთან". ეს მხოლოდ გვეხმარება. ძალიან მიხარია, რომ ყველა ფეხბურთელი მუდმივად ფორმაშია და მუდმივად მზადაა, რომ გუნდს დაეხმაროს.

-თქვენ გემახსოვრებათ სერ ალექს ფერგიუსონის დრო და ის თუ როგორ ცდილობდა, რომ კლუბში ყველა ბედნიერი. თქვენ ეს, ალბათ, ძალიან მოგწონდათ...
-დიახ, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი საუბრისას შეამჩნევდით, რომ მას სულაც არ სიამოვნებდა ფეხბურთელების მოედნის მიღმა დატოვება, მაგრამ კლუბი ყველაფერზე მაღლა დგას და შენ გაქვს ვალდებულება, რომ გადაწყვიტო და აირჩიო ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც კონკრეტული მატჩისთვის საუკეთესო ვარიანტები იქნებიან. რა თქმა უნდა, ფეხბურთელები, რომლებიც ძირითად შემადგენლობაშივე ვერ იწყებენ თამაშს მეტ ყურადღებას იმსახურებენ და თავადაც მეტი მუშაობა მართებთ. უნდა დაჯდნენ და იფიქრონ, რატომ სხედან სათადარიგო სკამზე და არა ძირითადში. მე სათადარიგო სკამიდან ძალიან ბევრი რამ მაქვს ნასწავლი და ამან, შესაძლოა, რომ თქვენი მთლიანი ცხოვრება შეცვალოს...

-რას იტყვით გუნდის შემართებაზე? ჩვენ ყველამ ვნახეთ ის ვიდეო, როცა მარკუსი ფრედს ფეხებს შორის უტარებს ბურთს და ყველა გიჟდება. ამ ვიდეოში კარგად ჩანს ის განწყობა, რაც გუნდში სუფევს...
-როცა თამაშებს იგებ, ყოველთვის ასეთი კარგი განწყობა იქნება გუნდში. თუმცა ეს მხოლოდ ფეხბურთელებს არ ეხებათ, ეს სამუშაო პერსონალსაც ეხება. თუმცა ჩვენ ყოველთვის მთელს კონცენტრაციას შემდეგი მატჩისკენ მივმართავთ ხოლმე და არა იმისკენ, რაც უკვე მოხდა. მგონია, რომ ყველა შემდეგ მატჩზე ფიქრობს და სულ ეს უტრიალებთ თავში, თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის გიხარია მოგება და ამისგან სიამოვნების მისაღებადაც დრო საკმარისი გაქვს."

-ამ შაბათ-კვირას 18 წლამდელებმა "ლივერპული" 3-2 სხვაობით დაამარცხეს. ამ ბიჭებიდან რომელიმეს ხომ არ ვიხილავთ ძირითად შემადგენლობაში?
-ისინი ძალიან კარგ ფორმაში არიან, რაც ძალიან კარგია. ეს არის ის, რაც გსურს კლუბში. რამდენიმე მათგანს, რა თქმა უნდა, სათამაშო დროს მივცემთ, ახლა პირველი გუნდის ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვყავს. აუცილებლად უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველა მათგანი საჭირო დროს მიიღებს და სწორედ მაშინ ჩაერთვებიან თამაშში, როცა საჭირო იქნება. თუ ახალგაზრდებს არასწორ დროს გამოვიყვანთ მოედანზე, შესაძლოა, მთელი მათი გამოცდილება დაინგრეს და პირველ მატჩზე თანმდევი აღელვება სადღაც გაქრეს.

-ფორვარდებზე უკვე ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ მინდოდა, რომ ნახევარმცველებსაც შევხებოდით. ანდერ ერერამ და ნემანია მატიჩმა თითქმის ყველა მატჩი ჩაატარეს თქვენი მოსვლის შემდეგ. თქვენი აზრით, ისინი რამდენად კარგ დუეტს შექმნიან? შეუძლიათ ერთმანეთის შევსება და ცენტრში მყარად დგომა?
-როდესაც შემადგენლობას ირჩევ ცდილობ, რომ ყველაფერი დააბალანსო. ეს არ ეხება მხოლოდ ნახევარმცველებს, ფორვარდებს, მცველებს, ეს მთლიან გუნდს ეხება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სამი ნახევარმცველი, პოლ პოგბა, ნემანია და ანდერი, საოცარ მატჩებს ატარებენ. თუმცა ჩვენ კიდევ გვყავს ფრედი, პერეირა და მაკტომინეი. ფელი ამჟამად ტრავმირებულია, თუმცა მის ადგილზე ბევრს შეუძლია თამაში. ამ მომენტისთვის კი ეს სამი უბრალოდ საუკეთესოა.


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
29 იანვარი 2019 16:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მორიგი კარგი პრესკონფერენცია... წესით ბევრ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ 2-3 ალბათ იქნება.
0
№2
ავტორი: ikeoni
29 იანვარი 2019 18:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Kide ufro shenayvara am kacma tavi❤️
0
№3
ავტორი: stepno
29 იანვარი 2019 18:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დღეს დამაჯერებელ გამარჯვებას ველოდებიიიი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top