თბილისი:
მანჩესტერი:
29-01-2019, 12:38
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2165,
კომენტარები: 12
ოლე გუნარი: "ტიტული - ასეთია ჩვენი ბუნება"
ნორბეგიელს პოჩეტინოს სიტყვების შესახებ ჰკითხეს.
ოლე გუნარი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" დროებითმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ მისი კლუბის მიზანი არა მარტო ოთხეულში მოხვედრა, არამედ ტიტულის მოგებაც არის.

ოთხ დღეში ორი სათასო ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ "ტოტენჰემის" მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ მას არ აინტერესებს მეორეხარისხოვანი ტიტულები და "დეზებისთვის" გაცილებით მნიშვნელოვანი ჩემპიონთა ლიგაზე რეგულარულად ასპარეზობა.

სოლსკიაერი თავის კოლეგას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ "წითელი ეშმაკები" არ უნდა დაკმაყოფილდნენ იმით, რითაც "ტოტენჰემი" კმაყოფილდება.

"თუ ტიტულს იგებ, კლუბში ყველასთვის დიდებული დღე დგება, შენი ცხოვრების საუკეთესო დღე, რადგან არასდროს იცი, კიდევ როდის მოიგებ მომდევნო ტიტულს. სერ ალექს ფერგიუსონი ყოველთვის ამბობდა: "რა ტიტულიც არ უნდა მოიგოთ, უბრალოდ ისიამოვნეთ ამით".

აქ იმისთვის არ ვიმყოფები, რომ პოჩეტინოს ან რომელიმე მწვრთნელის სიტყვები განვსაჯო. უბრალოდ ვამბობ, რომ ამ კლუბში ყოველთვის ტიტულებს ვესწრაფვით. ასეთია ჩვენი ბუნება. ამიტომაც ვეცდებით ინგლისის თასის მოგებას.

ოთხეულში მოხვედრა - ეს ოცნება არ არის. ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ, ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ ჩემპიონატის მოგებას. წელს ეს არ გამოგვივა, მაგრამ სამომავლოდ აუცილებლად უნდა გავხდეთ პრეტენდენტები. ახლა მეექვსე ადგილზე ვართ და პირველამდე ბევრი ქულა გვაშორებს, მაგრამ სამეულში მოსახვედრად ვიბრძოლებთ",
- განაცხადა სოლსკიაერმა.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Eric Cantona7
29 იანვარი 2019 12:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
Dgevandeli tamashi universalze ari tuici?
0
№2
ავტორი: maniak
29 იანვარი 2019 13:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ციტატა: Eric Cantona7
Dgevandeli tamashi universalze ari tuici?

არ არის
0
№3
ავტორი: ROI
29 იანვარი 2019 13:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
Romel arxzea icis vinmeeem?
0
№4
29 იანვარი 2019 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
სალამი მეგობრებო ! ლიგის მოგება ამ სეზონში იქნება საოცრება და ისტორიაში ოქროს ასოებით შევა ემიუს ისტორიაში მოდით ცოტათი მაინც დავიჯეროთ ამ სასწაულის! wink
0
№5
ავტორი: ALEXFERGUSON
29 იანვარი 2019 14:39
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: გიორგი დავითაია
სალამი მეგობრებო ! ლიგის მოგება ამ სეზონში იქნება საოცრება და ისტორიაში ოქროს ასოებით შევა ემიუს ისტორიაში მოდით ცოტათი მაინც დავიჯეროთ ამ სასწაულის! wink

საერთოდ არ არის სასწაული. საუკეთესო დრო საერთოდ არცერთ გუნდს არ უდგას და არც არავინაა ფორმის პიკში. აბსოლიტურად ყველას აქვს დაცვაში პრობლემები. რეალი,ბარსელონა,ბაიერნი,პესეჟე და აღარ ჩამოვთვლი. შეტევა კიდე მადლიზა გვყავს და თუ გაგვიტანენ და აუცილებლად გაგვიტანენ :) არც ჩვენ დავრჩებით ვალში. გასაგებია რო სოლშერი გამოუცდელია და მითუმეტეს ჩ.ლიგაზე,მაგრამ მის ზურგს უკან უაღრესად გამოცდილი ფელანი და ზე ადამიანი სერ ალექს ფერგი არიან. ასევე აშკარაა რომ აქ მხოლოდ სოლშერში რომ არაა საქმე ალბათ ყველა ვხვდებით. ეს ადამიანი სწავლობს და გადმოაქ თამაში,რაც საკმაოდ რთულია. ამიტო ეს უნაიტედია და მისი ჩამოწერა უბრალოდ არ შეიძლება.
0
№6
ავტორი: giorgi_mg
29 იანვარი 2019 14:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
აი რა განასხვავებს იუნაიტედის ყოფილ და იუნაიტედზე შეყვარებულ ადამიანს სხვა დანარჩენი ადამიანებისგან, მწვრთნელებისგან თუ ფეხბურთელებისგან! რა პოჩეტინო ხოარ გვეღადავებით! აქ არ დავინახო ეგ მშიშარა! რა დააბრეხვა, შთაბეჭდილება დამეკარგა საერთოდ, მაგიტომ და ასეთი საუბრის გამო იყო რომ იმ იკარუსს ვერ ვიტანდით და ეხლა ესღვა გვაკლია კიდევ, დატოვონ ოლე და მისცენ მინ 3 წლიანი კონტრაქტი! თსები და მოგებები არის ჩვენი და ასე იქნება იკარუსები კიარა სულ რომ მატარებელი მოვიდეს მწვთნელად, ან თუნდაც ასეთი არასრულყოფილი მწვრთნელები.
0
№7
ავტორი: ALEXFERGUSON
29 იანვარი 2019 14:43
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: giorgi_mg
აი რა განასხვავებს იუნაიტედის ყოფილ და იუნაიტედზე შეყვარებულ ადამიანს სხვა დანარჩენი ადამიანებისგან, მწვრთნელებისგან თუ ფეხბურთელებისგან! რა პოჩეტინო ხოარ გვეღადავებით! აქ არ დავინახო ეგ მშიშარა! რა დააბრეხვა, შთაბეჭდილება დამეკარგა საერთოდ, მაგიტომ და ასეთი საუბრის გამო იყო რომ იმ იკარუსს ვერ ვიტანდით და ეხლა ესღვა გვაკლია კიდევ, დატოვონ ოლე და მისცენ მინ 3 წლიანი კონტრაქტი! თსები და მოგებები არის ჩვენი და ასე იქნება იკარუსები კიარა სულ რომ მატარებელი მოვიდეს მწვთნელად, ან თუნდაც ასეთი არასრულყოფილი მწვრთნელები.

100% მწვრთნელის ამბიციას რომ მხოლოდ ლიგაზე ჯგუფური ეტაპის თამაში აკმაყოფილებს,მანდ უკვე ყველაფერი ნათქვამია. იმიტომაა,რომ თასებზე ათრიეს მოპარული ტაშტივით ამისი გუნდი. სოლშერი დატოვონ თუ უნდათ,რომ ფერგი განმეორდეს უნაიტედში. სხვა შემთხვევაში მოურინიოზე უარესი დაემართება გუნდს.
0
№8
ავტორი: Kantona1994(777)
29 იანვარი 2019 15:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ციტატა: ROI
Romel arxzea icis vinmeeem?

სილქ HD 1 ზე
0
№9
ავტორი: ROI
29 იანვარი 2019 15:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ციტატა: Kantona1994(777)
ციტატა: ROI
Romel arxzea icis vinmeeem?

სილქ HD 1 ზე

Nagdad ici?
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
29 იანვარი 2019 16:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საზომი აბსოლუტურად სხვაა გრანდსა და შედარებით საშუალო დონის კლუბს შორის და ასეც უნდა იყოს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top