თბილისი:
მანჩესტერი:
29-01-2019, 12:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1620,
კომენტარები: 8
ოლეს შეტყობინება ფრედს
ნორვეგიელმა ბრაზილიელს მიმართა.
ოლეს შეტყობინება ფრედს
"მანჩესტერ იუნაიტედის" დროებით მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი პირობას დებს, რომ ფრედი თავის გამოჩენის შანსს მიიღებს.

დონეცკის "შახტარიდან" შეძენილმა ფეხბურთელმა 15 მატჩი ჩაატარა "იუნაიტედის" შემადგენლობაში და უკანასკნელად მოედანზე "რედინგთან" შეხვედრაში გამოჩნდა.

სოლსკიაერს მიაჩნია, რომ შემადგენლობაში სხვადასხვა ფეხბურთელის გამწესებისას არავისთვის არ მიუნიჭებია უპირატესობა დაუმსახურებლად და აღნიშნავს, რომ ბრაზილიელმა კონკურენცია ნემანია მატიჩსა და ანდერ ერერას უნდა გაუწიოს.

კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული თავდამსხმელი, რომელსაც დრო დასჭირდა ამ სტატუსის მოსაპოვებლად, აღნიშნავს, რომ სამხრეთ ამერიკელს სანერვიულო არაფერი აქვს, ვინაიდან თავის შანსს ამ სეზონში აუცილებლად მიიღებს.

როცა "ბარნლისთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ოლე გუნარს ჰკითხეს, მისთვის გამოწვევა ხომ არ იყო ფრედის არჩევა შემადგენლობაში, ნორვეგიელმა უპასუხა: "ვფიქრობ, შეკითხვა არასწორადაა დასმული, რადგან არ მიმაჩნია, რომ პირადი გამოწვევა ფეხბურთელების გამწესება. ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, იქნებიან თუ არა მზად შანსის გამოსაყენებლად და ფრედი ვარჯიშებზე ბევრს შრომობს, კარგი ბიჭია.

იგივე ეხება ანრეას პერეირასა და სკოტ მაკტომინეისაც, რადგან როცა ისინი შანსს მიიღებენ, ეს კი აუცილებლად მოხდება, პროგრესის ხილვის იმედი გვექნება. ჩვენ ვიცით, რომ ფრედის სახით ძალიან, ძალიან კარგი ფეხბურთელი გვყავს, ასე რომ, იმედია, ინგლისურ ფეხბურთს შეეგუება, ვინაიდან მისი ნიჭი არავითარ ეჭვს არ იწვევს.

აქ ჩამოსვლა და თამაში ყოველთვის რთულია. ერთია, "იუნაიტედში" თამაში და სტაბილურობის მოლოდინი. მეორე - ინგლისის ჩემპიონატი, რასაც მიჩვეული არ არის, მაგრამ ის ხომ ბრაზილიის ნაკრების წევრია. ანდრეასი - ასევე ბრაზილიის ნაკრების წევრია, ნიჭი მასაც აქვს და როცა ისინი შანსს მიიღებენ, დარწმუნებული ვარ, გამოიყენებენ კიდეც.

ადვილია ისეთ გუნდში გადასვლა, სადაც ყველაფერი კარგად მიდის. არავითარი პრივილეგია არ მიმინიჭებია ფრედისთვის, სკოტისთვის ან ადრეასისთვის, როცა "რედინგთან" ვათამაშე მატჩში, სადაც ცხრა ცვლილება იყო განხორციელებული. შემდეგ რომ ითამაშებენ, შესაძლოა, ერთი ან ორი ცვლილება განხორციელდეს შემადგენლობაში და ვნახოთ, რას შეძლებენ.

უამრავი ფეხბურთელი არსებობს, ვისაც პირველი რამდენიმე თვე გაუჭირდა. ორი საუკეთესო ფეხბურთელი, ვისაც ასე უჭირდა და ვისთან ერთადაც მითამაშია, დიეგო ფორლანი და ხუან სებასტიან ვერონი იყვნენ, რომლებიც შესანიშნავი მოთამაშეები არიან და როგორც კი თავი დაიმკვიდრეს, მაშინვე დაიწყეს კარგად თამაში. არა მგონია, რამე სანერვიულო ჰქონდეს, თავის შანსს მიიღებს."


ფრედი, დიდი ალბათობით, "ბარნლისთან" მატჩის განაცხადში იქნება, სადაც "წითლები" მორიგი შეხვედრის მოგებას და ცხრილში მაღლა ასვლას ეცდებიან. მიუხედავად იმისა, რომ სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ ბევრი საუბარია ოთხეულში მოხვედრაზე, დროებით მწვრთნელს უფრო დიდი ამბიციები აქვს.

"ჩვენ ჩემპიონთა ლიგასა და ინგლისის თასზე ვთამაშობთ. ვერ ვიფიქრებთ მხოლოდ ოთხეულზე, უნდა ვეცადოთ წელს რამის მოგებას. როგორც უკვე ვთქვი, ყოველ მატჩს ისე ვუდგები, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელს შეეფერება - ვფიქრობ, რომ მოგება შეგვიძლია".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: bziki
29 იანვარი 2019 12:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
დღეს ველოდები ფრედის ძირითადში
0
№2
ავტორი: ROI
29 იანვარი 2019 14:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
Romelarxzwa tamashi arickit dzmeboo mqnchesterelebo?
0
№3
ავტორი: RojoDiablo
29 იანვარი 2019 14:20
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: ROI
Romelarxzwa tamashi arickit dzmeboo mqnchesterelebo?

Football 1
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: giorgi_mg
29 იანვარი 2019 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
იუნაიტედის მწვრთნელს კიარა არავის აქვს უფლება, რომელიმე თამაში რომელიმეზე მაღლა ან დაბლა დააყენოს, ბოლომდე უნდა მიაწვეს ყველა თამაშის მოგებაზე, ეს არის ჩვენს სისხლში, მორჩა და გათავდა!
GGMU
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
29 იანვარი 2019 16:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გახსნა უნდა ფრედს, არაა ცუდი ფეხბურთელი, პირიქით. იგივე შეიძლება ითქვას პერეირაზეც.
0
№6
ავტორი: Samno
29 იანვარი 2019 17:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11
ეს კაცი მწვრთნელის ეტალონია love
1
№7
ავტორი: ikeoni
29 იანვარი 2019 18:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Cota dro unda kide da mjera ro atamashdeba
0
№8
ავტორი: stepno
29 იანვარი 2019 18:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: ROI
Romelarxzwa tamashi arickit dzmeboo mqnchesterelebo?

Football 1

სილქ სპორტ 1 არის

მწვრთელად არის დაბადებული ოლეე რაა love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top