თბილისი:
მანჩესტერი:
28-01-2019, 19:50
ავტორი: Billy,
ნანახია: 2231,
კომენტარები: 6
"იუნაიტედს", შესაძლოა, ცენტრალური მცველის დილემაზე პასუხი უკვე ნაპოვნი აქვს.
"ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელი ტუანზებეთი აღფრთოვანებულია.
ოლე გუნარ სულშერი დიდებულ პასუხს მოისმენს, თუკი იგი ასტონ ვილას მენეჯერ დინ სმითს დაურეკავს და აქსელ ტუანზებეს იჯარის შესახებ შეეკითხება.

გასულ ზაფხულს "იუნაიტედი" აქტიურად ცდილობდა დაცვის ხაზში არსებული პრობლემის მოგვარებას და ცენტრალური მცველის შეძენას, თუმცა სატრანსფერო ბაზარზე მათ კრახი განიცადეს.

მაშინ არაერთი ძვირადღირებული ფეხბურთელის გვარი დაუკავშირეს წითლებს და ჟოზე მოურინიო ხმამაღლადაც კი საუბრობდა იმ იმედგაცრუებაზე, რომ კლუბმა მცველი არ შეიძინა.

იუნაიტედი კვლავ მოიაზრება სატრანსფერო ბაზარზე აქტიურ მონაწილედ, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ მათ მცველი ხუთშაბათამდე - ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შეიძინონ. დინ სმითს კი სჯერა, რომ წითლებს უკვე აქვთ პასუხი თავიანთ პრობლემაზე 21 წლის აქსელ ტუანზებეს სახით.

"თუ ოლე დამირეკავს, არაჩვეულებრივ დახასიათებას მივცემ აქსელზე."
- ამბობს სმითი.

"ის ჩვენთან მარჯვენა მცველად მოვიდა, თუმცა მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მას ჰქონდა საჭირო უნარი ჭეშმარიტად კარგი ცენტრალური მცველი ყოფილიყო და ის ამას ამტკიცებს. ის აქ ნამდვილად გაიზარდა. ის აჩვენებს თავდაჯერებას. მისი ცოდნაც გაზრდილია, შეიძლება სათამაშო გამოცდილებასთან ერთად.

ის სწრაფია, ამის თაობაზე კითხვები არ არსებობს. თუმცა მისმა თამაშის გაგების უნარმა მოიმატა და აღარ სჭირდება თავის სიჩქარეზე იყოს იმდენად დამოკიდებული. მას შეუძლია ბურთის გამოტანა. მას აქვს პასი. მას შეუძლია დაინახოს ჩვენი ფორვარდების მოქმედება და ზუსტად გადააწოდოს ბურთი მათ.

მისი ტრავმა ჩვენთვის ცუდ დროს დაემთხვა. ჩვენ უდავოდ დაგვაკლდა მისი თავდაჯერება.

მე ვფიქრობ, რომ მიზეზი, რის გამოც იუნატედს სურდა ის აქ მოსულიყო, იყო ის, რომ მას საშუალება ექნებოდა ყოველ კვირა ეთამაშა 30 000-ზე მეტი გულშემატკივრის თვალწინ "ვილა პარკზე". "მანჩესტერ იუნაიტედი" ორი ამდენი ადამიანის წინაშე თამაშობს, თუმცა "ვილა პარკი" ჯერ კიდევ შიშისმომგვრელი ადგილია ფეხბურთელებისთვის. შენ აქსელივით მტკიცე ხასიათი უნდა გქონდეს, რომ ამას გაუმკლავდე.

ეს ყველას არ შეუძლია".


წყარო: M.E.N.
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: makaveli
28 იანვარი 2019 19:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ისე ეს და მენსა ძაან დავივიწყეთ ხო.. ბიჭებო შემახსენეთ რა მენსა სად თამაშობს და თუ იცით როგორ თამაშობს ? გამოვა რამე?
მეერე შეიძლება ვერ გიპასუხოთ და მადლობა წინასწარ
0
№2
ავტორი: stepno
28 იანვარი 2019 20:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დააბრუნოონ მერეე smile
0
№3
ავტორი: ikeoni
28 იანვარი 2019 21:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
არადა მართლა კაი ბიჭია ეს და დიდი შანსია მართლა დადგეს მაგარი მცველი
0
№4
ავტორი: tedore
28 იანვარი 2019 22:26
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ფა თასზე ჩელსის დავეჯახეთ)))
0
№5
ავტორი: Chaxrux
28 იანვარი 2019 23:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
Mensa fulhamshia memgoni
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
29 იანვარი 2019 16:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვნახოთ ვნახოთ, კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ ისედაც აქსელს...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top