თბილისი:
მანჩესტერი:
28-01-2019, 16:47
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1757,
კომენტარები: 4
დე ხეა: "ჯერ კიდევ უკმაყოფილო ვარ"
დავიდ დე ხეა "იუნაიტედზე" საუბრობს.
დე ხეა:
"იუნაიტედი" ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ დაუმარცხებელია. ამ შედეგმა ფეხბურთელებში თავდაჯერებულობა გაზარდა და მეტის გაკეთების სურვილი გააჩინა.

სამშაბათს "იუნაიტედი" "ბარნლის" უმასპინძლებს და "ჩელსისთან" სამქულიანი სხვაობის დაფარვას ეცდება. დე ხეას სჯერა, რომ ფეხბურთელებმა "არსენალთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, სრული კონცენტრაცია "პრემიერ ლიგისკენ" უნდა მიმართონ.

"რა თქმა უნდა, საოცარი შედეგები გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგის მიღმა ვართ და ძალიან შორს ვართ "პრემიერ ლიგის" მოგებისგან. გვიხარია გამარჯვებები, თუმცა ბოლომდე კმაყოფილები მაინც არ ვართ. ჯერ კიდევ უკმაყოფილო ვარ და მეტი მსურს."

"ეს ის კლუბია, რომელმაც ტიტულისთვის უნდა იბრძოლოს, თუმცა ნელ-ნელა თავდაჯერებულობა გვემატება და ვეცდებით, რომ ამ სიტუაციისთვის მაქსიმუმი გავაკეთოთ. მოვიგოთ რაც შეიძლება მეტი მატჩი, ვიმედოვნოთ, რომ მოვხვდეთ ოთხეულში და ყველა ჩემპიონატზე კარგად წარვდგეთ გულშემატკივრის წინაშე."

"პრემიერ ლიგის" მოგება შეუძლებელია. ეს, რა თქმა უნდა, სეზონის დასაწყისში გვინდოდა, ეს ის კლუბია, რომელსაც ტიტულების მოგება სჭირდება."

"ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ადგილის განაღდება გვსურს, რაც არც თუ ისე მარტივი იქნება, მაგრამ უკვე მოვახერხეთ ქულათა სხვაობის შემცირება. ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ და თუ ამ ფორმით გავაგრძელებთ თამაშს მატჩებს აუცილებლად მოვიგებთ."

"იუნაიტედმა" ბოლო ოთხიდან სამ თამაშში კარი მშრალად შეინახა. დე ხეას სჯერა, რომ დაცვის ხაზი უფრო და უფრო ძლიერდება და "იუნაიტედი" ბევრად უფრო წარმატებულ შედეგებს შემოგვთავაზებს.

"მართალია, რომ სეზონის დასაწყისში ბევრი გოლი გავუშვით და "პრემიერ ლიგაში" გოლის გაშვება რთული არც არის, თუმცა ეს იმის შედეგია, რომ თავს კარგად ვერ ვიცავდით. მოწინააღმდეგე მხარეს მეტისმეტად ბევრ შესაძლებლობას ვაძლევდით, მაგრამ, საბოლოოდ, თამაშების უკეთ გაკონტროლება მოვახერხეთ."

"ბოლო დროს ბურთსაც კარგად ვიჭერთ და თავსაც ბევრად უკეთ ვიცავთ. მოწინააღმდეგეს მინიმალურ შანსებს ვუტოვებთ და გოლის გაშვების გარეშე ბევრი მატჩი მოვიგეთ. ამან თავდაჯერებულობა შეგვმატა და აუცილებელია, რომ ასე განვაგრძოთ."

"იუნაიტედმა" პირველ წრეში "ბარნლი" 2-0 დაამარცხა დე ხეამ ხვალინდელ მატჩზეც ისაუბრა:

"ეს გუნდი ყველამ ვიცით. ისინი ძალიან საშიშები არიან და ზუსტად ვიცით რა სტილს გამოიყენებენ ჩვენ წინააღმდეგ. მათ მოსწონთ, როცა მოწინააღმდეგე მხარე წნეხის ქვეშ ჰყავთ და ძალიან საშიშები არიან."

"ისინი კარგ შედეგებს დებენ, თუმცა ჩვენ სახლში ვთამაშობთ და ჩვენც ძალიან კარგ ფორმაში ვართ. ასე რომ სავსებით დარწმუნებულები ვართ ჩვენს თავში და სამ ქულასაც აუცილებალდ მოვიპოვებთ."


წყარო: SkySports
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
28 იანვარი 2019 16:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
4-0 movigebt !!!
2
№2
ავტორი: stepno
28 იანვარი 2019 17:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
1 ტაიმში დაუმთავრებთ ამათ ყველაფერს
2
№3
ავტორი: giorgisamnidze99
28 იანვარი 2019 21:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ციტატა: stepno
1 ტაიმში დაუმთავრებთ ამათ ყველაფერს

მე ვფიქრობ რო პირველივე წუთებიდან არ შეუტევენ და აცდიან თამაშს რო დაღალონ და მერე დააჯდებიან თავზე რატომღაც 3-0 მოვიგებთ ესე მგონია
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
29 იანვარი 2019 16:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბევრი შანსი კი ეძლევად ხოლმე მეტოქეებს, ბურთის ფლობაზეც სამუშაოა, თუმცა რა შედარებაა ფეხბურთს თამაშობს გუნდი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top