ლონდონის "ტოტენჰემის" დანიელმა შემტევმა ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა, კარიერა შესაძლოა სხვა ინგლისურ კლუბში გააგრძელოს. იუწყება - Sunday Express.
ზემოაღნიშნული წყარო ასევე იუწყება, რომ მაურისიო პოჩეტინოს ფეხბურთელისთვის, ერთბაშად ორი ინგლისური გრანდი "მანჩესტერ იუნაიტედი" და ლონდონის "ჩელსი" იბრძვიან.
26 წლის ფეხბურთელს, თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2020 - წლის ზაფხულამდე აკავშირებს. პრესის ფურცლებზე დაყრდნობით, ერიქსენის საკუთარ რიგებში ხილვა "ბარსელონასაც" სურდა, თუმცა კატალონიელებმა ტრანსფერი გადაიფიქრეს.
მიმდინარე სეზონში დანიელმა "დეზების" რიგებში 29 შეხვედრა ჩაატარა, საკუთარ აქტივს კი 6 გოლი და 9 საგოლე გადაცემა შემატა.
ამ ეტაპზე სატრანსფერო ხელშეკრულების დეტალები არ საჯაროვდება.