თბილისი:
მანჩესტერი:
28-01-2019, 16:08
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1399,
კომენტარები: 6
ანდრეას პერეირას მომავალი
დარჩება თუ არა პერეირა "იუნაიტედში".
ანდრეას პერეირას მომავალი
ოლე გუნარი არ ელის, რომ ანდრეას პერეირა, მათეო დარმიანი ან რომელიმე სხვა ფეხბურთელი "იუნაიტედს" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებს.

"ბარნლისთან" გასამართი მატჩის წინ ოლე გუნარმა პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც იკითხეს რომელიმე ფეხბურთელი ხომ არ დატოვებდა "იუნაიტედს" სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, რაზეც ოლემ შემდეგი პასუხი გასცა:

"ამ მომენტისთვის ვხედავ, რომ ყველა კლუბში რჩება, რადგან არანაირი მოლაპარაკება არ გვიწარმოებია. რა თქმა უნდა, რამდენიმე დღე ჯერ კიდევ წინაა, მაგრამ მე მოლაპარაკებებში ჩართული არ ვარ, ასე რომ რაც მოხდება, მოხდება."

"კარგი იქნება სატრანსფერო ფანჯრის დახურვა, რადგან შემდგომ ერთადერთი რაზეც ვკონცეტრირდებით საკუთარი თავი, შემადგენლობა, ვარჯიშები და იმ ფეხბურთელების გაუმჯობესება იქნება, ვინც კლუბში დარჩება."

"არ მგონია რომ პერეირა ისევ არენდით გავუშვათ, რადგან ვარჯიშებზე ფანტასტიკურია."

"რაც დავბრუნდი იმის შემდეგ უორენ ჯოისს ხშირად ვესაუბრები, რომელსაც ანდრეასი რეზერვებში ჰყავდა. მე მას აქამდეც ვიცნობდი და მას აქვს პოტენციალი რომ "იუნაიტედში" რამდენიმე მატჩი ითამაშოს სეზონის დასრულებამდე,"
- განაცხადა სოლსკიაერმა.


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
28 იანვარი 2019 16:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
იმედია ამასაც მიცემს შანს
0
№2
ავტორი: stepno
28 იანვარი 2019 17:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
amas mieca shansi da didi verafei gaaketa
1
№3
ავტორი: tedore
28 იანვარი 2019 19:56
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
შანსი ქონდა და დიდი ვერაფერი შემოგვთავაზა, არაა ეს ის ვინც გვჭირდება ჯობია გაყიდონ მე არ მომწონს მისი თამაში. ბევრ შეცდომას უშვებს
1
№4
ავტორი: levionok
28 იანვარი 2019 20:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
კარგია მაგრამ არა იმდენად რომ მანჩესტერში ითამაშოს! ჯანუზაიმახსენდება ამ ბიჭზე
1
№5
ავტორი: shotkin
28 იანვარი 2019 21:02
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ცუდი არაა მარა როცა გამოდის დიდად განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს, უფრო მეტი უნდა გააკეთოს და თვალსაჩინო იყოს რო დაიმკვიდროს ადგილი თუნდაც ცვლილებაზე რო შემოუშვან ხოლმე
1
№6
ავტორი: SANDROGRIGA
29 იანვარი 2019 17:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მაინც არ მინდა რო გაყიდონ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top