ოლე გუნარმა ფორვარდების სიმრავლეზე ისაუბრა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწრთვნელმა გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. როგორც მოგეხსენებათ ხვალ "წითლები" "ბარნლის" დაუპირისპირდებიან და ისინი მეცხრე თამაშის მოგებას შეეცდებიან.
ალექსის სანჩესმა და რომელუ ლუკაკუმ "არსენალთან" მოპოვებულ გამარჯვებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. სერხიო რომერომ და ერიკ ბაიიმ კი გულშემატკივარი გაოცებული დატოვა.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მწრთვნელს არჩევანის გაკეთება ცოტა გაუჭირდება, რაც, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ გუნდში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელია.
მარუან ფელაინი კვლავ ტრავმირებულია, თუმცა ახალგაზრდა ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი ფორმაშია და მან 23 წლამდელებში გოლის გატანაც მოახერხა პსჟ-ს წინააღმდეგ. კრის სმოლინგი დაბრუნებასთან ახლოსაა, მარკოს როხოს მდგომარეობა კი უცვლელია.
"კრისი უკვე ერთი კვირაა ვარჯიშობს, ასე რომ ის უკვე კარგად გამოიყურება. ჯერ კიდევ ველოდებით, თუ როდის შევძლებთ მის შემადგენლობაში დაყენებას,"-აცხადებს სოლსკიაერი.
"იუნაიტედში" ბევრი ფორვარდია, თუმცა რადგანაც ახლა "წითლებს" დატვირთული გრაფიკი აქვთ, ოლე გუნარს სჯერა, რომ აღნიშნული პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ყველას დაყენების შესაძლებლობა ექნება.
"აქამდე პრობლემები აღნიშნულთან დაკავშირებით არ შემქმნილა. ძალიან ბევრი მატჩი გვაქვს. როგორც კი გრაფიკი ცოტა განიტვირთება და კვირაში მხოლოდ ერთი მატჩი გვექნება სათამაშო, მერე შეიძლება, რომ პრობლემას გადავაწყდეთ."
"ჩვენ თამაშის განმავლობაშიც ხშირად ვცვლით მათ. მაგალითად მარსიალი და რეშფორდი ალექსისისა და რომელუს ნაცვლად. მათ ყველამ საოცრად ითამაშეს "არსენალთან". ფეხბურთელები ძალიან, ძალიან კარგები იყვნენ და ყველა მოგებისთვის ემზადებოდა, რაც ძალიან სასიამოვნოა."
წყარო:
ManUtd.com