თბილისი:
მანჩესტერი:
27-01-2019, 22:46
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1966,
კომენტარები: 6
ლუკაკუ: "კლუბი ყველაფერზე მაღლა დგას"
ლუკაკუ მოთმინებით აგრძელებს მუშაობას.
ლუკაკუ:
ლუკაკუმ "არსენალთან" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ალექსის სანჩესმა და ჯესი ლინგარდმა გოლები სწორედ მისი წყალობით გაიტანეს. მატჩის შემდეგ მან თავის მომავალზე და "იუნაიტედში" მის ადგილზე ისაუბრა:

"ძალიან მომთმენი უნდა იყო. ვიცი, რომ ძალიან ბევრი მუშაობა მომიწევს, ძალიან ბევრი სიმაღლის დალაშქვრა, თუმცა მე ვიცი, რომ ასე ახლოს მიზანთან არასდროს ვყოფილვარ. ჩემი ფორმის პიკთან მიახლოებას ვგრძნობ და ძალიან ბედნიერი ვარ."

"გასახდელ ოთახში ძალიან დიდი პოზიტივი სუფევს. ერთ გუნდად ვართ შეკრულები და ძლიერები ვართ. დუბაიში ერთად კარგი დრო გავატარეთ."

"ჩვენ თანაგუნდელებს გარდა, მეგობრებიც ვართ და ერთად ყოველთვის კარგად ვერთობით."

"ვცდილობთ, რომ ერთმანეთი წავაქეზოთ და გავამხნევოთ. გვინდა, რომ ეს ჩემპიონატი მოვიგოთ, რადგან მიუხედავად ბოლო დროისა, "იუნაიტედი" თავის კუთვნილ პოზიციაზე არ დგას. ტიტული გვსურს. მწრთვნელი საოცარ საქმეს აკეთებს, თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო თითოეული ფეხბურთელის ძალისხმევა. ყველას სურს თამაში, ყველას სურს რაღაცის დამტკიცება და გუნდის დახმარება. ჩვენთვის გუნდი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას."

წყარო: Goal.com
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
27 იანვარი 2019 22:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Am chempionats mogeba cota gagvichirdeba romelu magram kargia Ro Es shemarteba gaq❤️
0
№2
ავტორი: Eric Cantona7
27 იანვარი 2019 23:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
Es dziritadshi unda dabrundes da kraize ro scados dayeneba olem kai iqneba ❤️
0
№3
ავტორი: giorgi_mg
28 იანვარი 2019 00:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მარტო ამ სიტყვების გამო არ უნდა გაუშვა ესეთი ფეხბურთელი, სხვა დანარჩენზე რომ არ ვისაუბროთ, მაგრამ ლუკაკუს ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია გუნდისთვის.
1
№4
ავტორი: Svanchester
28 იანვარი 2019 12:36
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ლუკაკუ ხელწამოსაკრავი ფეხბურთელი ნამდვილად არ არის. ბევრს იტყვის ეს ჩვენ გუნდში. შეუძლია იმის დამტკიცება, რომ ერთ ერთი საუკეთესო ცხრიანია. მომწონს თუ როგორ საუბრობს, თუ რა შემართება აქვს და რა მონდომებით იბრძვის მოედანზე, დასახვეწი აქვს ტექნიკა უბრალოდ სხვა ულყველაფერი აქვს საუკეთესოობისთვის.
0
№5
ავტორი: stepno
28 იანვარი 2019 13:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ბიჭებოო თამაში ხვალ ღამეაა???
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
29 იანვარი 2019 17:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყოჩაღ რომელუ!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top