თბილისი:
მანჩესტერი:
27-01-2019, 22:19
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1674,
კომენტარები: 4
ალეგრი პოგბას დაბრუნებაზე საუბრობს
რა უთხრა ალეგრიმ ჟურნალისტებს პოგბას ტრანსფერის შესახებ.
ალეგრი პოგბას დაბრუნებაზე საუბრობს
პოლ პოგბა "ოლდ ტრაფორდზე" 2016 წელს დაბრუნდა. "იუნაიტედმა" მასში რეკორდული თანხა გადაიხადა, თუმცა ჟოზე მოურინიოს დროს ფრანგი იმდენად დაიჩრდილა, რომ პრესა მის "იუვენტუსში" დაბრუნებაზე აქტიურად ალაპარაკდა.

თუმცა ნორვეგიელის მოსვლის შემდეგ, პოგბა "იუნაიტედისთვის" სასიცოცხლო ფიგურად იქცა. პოგბას შესაძლო ტრანსფერზე ალეგრიმაც ისაუბრა.

"ღმერთო ჩემო.. თქვენ, ჟურნალისტებს, საოცარი ფანტაზიის უნარი გაქვთ. ვფიქრობ, რომ პოგბას "იუვენტუსში" დაბრუნება თითქმის შეუძლებელია."

"მე ჩემი თავის მოტყუებას არ ვაპირებ, ძალიან რთული იქნება პოგბას უკან დაბრუნება."

"მან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მას პატივს ცემენ, როგორც ფეხბურთელს და ახლა ის სრულიად იყენებს მის შესაძლებლობებს."

"ეს სეზონის დასაწყისში ევრ დავინახე, თუმცა ამჟამად, ყოველკვირეულად უფრო და უფრო უკეთესი ხდება. ახლა ის თავისუფლად თამაშობს და "იუნაიტედისთვის" უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს."


წყარო: SkySports
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
27 იანვარი 2019 22:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Aaa kaci icis realurad ro gamoricxulia pogbas dabruneba:))
2
№2
ავტორი: Svanchester
28 იანვარი 2019 12:42
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
პოგბა კი არა სეზონის ბოლოს მაგას გაუშვებენ გუნდიდან. ფრანგის წასვლა გამორიცხულია უბრალოდ. რა მოსატანია და გუშინ ვუყურე ლაციო იუვეს თამაშს, მართალია ალეგრი სვარკა ფეხბურთის მოყვარული მწვრთნელია მაგრამ ტაქტიკოსობით ერთ ერთი გამორჩეულია, ლაციომ უბრალოდ დააფარა გუშინ თავზე ბურთი მაგათ, მაგრამ ტაბლო იუვეს დარჩა, ეს მეტწილად კლასის ხარჯზეც მოხდა მაგრამ ალეგრის ტაქტიკური გადაწყობები მაგრად მომეწონა. და მაინც შორს იუნაიტედისგან ეს კაცი !!!
1
№3
ავტორი: stepno
28 იანვარი 2019 13:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
პოგბას გაშვება კიარაა პირიქით მაღალი დონის ტრანსფერები გაკეთდება ზაფხულში
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
29 იანვარი 2019 17:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
აგორებული ჭორებია სხვა არაფერი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top