თბილისი:
მანჩესტერი:
27-01-2019, 21:26
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1531,
კომენტარები: 5
"გუნდში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია, ვიდრე ჩემი კონტრაქტი"
ანდერ ერერა ახალ კონტრაქტზე საუბრობს.
ანდერ ერერას კონტრაქტი "ოლდ ტრაფორდზე" ზაფხულში იწურება, თუმცა ის იმედოვნებს, რომ ხელმძღვანელობა "იუნაიტედში" დარჩენის შესაძლებლობას მისცემს.

"არ ვაპირებ, რომ ჩემს კონტრაქტზე ვინმეს დაველაპარაკო. ამჯერად გუნდში ბევრად უფრო სერიზოული საკითხებია მოსაგვარებელი, ვიდრე ჩემი კონტრაქტია, ასე რომ უბრალოდ ყველაფერს ვეცდები, რომ კარგად წარვდგე გულშემატკივრების წინაშე და ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო."

"ჩემი ამჟამინდელი პრიორიტეტი "ბარნლის", "ლესტერის" დამარცხებაა... და თუ ვიმსახურებ ახალ კონტრაქტს, მაშინ მივიღებ. მე არ ვარ ეგოისტი ადამიანი, მე მინდა, რომ გუნდმა რაც შეიძლება მეტი მატჩი მოიგოს და პერსონალურად ჩემს თავზე ზრუნვას ნამდვილად არ ვაპირებ."

ანდერ ერერამ ოლეს შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, ნორვეგიელის მოსვლის შემდეგ კლუბში ბევრი რამ შეიცვალა:

"ოლემ ყველაფერი პირველივე დღიდან მოგვიტანა. მან უბრალოდ გვითხრა, რომ სურს, ვიყოთ გუნდი, რომელიც თამაშს აკონტროლებს, თუმცა ეს ხანდახან შეუძლებელია."

"ხანდახან ჩვენ გვიწევს, რომ თავი დავიცვათ, თუმცა ვიცით, რომ როცა თავს ვიცავთ შესაძლოა უცებ შეტევაში პრობლემა შეგვექმნას. მაგრამ გვყავს ფეხბურთელებიც, რომლებიც ძალიან სწრაფად გადაადგილდებიან ერთ საჯარიმოდან მეორე საჯარიმოში და ეს ძალიან კარგია."


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: pogba p
27 იანვარი 2019 21:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 63
Bichebo milani manchesteria liveshi yutubze da ra penlebia icit?
0
№2
ავტორი: ikeoni
27 იანვარი 2019 22:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Aucileblad unda darches chveni baski dzma ❤️
0
№3
ავტორი: JuanMata
28 იანვარი 2019 12:32
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ერერა ჯერ მარტო ამის გამოა დასაფასებელი, არ აქვს ამ კაცს თავის თავზე დიდი წარმოდგენა, აკეთებს თავის საქმეს ცუდად თუ კარგად, მაგრამ ბოლომდე იხარჯება ყველაფერში.
0
№4
ავტორი: Svanchester
28 იანვარი 2019 12:44
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ოლეს მოსვლის შენდეგ რო უფრო დაფასდა ანდერი ეს ცალსახაა. არამგონია გაუშვან, დაუდებენ ახალ კონტრაქტს.
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
29 იანვარი 2019 17:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კაი კაცი!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top