სოლსკიაერის გუნდმა ზედიზედ მერვედ იმარჯვა. "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის ასოციაციის თასის 1/16 ფინალში "ემირეიტსზე" "არსენალს" დაუპირისპირდა და 3-1 დაამარცხა მეტოქე და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ანგარიში "მეთოფეების" ყოფილმა ფეხბურთელმა, ალექსის სანჩესმა გახსნა, რომელიც ლუკაკუს ბრწყინვალე გადაცემით მეკარესთან პირისპირ გავიდა, პეტრ ჩეხი მოატყუა და ცარიელ კარში გაიტანა. მანჩესტერელებმა მეორე გოლი ზუსტად 149 წამში გაიტანეს, რომელუ ლუკაკუს გადაცემით ამჯერად ჯესი ლინგარდმა ისარგებლა და ანგარიში ორამდე გაზარდა. ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა ობამეიანგის გოლის წყალობით ერთი ბურთი გაქვითეს და ტაიმი 1-2 დაასრულეს. 82-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ენტონი მარსიალმა მატჩის საბოლოო ანგარიში, 1-3 დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ "არსენალი" "ემირეიტსზე" ყველაზე მეტჯერ "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა. ლონდონელების ანგარიშზე 6 მარცხია.
პირველი ტაიმი
მეორე ტაიმი
სრული მატჩები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.