თბილისი:
მანჩესტერი:
26-01-2019, 13:28
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2156,
კომენტარები: 6
არსენალი 1-3 იუნაიტედი
გუშინდელი მატჩის სრული ჩანაწერი.
არსენალი 1-3 იუნაიტედი
სოლსკიაერის გუნდმა ზედიზედ მერვედ იმარჯვა. "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის ასოციაციის თასის 1/16 ფინალში "ემირეიტსზე" "არსენალს" დაუპირისპირდა და 3-1 დაამარცხა მეტოქე და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ანგარიში "მეთოფეების" ყოფილმა ფეხბურთელმა, ალექსის სანჩესმა გახსნა, რომელიც ლუკაკუს ბრწყინვალე გადაცემით მეკარესთან პირისპირ გავიდა, პეტრ ჩეხი მოატყუა და ცარიელ კარში გაიტანა. მანჩესტერელებმა მეორე გოლი ზუსტად 149 წამში გაიტანეს, რომელუ ლუკაკუს გადაცემით ამჯერად ჯესი ლინგარდმა ისარგებლა და ანგარიში ორამდე გაზარდა. ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა ობამეიანგის გოლის წყალობით ერთი ბურთი გაქვითეს და ტაიმი 1-2 დაასრულეს. 82-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ენტონი მარსიალმა მატჩის საბოლოო ანგარიში, 1-3 დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ "არსენალი" "ემირეიტსზე" ყველაზე მეტჯერ "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა. ლონდონელების ანგარიშზე 6 მარცხია.
პირველი ტაიმი


მეორე ტაიმი

სრული მატჩები
6 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
26 იანვარი 2019 14:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
love love love გლორი გლორი
0
№2
ავტორი: ikeoni
26 იანვარი 2019 14:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Bevrs aewveba da rogorc fergis dros xdeboda winaswar wagebulebi gamovlen chventan satamashod
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
26 იანვარი 2019 14:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პრემიერ ლიგაშიც ასე უნდა მოვუგოთ არსენალს ემირეითზე
0
№4
ავტორი: shotkin
26 იანვარი 2019 15:24
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: SANDROGRIGA
პრემიერ ლიგაშიც ასე უნდა მოვუგოთ არსენალს ემირეითზე

არსენალი დიდი ხანია ,,ვითომ" გუნდია აი სულ ხო რაღაცა აკლდათ მაშინაც კი როცა ამაზე ძლიერები იყვნენ 2008/9 წლებში მარა ეხლა ძაან საშუალო დონე გახდა უკვე ფეხბურთელებით და შემადგენლობით მარტო წინა ხაზია გუნდი დალშე გინდ დაცვა აიღე გინდ ნახევარდაცვა რა საშინელება ხდება რაარი 1 რემზიც ვითომ რაღაც იყო და ისიც მიდის. მაშინაც კი ვერ გვიგებდნენ როცა ვან გაალის ხელში ვიტანჯებოდით და მოიესის დროს ვერ ვბრწყინავდით აი ჩვენთვის იდეალური მეტოქეა რა არსენალი გრანდის წოდებას ამოფარებული ჩვეულებრივი შემადგენლობის გუნდი დარწმუნებული ვარ პრემიერლიგაშიც მოვუგებთ რო დაგვჭირდეს და აუცილებლად ვიცი რო დაგვჭირდება
0
№5
ავტორი: chira
26 იანვარი 2019 18:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 67
რამინდა იცი ვთქვა აი ის მომწონს ყველაზე მეტად რო უკვე იუნაიტედის ეშინიათ ნაცენზურა,უკვე ბარნლი პამპერსში უშვებს ეს შეიცვალა.ბოლო ხუთი წელი არცერთ გუნდას არქონდა ჩვენთან შიში რიდი და გვიტევდნენ ნაცენზურა და სამ ქულაზე გვეთამაშებოდა ყველა ეხლა კი ცენზურასჟიმჟიმით გამოვლენ ქულისთვის და ეს უკვე წარმატებაა
1
№6
ავტორი: PaLoMo
28 იანვარი 2019 02:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
იფ იფ იფ რა კაი ორიანი იყოოო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top